Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68816117)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit legal entity Tbilisi Development Fund
Номер конкурса: 68816117
Дата публикации: 25-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021248
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2025 16:25
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 100`920.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: guram grigalava :: 24.11.2025 15:47
  • Последнее исправление: guram grigalava :: 25.11.2025 16:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656882&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (იხ. პრეისკურანტი დანართი N1).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ბალანსზე რიცხული HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ088YY; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ808YY; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით CG766CG; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ480CC; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ481CC; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ482CC; HYUNDAI IONIQ სახ. ნომრით ZZ483CC; HYUNDAI ELANTRA სახ. ნომრით NW808WN და KIA SPORTAGE სახ. ნომრით PB808BP ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად. შემსყიდველის კონკრეტული მოთხოვნიდან მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღეში.
ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტრობისათვის არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის არაუმეტეს 5 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა 13 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 30 კალენდარულ დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.4 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგი რიცხვით გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც 2022 წლის 01 იანვრიდან გაუწია ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის პერიოდი, ხელშეკრულების ნომერი და შესრულდა თუ არა პირნათლად მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სარეკომენდაციო წერილი უნდა იყოს სახელემწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ბლანკზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული.
2.2.1.2. სავალდებულო არ არის წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილებით განსაზღვრული ხელშეკრულებების მიწოდების ან მოქმედების ვადები იყოს დასრულებული ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის "შერჩევა/შეფასება" მინიჭების მომენტში.
2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი: ქ. თბილისში, სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობაში.
სერვის-ცენტრის საკუთრებაში ფლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ სერვისცენტრში უნდა გააჩნდეს:
- ავტომანქანის არანაკლებ 10 ამწე (მინიმუმ 3 ტონიანი) ერთ სივრცეში - ერთ სერვის-ცენტრში.
- ასევე სერვის ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს:
- საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარით;
- თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარით;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობით;
- საყრდენი დისკოს (დისკოს მოუხსნელად, ადგილზე) გასაჩარხი მოწყობილობით;
- ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატით;
- ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატით;
- ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყაროთი (გენერატორი);
- სერვისცენტრში სამუშაო ფართობი უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
- გამონაბოლქვის ტოქსიკურობის (CO-ს) შემოწმების აპარატი.
- სერვისცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ძრავის დიაგნოსტიკა და კაპიტალური შეკეთება, გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.


2.3.1.3 მიმწოდებელს სერვისცენტრში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ თითოეულ ავტომანქანის მოდელზე უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი, რომელშიც უნდა შედიოდეს მინიმუმ შემდეგი ნაწილები:
- წინა და უკანა ხუნდები;
- ჰაერის ფილტრი;
- საწვავის ფილტრი;
- წინა ბერკეტის მილისა (გიტარის ვტულკები); წევის დაბოლოება (ნაკანეჩნიკი);
- ჰიდრავლიკის ზეთი;
- მინის საწმენდი ჩოთქები;
- განივი მდგრადობის სტაბილიზაციის რეზინები (სტაბილიზატორის რეზინები), ანთების სანთლები.
2.3.1.4 მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სერვის-ცენტრში ვიდეო-კამერები (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) ან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

- მიმწოდებლის სერვისცენტრ(ებ)ი უნდა ფუნქციონირებდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა).

- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი ქარხნული წარმოების მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, ახალი სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და რეკომენდირებული უნდა იყოს შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შეცვლილი ხუნდები არ უნდა გამოსცემდეს რაიმე ტიპის ხმას. ხმის გამოცემის შემთხვევაში იგი დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს ახალი ხუნდებით მიმწოდებლის ხარჯებით.

შენიშვნა: შემსყიდველის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია მეორადი სათადარიგო ნაწილების გამოყენება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

- ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა.

- შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების ვადის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლის იმ სერვის ცენტრში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა (შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა), რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

- მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუატორის მომსახურება ქალაქ თბილისის მასშტაბით.

- პრეტენდენტი უშუალოდ უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ანგარიშფაქტურა, რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში/პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში/პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვაში/პრეისკურანტში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად,უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გურამ გრიგალავა, 577182270, gukagrigalava@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, აღნიშნული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში. ასევე საქონლის და მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

10.1.3 იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0", ხოლო იმ პოზიციებზე სადაც მითითებულია აღნიშვნა „*" იგულისხმება, რომ შემსყიდველის მიერ საქონელი ან/და მომსახურება არ მოითხოვება.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.

10.1.5 პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობისას დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.7 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) ღირებულებას ისე მის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.
10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა პრეისკურანტი Excel-ის ფაილი) სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.10 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.



10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით.
10.2.2 ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 ინფორმაცია საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4 სარეკომენდაციო წერილები, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru