Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68816173)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Archives of Georgia
Номер конкурса: 68816173
Дата публикации: 25-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021298
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2025 19:11
Начало приема предложения 02.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 145`361.82 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`454.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: geno matitaishvili :: 14.11.2025 11:44
  • Последнее исправление: geno matitaishvili :: 25.11.2025 19:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655316&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1.პრეისკურანტის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) რედაქტირება დაუშვებელია;
1.2.2. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel–ის ფორმატში;
1.2.3.შესყიდვის ობიექტის აღწერილობა და მოცულობა განსაზღვრულია პრეისკურატით. იხ. პრეისკურანტი;
1.2.4.მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის/ების დეტალური აღწერა და მათი ღირებულებები.
1.2.5.მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეში. თუ მომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან/და დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს, დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს.
1.2.6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის განსაფასებელ პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ღირებულებას.
1.2.7. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს ყველა დასახელების მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილზე და საცხებ-საპოხ მასალაზე.
1.2.8. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
1.2.9. პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.10. განსაფასებელ ცხრილში მითითებული მომსახურების ფასები უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც;
1.2.11. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის („-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
1.2.12. მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უნდა იყოს ახალი, ქარხნული დეტალი. გამონაკლისი პირობები შეიძლება განისაზღვროს შემსყიდველის მოთხოვნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეში. თუ მომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან/და დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს, დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში მდებარე მიმწოდებლის ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრები.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, შეკეთებულ ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს:
*ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება) იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვისში.
*გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
*გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
*ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სავალი ნაწილები - 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სათუნუქე - სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 1 წელი.
* მექანიზმები - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* ელექტრო სამუშაოები - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* ელექტრო დეტალები - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* დანარჩენი აღდგენითი და სხვა მომსახურეობა - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
* სხვა დანარჩენი ა/სათადარიგო ნაწილები - არანაკლებ 1 წელი ან 60 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).
1.7.1.2.პრეტენდეტმა, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს წერილობითი დასტური ზემოხსენებულ საგარანტიო პირობაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023, 2024 და 2025 ცალ-ცალკე წლებში მსუბუქი ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სფეროში გამოცდილება.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი გამოცდილების არსებობის დასტურად, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი იქნება, იურიდიულ პირთან ან/და ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულებები, მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სახით ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურები ან სასაქონლო ზედნადებები).

თუ პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური გამოცდილების დასტურად წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიშფაქტურები ან სასაქონლო ზედნადებები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო, მითითებულ უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში ჯეროვნად შეასრულა აღებული ვალდებულებები.

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) დადებითი რეკომენდაცია, 2023 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე გაწეული ანალოგიური (მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება) მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს მითითებას შესრულებულ ხელშეკრულებაზე და ინფორმაციას ამავე ხელშეკრულების ფარგლებში თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს სსიპ -საქართველოს ეროვნული არქივისთვის, არაუადრეს 2025 წლის 01 ნოემბრისა.

შესრულებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც გაიცა რეკომენდაციამ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტედენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს - ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) მოქმედი მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრ(ებ)ის (ქ. თბილისში და ქუთაისშიც) ადგილმდებარეობ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.3.1.2. თბილისში და ქუთაისში მინიმუმ თითო-თითო სერვის ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, კერძოდ, სერვის-ცენტრში დამონტაჟებული უნდა იყოს ავტომანქანების ამწევი დანადგარი არანაკლებ 4 (2 ტონიანი) ცალი; საბურავების ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი, არანაკლებ 1 ცალი; „აპორნი“ დისკების გაჩარხვის აპარატი - 1 ცალი; დისკების გასასწორებელი აპარატი - 1 ცალი; ელ-შედუღების აპარატი - 1 ცალი; თუნუქის გასასწორებელი და სამღებრო დანადგარები - 2 ცალი; ჰიდრავლიკური წნეხი - 1 ცალი; ძრავის ამოსაღები ამწე - 1 ცალი; ავტომანქანის კონდიციონერის ფრეონით დატუმბვის აპარატი - 1 ცალი; შეზეთვის მოწყობილობა.
2.3.1.3. პრეტენდეტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრის მისამართი/ები და სერვის ცენტრის/ების აღჭურვილობის ჩამონათვალი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
2.9.1.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული/განახლებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით;
2.9.2.ფასების ცხრილი/ პრეისკურანტი (1.3 პუნქტის შესაბამისად), Excel-ის ფორმატში.
2.9.3. თანხმობა საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით (1.7.1 პუნქტის შესაბამისად).
2.9.4.გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (2.2.1 პუნქტის შესაბამისად);
2.9.5. სერვის–ცენტრების მისამართები და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია (2.3.1 პუნქტის შესაბამისად).
2.9.6. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) დადებითი რეკომენდაცია, 2023 წლიდან ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე გაწეული ანალოგიური (მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურება) მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს მითითებას შესრულებულ ხელშეკრულებაზე და ინფორმაციას ამავე ხელშეკრულების ფარგლებში თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და ჯეროვნად შეასრულა მიმწოდებელმა (პრეტენდენტმა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს სსიპ -საქართველოს ეროვნული არქივისთვის, არაუადრეს 2025 წლის 01 ნოემბრისა. შესრულებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც გაიცა რეკომენდაციამ წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი (პრეისკურანტის ჯამური ღირებულება) 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესარულების შესაძლებლობას. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის (მათ შორის შუალედური) და შემსყიდველის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ანგარიშფაქტურის დადასტურების საფუძველზე.
7.2.2.მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) მხარეთა შორის გაფორმდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი დადებითი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან აკიშბაია, 599855009, lakishbaia@archives.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru