Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #68848057)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori MUnicipality City Hall
Номер конкурса: 68848057
Дата публикации: 26-11-2025
Сумма контракта: 50 942


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021342
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2025 15:28
Начало приема предложения 02.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 50`942.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
Срок подачи მომსახურების მიწოდების ვადა არის 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 509.00 GEL
Размер гарантии 509 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tariel metreveli :: 26.11.2025 12:36
  • Последнее исправление: tariel metreveli :: 26.11.2025 15:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657255&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების ტექნიკური დავალება - დანართი N2:

1. მომწოდებელი უზრუნველყოფს:
1.1 საკურიერო მომსახურებას, ყოველ სამუშაო დღეს შეთანხმებული დროის მიხედვით, დამკვეთის მიერ მითითებული ლოკაციებიდან.
1.2 საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობას;
1.3 მომსახურების შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის ყველა თანამშრომელზე ცალ-ცალკე;
1.4 მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის წაღება არაგეგმიურად სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაო დღეს;
1.5 გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შაბათ დღესაც;
1.6 ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილები ჩაბარდება 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილები არაუმეტეს 5-10 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
1.7 ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემისა (ე.წ. „თრექინგი“) და მისი კუთვნილი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
1.8 კურიერისთვის გზავნილის გადაცემა მოხდება ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრის) მეშვეობით;
1.9 საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სერვის ცენტრიდან შესაძლებელი იქნება სხვა სერვის ცენტრის გზავნილების წაღება;
1.10 გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი იქნება გზავნილების რეესტრის დახურვამდე;
1.11 გზავნილის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოხდება ელექტრონული სერვისის მეშვეობით დაუყოვნებლივ (საბოლოო სტატუსის: „ჩაბარდა“
ან „არ ჩაბარდა“-მდე არსებული მოძრაობის ინფორმაცია);
1.12 ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი იქნება მისი ამობეჭდვა;
1.13 მიმწოდებელი თავდაპირველად მითითებულ მისამართზე გზავნილის მიტანამდე, (როგორც პირველ, ასევე მეორე ვიზიტამდე) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეცვლილ მისამართზე გზავნილის გადამისამართებას. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი გადამისამართდება პირველ ვიზიტამდე, მიმწოდებელმა ახალი მისამართზე განახორციელებს სტანდარტული მომსახურებას - ორჯერადი ვიზიტით, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გადამისამართების დროისთვის მიმწოდებელს უკვე განხორციელებული ექნება ერთი ვიზიტი, მაშინ იგი ვალდებული იქნება მხოლოდ ერთხელ მიიტანოს გზავნილი შეცვლილ მისამართზე;
1.14 გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის.
1.15 იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდება რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
1.16 მისამართზე გზავნილის ადრესატის/უფლებამოსილი პირის არყოფნის შემთხვევაში, მიმწოდებელი დატოვებს შეტყობინებას/მოკლე ინფორმაციას კურიერის ვიზიტისა და არსებული გზავნილის შესახებ, რომლის ჩაბარებაც მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება
მიმწოდებლის მისამართზე.
1.17 ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიმწოდებელი (შემდეგში კურიერი) ვალდებულია გზავნილის ჩაბარების/ჩაუბარებლობის დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად აღწერს იმ ფაქტობრივი მახასიათებლებდ რაც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს;
1.18 გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის შემთხვევაში
ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
1.19 მას შემდეგ, რაც შემსყიდველი, მონიტორინგის შედეგად, გამოავლენს რომ მიმწოდებელმა ორი თვის განმავლობაში 100 (ასი)-ჯერ ან მეტჯერ, არ მოახდინა სატელეფონო კომუნიკაცია გზავნილების ადრესატებთან, მიმწოდებელმა წარმოადგინს სატელეფონო კომუნიკაციების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციას, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს
5 სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებლის მიერ ხსენებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა
განიხილება, როგორც სატელეფონო კომუნიკაციის განუხორციელებლობა.
1.20 მიმწოდებლის მირ ჩაუბარებელი გზავნილების შესაბამის სერვის ცენტრში დაბრუნება მოხდეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
1.21 დაბრუნებული წერილები აღირიცხება რეესტრით, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება.
1.22 გზავნილის ჩაბარების სტატუსი შეიცავს
-სტატუსი ჩაბარდა
-ჩაბარების თარიღი
-ჩამბარებლის სახელი და გვარი;
-ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია)
-ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა.
-კურიერის სახელი და გვარი
1.23 გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი შეიცავს:
- სტატუსი ჩაუბარებელი;
- ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი
- არასწორი ან არასრული მისამართი
- უარი განაცხადა ჩაბარებაზე მიეთითება პირის სტატუსი, სახელი და გვარი) აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე
- ჩაუბარებლობის კომენტარი კურიერის სახელი და გვარი
1.24 პირველადი, განმეორებითი და ყველა შემდეგი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ასახვა განხორციელდება ელექტრონულ სისტემაში;
1.25 უკან დაბრუნებამდე არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში, ხოლო ადგილობრივი გზავნილის გადამისამართება საქართველოს მასშტაბით მოხდეს უფასოდ.
1.26 საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება). საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი/ამანათი დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის/ამანათის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
1.27 მომწოდებლის მხრიდან კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
1.28 მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც.

2. ანგარიშსწორება:

2.1 მომსახურების ანაზღაურება
მოხდება ეროვნულ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით.
2.2 შემსრულებელი ასანაზღაურებელ თანხას წამოადგენს ყოველდღიურად, სადაც მითითებული იქნება: სერვის ცენტრის და ორგანიზაციის დასახელება, რეესტრის ნომერი და თარიღი, გაგზავნილი წერილების ნომრები, მიმღების სახელი და გვარი (ორგანიზაციის დასახელება), მისამართი, ბარკოდი, წონა, გზავნილების რაოდენობა და თანხა. ყველა რეესტრი დამოწმებული იქნება ხელმოწერითა და ბეჭდით.
2.3 თვის ბოლოს მომზადდება მიღება-ჩაბარების აქტი როგორც ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ- ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან დაერთვება გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას დააფიქსირებს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
2.4 ხელშეკრულების მიმდინარეობისას შესაძლებელია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურება არ იყოს სრულად გამოყენებული ან/და მოხდეს გადაჭარბებით გამოყენება (რისი დაბალანსებაც მოხდეს სხვა გამოუყენებელი მომსახურებიდან), რამაც არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა და მომსახურების განხორციელების შეზღუდვა. აღნიშნული რაოდენობების ზედამხედველობა განხორციელდება მხარეების მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. აღნიშნული ცვლილება არ განიხილება როგორც ხელშეკრულების პირობების ცვლილება.
3. საფოსტო მომსახურების ელექტრონული პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები:
3.1 მომწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა თავსებადი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ პროგრამასთან. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით 10 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს პროგრამულ უზრუნველყოფაში ყველა აუცილებელი ცვლილების შეტანა, რათა შესაძლებელი იყოს გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა. აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია
მხოლოდ დამკვეთთან შეთანხმებით.
3.2 მომწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემაში შესაძლებელი იქნება შემდეგი ოპერაციების ელექტრონულად განხორციელება:

- გზავნილის რეგისტრაცია
- გზავნილის გაუქმება რეესტრის შექმნა
- რეესტრში წერილების დამატება
- რეესტრიდან წერილების ამოღება
- რეესტრის დასრულება
- გზავნილის კონვერტაციის თანადროული ასახვა მიმწოდებლის პროგრამაში ყველა
იდენტიფიკატორის შენარჩუნებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ვადა არის 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების არეალი - საქართველო, ასევე ფასების ცხრილში მითითებული ქვეყნები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება.

2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც პრეტედენტი დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ფაქტს.

3.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR და ა.შ.) წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

1. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2. ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული შესასრულებელი მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ ქვეკონტრაქტორზე გადაცემა დაუშვებელია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის ნაკლები შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ექსპერტიზის დასკვნით, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ინვოისით ან ხელშეკრულებით და მიღება ჩაბარების აქტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში ეტაპობრივად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვეს, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტარიელ მეტრეველი, 551199978, metrevelitariel@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

4.2023 წლის 03 თებერვლის ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ ხარჯთაღიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით/თანახმად" - პრეტენდენტებმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა - ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით;

5. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;

7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;

9. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;

10. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ. ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით.
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს ელექტრონული ხელმოწერით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru