Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #68848093)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: RULAR DEVELOPMENT AGENCY
Номер конкурса: 68848093
Дата публикации: 26-11-2025
Сумма контракта: 18 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250001197
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2025 16:53
Начало приема предложения 03.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 18`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712700 - Услуги по управлению трафиком
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 72.00 GEL
Размер гарантии 180 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela ghonghadze :: 24.11.2025 11:32
  • Последнее исправление: gela ghonghadze :: 26.11.2025 16:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656792&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სანავიგაციო სისტემის საშუალებით ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს ბალანსზე რიცხული ავტომობილების საგზაო მოძრაობის კონტროლის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-ს ბალანსზე რიცხული 71 (სამოცდათერთმეტი) ავტომობილის საგზაო მოძრაობის კონტროლი სანავიგაციო სისტემის მეშვეობით - სანავიგაციო მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის საშუალებით.
1. მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
1.2 მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებსერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
1.3 მომსახურებას უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing რუქების მხარდაჭერა;
1.4 შემსყიდველს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე წვდომის მითითებით;
1.5 მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ავტომანქანის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე.

2. შემოთავაზებული მონიტორინგის სისტემით შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება:
2.1 პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
2.2 მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფრომაციის მიღება;
2.3 პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
2.4 პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;

3. მონიტორინგის სისტემა ასევე უნდა იძლეოდეს საშუალებას სწრაფად და მარტივად იძებნებოდეს რუქაზე მითითებული წერტილიდან უახლოეს მანძილზე დაშორებული სატრანსპორტო საშუალებები;
4. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა ვიზუალური ობიექტების, საკონტროლო წერტილების დატანას რუქაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საკონტროლო წერტილში მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალების დგომის დროის გაკონტროლება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
5. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“ რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
6. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე, მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
7. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
8. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
9. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი მომსახურების გაწევიდან, ხოლო ერთწლიანი ვადის გასვლამდე, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მოხდეს მონაცემთა ბაზის არქივაცია და შემსყიდველისთვის გადმოცემა.

10. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციები:
10.1 მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
10.2 ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
10.3 ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
10.4 დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
10.5 ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);

11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა;
12. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
13. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
14. შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
15. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
16. GPS მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნას ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
17. მოწყობილობა უნდა ახორციელებდეს GPS სიგნალის მაქსიმალური სიზუსტით გადმოგზავნას მაშინაც კი, როდესაც ცა მოღრუბლულია, ხდება აღმართ-დაღმართზე გადაადგილება, მოძრაობა ხდება ხშირფოთლოვანი ტყის პირობებში, რასაც ხელს უნდა უწყობდეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში GPS სატელიტების განლაგების შესახებ მონაცემების მოწყობილობაში პერიოდული გადაგზავნა - დამხმარე GPS ტექნოლოგია;
18. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც მონიტორინგის სისტემაში ფიქსირდება შეტყობინება და აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც;
19. GPS - მოწყობილობების დაზიანებისას, რომელიც გამოწვეულია საექსპლატაციო პირობების დარღვევით, რაც დადასტურებულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს GPS მოწყობილობის შეცვლის ან აღდგენის ღირებულებას, ყველა სხვა შემთხვევაში მიმწოდებელმა თავისი ხარჯებით 48 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს GPS - მოწყობილობის შეცვლა ან აღდგენა;
20. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი უსასყიდლოდ;
21. შემსყიდველი უზრუნველყოფს, რომ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად წარმოდგენილი ტექნიკა იქნება სრულად გამართული ტექნიკური მდგომარეობით, მათ შორის ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულობით, რაც აუცილებელია GPS მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის, უსაფრთხო და ხარისხიანი მონტაჟისთვის.

შენიშვნა:
• იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს რეგიონალური სამსახურები განთავსებულია საქართველოს 57 მუნიციპალიტეტში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი მოწყობილობების დამონტაჟება და მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
• სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.
• სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური დავალება წარმოადგენს დანართს N1, რაც დაერთვება ხელშეკრულებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით, ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
1.4..2 ავტომობილებზე სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი უსასყიდლოდ უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია ქ. თბილისი, ახმეტელის 10ა, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო”.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს სანავიგაციო სისტემების მეშვეობით ავტომობილის მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება, ჯამში არანაკლებ 35 000 ლარის შესრულებით, რაზეც ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის მიხედვით, ამავე დანართის შენიშვნაში განსაზღვრული მოთხოვნის გათვალისწინებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან აუდიტორული დასკვნით (აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია და აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში და წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მათი სარეგისტრაციო ნომრების შესახებ).
ზემოაღნიშნული პირობების დაუცველობა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდგომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა ღონღაძე, 591910091, gela.gongadze@rda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა, რწმუნებულება...) ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტმა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ერთეულის და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N2-ის შესაბამისად (თეთრები მოცემული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით);
10.2.2 სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის მოთხოვნის თანახმად განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru