Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #68786832)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 68786832
Дата публикации: 25-11-2025
Сумма контракта: 28 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021207
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2025 11:20
Начало приема предложения 01.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 28`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90920000 - Услуги по санации оборудования
  • 90921000 - Услуги по дезинфекции и дезинсекции
  • 90923000 - Услуги по дератизации
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შენობა-ნაგებობების სანიტარიული მომსახურების (CPV 90920000), დეზინფექციასთან, დეზინსექციასთან (CPV 90921000) და დერატიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების (CPV 90923000) სახელმწიფო შესყიდვა.
2026-2027 წლები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 115.00 GEL
Размер гарантии 288 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chakhava :: 19.11.2025 16:19
  • Последнее исправление: teimuraz chichua :: 25.11.2025 11:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656122&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შენობა-ნაგებობების სანიტარიული მომსახურების (CPV 90920000), დეზინფექციასთან, დეზინსექციასთან (CPV 90921000) და დერატიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების (CPV 90923000) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი (გასაწევი მომსახურება) მოიცავს: შენობა-ნაგებობის სანიტარულ მომსახურებას, დერატიზაციას, დეზინსექციას, დეზინფექციას, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მეთოდიკისა და ინსტრუქციების მიხედვით (არსებობის შემთხვევაში).
1.2.2. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ და გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს (არსებობის შემთხვევაში).
1.2.3. მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ქიმიური საშუალებები უნდა შეესაბამებოდნენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უნდა აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე მიმწოდებელმა არ უნდა გამოიყენოს მწვავე (მძაფრი) სუნის ან ადამიანისათვის სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებები. გამოყენებული ქიმიური საშუალებები არ უნდა აყენებდეს ზიანს შენობა-ნაგებობას/მასში განთავსებულ მატერიალურ მოძრავ ქონებას.
1.2.4. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებების ხარისხის და წარმოშობის შესახებ დოკუმენტაცია. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ გამოყოფილი კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის თანდასწრებით გახსნას პრეპარატ(ებ)ი, რითაც უნდა დამუშავდეს ობიექტი.
1.2.5. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიწოდებული მომსახურების ხარისხზე და შედეგებზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული კონკრეტული მომსახურება აღმოჩნდება უშედეგო მიმწოდებელი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დერატიზაცია ან/და დეზინსექცია ან/და დეზინფექცია, საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
1.2.6. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება და რაოდენობა (მოცულობა) და მომსახურების გაწევის ჯერადობა მოცემულია დანართ #1-ში ""ტექნიკური დავალება-ფასების ცხრილი"". ამასთან შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული სრულად აითვისოს დანართში მითითებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა.
შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №1 ""ტექნიკური დავალება-ფასების ცხრილი"" წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2026 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) - 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. მომსახურეობის გაწევის კონკრეტული დრო მიმწოდებელმა უნდა შეუთანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის სასახლე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, ერთ რომელიმე კონკრეტულ წელს ან ერთობლივად რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 15,000.00 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს "ა" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ "ა" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია "ბ" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).
2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია, გაცემული სხვა ორგანიზაციის (მათ შორის სხვა შემსყიდველი ორგანიზაციის) მიერ*, 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გაწევის შესახებ.
რეკომენდაციას თან უნდა ერთოდეს დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ: შესაბამისი ხელშეკრულება და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციაში მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის სხვა უნიკალური ნომერი, მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არაა.
რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს კონკრეტულად აღნიშნული ტენდერისთვის (რეკომენდაცია კონკრეტულად მოცემული ტენდერისთვის ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაცემულია მოცემულ ტენდერში სტატუსის - "ტენდერი გამოცხადებულია"-ს მინიჭების შემდგომ პერიოდში).
*შენიშვნა: რეკომენდაციის წარმოდგენის დროს პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ არ განიხილება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენის შემთხვევაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეიმურაზ ჩიჩუა, 599700079, tchichua@parliament.ge ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით: ზურაბ ჩხარტიშვილი M: 577212334, zchkhartishvili@parliament.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 "ტექნიკური დავალება-ფასების ცხრილი". პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru