1.2.1 დარბაზი - ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროს
საკონფერენციო სივრცე (გახმოვანებითა და სრული ტექნიკური
მხარდაჭერით). დარბაზს უნდა გააჩნდეს კონდიცირება და სივრცე სცენის
მოსაწყობად. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 200 პირის
განთავსება თეატრალური წყობით. დაჯილდოების ადგილი და განლაგება (მათ
შორის ეკრანის, სცენის) წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
შენიშვნა: დაჯილდოების ღონისძიება უნდა მიმდინარეობდეს
შემსყიდველთან შეთანხმებული სპეციალური მუსიკალური ფონითა და
გამოსახულებით.
1.2.2. ფურშეტი 200 პერსონისთვის სასმელი: ღვინო(არანაკლებ ორი სხვადასხვა
სახეობის), შუშხუნა ღვინო, ხილის წვენი არანაკლებ ორი სხვადასხვა
სახეობის, მინერალური წყალი. მენიუ: კანაპე ჰოლანდიური ყველით;
კანაპე ისპანახის, მჭადის კალათაში;
კანაპე ბადრიჯანის, მჭადის კალათაში;
კანაპე კაპრეზე ჩხირზე;
სალათი ცეზარი ქათმით;
ცომეულობა
მინი ნახ. ფენოვანი ხაჭაპური;
მინი ლობიანი ნახ. ფენოვან ცომში;
სენდვიჩი და ბურგერი;
მინი ქლაბ სენდვიჩი;
მინი კრუასანი ქათმის ხორცით; მინი კრუასანი სალიამით და ყველით; ქათმის
ფილეს ბარბექიუ სეზამით; დესერტი: მინი ორცხობილა - ასორტი ; მინი შუ; მინი
ხილის ტარტი; მინი შოკოლადის კრუასანი; ხილის ასორტი ჩხირზე. შენიშვნა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 30 ცალი მაღალი კოქტეილის მაგიდის,
ზედაპირის დიამეტრი არანაკლებ 0.5 მ. განთავსება ფურშეტის სივრცეში.
ფურშეტი უნდა მოეწყოს იმავე სასტუმროს სხვა სივრცეში ფონური კლასიკური
მუსიკის ცოცხალი შესრულების თანხლებით.
1.2.3. სცენის ფერმის კონსტრუქცია - განათების ფერმის კონსტრუქცია - ფერმის
კონსტრუქცია ე.წ. ,,პეს ფორმის სიგანე 7 მ X სიმაღლე არანაკლებ 6მ.
1.2.4. ქორეოგრაფის მომსახურება - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველთან შეთანხმებით ქორეოგრაფის მოწვევა, სპორტული თემატიკის,
იმპროვიზაციული ნომრების დასადგმელად, შემსყიდველის მიერ მიწოდებული
სცენოგრაფიის შესაბამისად. ქორეოგრაფისთვის ჰონორარის გადახდა
არანაკლებ 2000 (ორი ათასი) ლარისა, საქ.კანონმდებლობით გათვალისწინებული
გადასახდელების ჩათვლით.
1.2.5. განათება (განათების რეჟისორის მომსახურებით) - ღონისძიებაზე
მოტრიალე თავები (ბიმები და ვოშები) , განათების სამართავი პულტით.
მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ღონისძიების ყველა
სივრცის, მათ შორის, იმპროვიზაციული ნომრების, სცენის, ხალიჩის, და ა.შ.
ეფექტური განათება განათების რეჟისორის მომსახურებით.
1.2.6. ღონისძიების წამყვანი - პროფესიონალი წამყვანების მიერ ღონისძიების
გახსნის, დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიის წაყვანა შემაყიდველთან
შეთანხმებით მოწვეული წამყვანებით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
წამყვანების შესაბამისი ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა,
ხანგრძლივობა 90 წთ.
1.2.7.ლედ ეკრანის მოწყობა - დაჯილდოების ცერემონიისთვის მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ლედ ეკრანის (3 მ. სიმაღლე X 7მ. სიგანე) განთავსება და
შემსყიდველის მიერ მიწოდებული ვიდეორგოლის გაშვება (კომპლექტში უნდა
შედიოდეს ვიდეო პროცესორი და ლეპტოპი, ტექნიკური პერსონალის
მომსახურებით მონტაჟი, დემონტაჟი და ტრანსპორტირება). შენიშვნა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული
წარმატებული სპორტსმენების ფოტო/ვიდეო მასალის აწყობა და გაშვება
ღონისძიების სცენარისა და ნომინაციების შესაბამისად. ვიდეო მოიცავს: 1
წთ.მდე ქრონომეტრაჟის ვიდეოს ყოველ ნომინანტზე, ასევე ვიდეოს ქუდს,
გადასვლებს, დასრულების ვიზუალს და აქვს მუსიკალური
გაფორმება/მუსიკალური ფონი.
1.2.8. ვაუჩერი - ნომინანტებისთვის გადასაცემად სპორტული ბრენდული
მაღაზიის სასაჩუქრე 48000 (ორმოცდარვა ათასი) ლარის ღირებულების
ვაუჩერების მოწოდება(თითოეული ვაუჩერის რაოდენობას და ღირებულებას
განსაზღვრას შემსყიდველი).მოწოდებული ვაუჩერის განაღდება ქ. ბათუმის
ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს სპორტული ბრენდის არანაკლებ 2
ოფიციალურ წარმომადგენელთან. განაღდების პერიოდი მოწოდებიდან
არანაკლებ 6 თვე.
1.2.9.სპეციალური პრიზი - ნომინანტებისთვის გადასაცემად მაღალი ხარისხის
მინის და მარმარილოს კომბინაციით შექმნილი სასაჩუქრე ჯილდო
გრავირებით, სადგამის სიმაღლე არანაკლებ 7 სმ. ჯილდოს სიმაღლე არანაკლებ
25 სმ. დიამეტრი არანაკლებ 23 სმ. ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან
შეთანხმებით.
1.2.10.სიგელი ჩარჩოთი - ნომინანტებისთვის გადასაცემად A3 ფორმატის სიგელი
მინით დაფარული, მაღალი ხარისხის ჩარჩოთი. ტექსტი და დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.11. ვიდეო - ღონისძების დასრულების შემდგომ შემსყიდველს უნდა მიაწოდოს
დაჯილდოების ცერემონიის კადრებით შექმნილი ვიდეო, ქრონომეტრაჟი
არანაკლებ 1 წთ-ისა.
1.2.12. ფოტო გადაღება - ღონისძიების გახსნის, დაჯილდოებისა და დახურვის
ცერემონიის ფოტო გადაღება. ღონისძიების დასრულების შემდგომ
შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ჯამში არანაკლებ 50 დამუშავებული ფოტო.
1.2.13.სცენის მოწყობა - დაჯილდოების ცერემონიისთვის 7მ.X5მ , პლატფორმის
სიმაღლე არანაკლებ 50სმ-ისა, იატაკის საფარის მოწყობა, ერთ საფეხურიანი
კიბით. სცენის ფერი და საფარი შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.14. სასაჩუქრე მუყაოს პარკი- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასაჩუქრე
მუყაოს პარკის მოწოდება შემსყიდველთან შეთანხმებით, ზედაპირის
დაფარვა: პრიალა, გამოყენებული მასალა: 210 გ/მ2 ბრისტოლის ქაღალდი, ფორმა:
ამოჭრილი ყურით, ზომება : 40*30 სმ. დატანებულ უნდა იქნას დეპარტამენტის
ლოგო.
1.2.15.მოსაწვევები - ბრენდირებული მოსაწვევის კონვერტით დამზადება და
დარიგება (მოსაწვევის დიზაინი და ტექსტი წინასწარ უნდა იქნეს
შეთანხმებული შემსყიდველთან.
1.2.16.ფოტოსტენდი - იმიტირებული სპორტული პედესტალით, სპორტული თემატიკის
ფოტოსტიკერებით გაფორმებული, ზომები და დიზაინი უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან. უნდა მოხდესფოტო სტენდის ამონათება და ინდივიდუალური
განათება.
1.2.17.მაგიდის მოწყობა ბრენდირებული საფარით ჯილდოების განსათავსებლად -
სტანდარტული მაგიდა ჯილდოების განსათავსებლად, ზომა და საფარი
შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.18. ცერემონიის დამხმარე პერსონალი - შემსყიდველთან შეთანხმებით
ცერემონიისთვის 5 პირის შერჩევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ
სცენაზე ჯილდოსა და თაიგულის გადაცემის ცერემონიაში, გადანაწილდებიან
წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე კონკრეტული ტექნიკური დავალებების
შესასრულებლად. მათ შორის: სტუმრების დახვედრა-განთავსების
უზრუნველყოფა, დაჯილდოების მსველობის დროს სხვადასხვა სახის
დავალებების შესრულება.
1.2.19.მუსიკალური გაფორმება - მუსიკალური ჯგუფის მიერ ერთი ქართული
სიმღერის შესრულება.რეპერტუარი შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.20.თაიგული- ყვავილების კომპოზიცია შემსყიდველთან შეთანხმებით.
შენიშვნა: მიმწოდებელი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს
ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მომსახურების/საქონელის სრული ოდენობა.
ანგარშსწორება განხორცილდება ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების/მოწოდებული საქონელის ოდენობის შესაბამისად.