შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 84 (ოთხმოცდაოთხი) ერთეული
ავტოსატრანსპორტო საშუალების სანავიგაციო სისტემის პროგრამული
მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა, მათ შორის შემსყიდველის
საკუთრებაში არსებული 84 (ოთხმოცდაოთხი) ერთეული საწვავის დონის
სენსორის Epsilon ES2-ES4 და Escort TD BLE თავსებადი GPS მოწყობილობის პროგრამული
მომსახურება.
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ ან/და ახალი
მოწყობილობისა და საწვავის სენსორის მონტაჟი.
სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა
1. სერვერული პ.უ. უნდა მუშაობდეს თავისუფლად გავრცელებად LINUX – ის 64 ბიტიან
ოპერაციულ სისტემასთან.
2. სერვერული პ.უ. უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სახის GPS მოწყობილობის
მხარდაჭერა პროგრამულ დონეზე. მხარდაჭერილი უნდა იყოს მინიმუმ 50
ყველაზე გავრცელებული GPS ტერმინალი.
3. სერვერული პ.უ. უნდა მუშაობდეს მინიმუმ 10 სახის ონლაინ ციფრულ რუკებთან.
ამავდროულად, სერვერზე, ლოკალურად უნდა იყოს განთავსებული
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების დეტალური ციფრული რუკა რომლის
საშუალებითაც შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქების, ქუჩებისა და
შენობა-ნაგებობების ნუმერაციის ძებნა. რუკაზე მინიშნებით სისტემამ
უნდა მოიძიოს დასახლებული პუნქტის დასახელება და მისამართი.
4. სერვერული პ.უ. უნდა იძლეოდეს საშუალებას GPS მოწყობილობებისთვის
მომხმარებლისთვის გახსნილი მონიტორინგის სისტემის ვებ გვერდიდან GPRS და
SMS-ის საშუალებით გაიგზავნოს სხვადასხვა სახის ბრძანებები. ამავდროულად
სისტემაში უნდა ისახებოდეს პასუხები გაგზავნილ შეტყობინებებზე.
5. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აძლევდეს მომხმარებელს საშუალებას
შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით
მოახდინოს 30000 სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები
ხელმისაწდომი უნდა იყოს თარიღის, ობიექტებისა და ობექტების სხვადასხვა
ჯგუფების მიხედვით.
ანგარიშებს უნდა ერთვოდეს შესაბამისი გრაფიკები.
6. მხარდაჭერილი უნდა იყოს ანგარიშების ექსპორტი მინიმუმ ხუთ
სხვადასხვა ფორმატში (HTML, PDF, Exeel, XML, CSV).
7. სერვერული პ.უ. მხარდაჭერილი უნდა იყოს შეტყობინებების სერვისი.
შეტყობინებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მონიტორინგის
სისტემაში,(pop-up window) ასევე ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით
მობ.ტელეფონზე.
8. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი
კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე
უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად, სისტემაში
წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე
პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ
განისაზღვროს წვდომის სხვადასხვა დონე განსხვავებული უფლებების
მქონე პირებისთვის.
9. მონიტორინგის პ.უ. მხარდაჭერილი უნდა იყოს ისეთი ფუნქცია, როგორიცაა
ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ამავდროულად, ერთი
და იგივე ობიექტის განთავსება უნდა შეიძლებოდეს სხვადასხვა თემატურ
ჯგუფებში შეზღუდვების გარეშე.
10. სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს პროგრამული
მოდულების განახლებისა და დამატების შესაძლებლობა.
11. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ
4 წლის განმავლობაში.
12. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას. აპლიკაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ანდროიდისა და iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტერმინალებისთვის.
13. მხარდაჭერილი უნდა იყოს SDK(Software Development Kit)-ს ფუნქციონალი, რომლის
საშუალებითაც სისტემის მომხმარებელს მიეცემა საშუალება შექმნას
საკუთარი პროგრამული გადაწყვეტილებები. SDK-ს დეტალური დოკუმენტაცია
ხელმისაწვდომი უნდა იყოს დამკვეთი ორგანიზაციის
დეველოპერებისთვის.
14. მონიტორინგის პროგრამულ უზრუნველყოფასა და GPS ტერმინალებს უნდა
ჰქონდეთ საშუალება გააანალიზონ და მარტივად აღსაქმელი
ფორმით(ცხრილები, გრაფიკები) ასახონ მონიტორინგის სისტემაში ჩართული
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხასიათის პარამეტრები(Eco_Driving),
გათვალისწინებული უნდა იყოს მკვეთრი აჩქარება, მკვეთრი დამუხრიჭების
მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სიჩქარეები. აღნიშნული მონაცემები
უნდა აისახებოდეს გრაფიკების სახითაც.
მომსახურების პირობები:
1. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
ხორციელდებოდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში(24/7);
2. GPS მონიტორინგის განხორციელება ”ონლაინ” ვებ სერვერის საშუალებით.
მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული
კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის
გამოყენებით;
3. მომსახურების რეგიონალური ფილიალი და ტექნიკური მომსახურების
პერსონალი აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო
საშუალებით მყისი რეაგირებისთვის;
4. შესაძლებელი უნდა იყოს განხორციელდეს დამკვეთი ორგანიზაციის
თანამშრომლებისა და მძღოლების იდენტიფიკაცია. მონიტორინგის სისტემა
უნდა ასახავდეს მიმდინარე მომენტში საჭესთან მყოფი პიროვნების სახელს,
გვარს და მის ფოტოსურათს. რეპორტების გენერირება შესაძლებელი უნდა
იყოს როგორც მანქანების, ასევე მძღოლების მიხედვით. ამავდროულად, თუ
საჭესთან მყოფმა პირმა არ მოახდინა თავისი სამსახურეობრივი ბარათის
საშუალებით იდენტიფიკაცია, ავტომობილის სალონში უნდა აქტიურდებოდეს
ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა ჩერდებოდეს მხოლოდ იდენტოფიკაციის
პროცედურის გავლის შემდგომ. იდენტიფიკაცია მოითხოვს დამატებითი
მოწყობილობების ინსტალაციას;
5. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხმოვანი
სიგნალის საშუალებით განხორციელდება მძღოლის გაფრთხილება სიჩქარის
გადაჭარბების შესახებ.
შესაძლებელი უნდა იყოს განისაზღროს სხვადასხვა დასაშვები სიჩქარის
ლიმიტი დასახლებული პუნქტებისათვის და მაგისტრალებისთვის.
გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უნდა მოქმედებდეს მანამ, სანამ
სიჩქარის პარამეტრები არ დაბრუნდება დასაშვები ნორმის ფარგლებში.
ამავდროულად, შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა სახის და ფუნქციის
სატრანსპორტო საშუალებებზე ინდივიდუალურად დაწესდეს დასაშვები
სიჩქარის პარამეტრები;
6. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი
სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო
საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში;
7. მონოტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების თვალთვალი
როგორც ჯგუფების, ასევე საერთო ჩამონათვალის(ყველა ობიექტის ან
შერჩევით) საშუალებით;
8. მინიმუმ ხუთი სახის განახლებადი ციფრული რუკები;
9. ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა
დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში, თუ სატრანსპორტო
საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან;
10. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები(განვლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა)
ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში;
11. სტატისტიკური მონაცემების მიღება როგორც ცალკეულ სატრანსპორტო
საშუალებებზე, ასევე მათი ჯგუფების მიხედვით;
12. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემა ასახავს დარღვევას
როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე სტატისტიკურ
მონაცემებში;
13. სატრანსპორტო საშუალებების ავზში საწვავის მონიტორინგი უნდა
განხორციელდეს დამატებითი ციფრული საწვავის სენსორის საშუალებით.
მონიტორინგის სისტემაში უნდა ისახებოდეს საწვავის მიმდინარე და
საანგარიშო პერიოდის საწყისი და საბოლოო დონე. ინფორმაცია უნდა
ისახებოდეს როგორც რეპორტების, ასევე გრაფიკების სახით. ასევე
მონიტორინგის სისტემაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შევსებული
მოხმარებული საწვავის რეპორტები. საწვავის ამოსხმის შემთხვევაში უნდა
ფიქსირდებოდეს მისი სიდიდე და გეოგრაფიული ლოკაცია.