თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტტეო კლინიკის
პაციენტების კვების მომსახურება.
მომსახურების გაწევის წესი:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს სურსათის ეროვნული
სააგენტოს სურსათის ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა;
2. მიმწოდებლის მიერ მიწოდებული კერძები უნდა იყოს საკვებად ვარგისი და
ჯანმრთელობისთვის უვნებელი (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). აღნიშნული პირობების დარღვევის
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება,
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
3. მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მოწოდებული კერძები და კვების
პროდუქტები თავის გემოვნური თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს
შესაბამის სტანდარტებს, უნდა იყოს საკვებად ვარგისი და
ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს
საქრთველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
4. სავალდებულოა პირველადი დოკუმენტაციის არსებობა კვების ობიექტებში
სურსათის შესყიდვის შესახებ, რითაც დადასტურდება სურსათის მიღება
ქვეყანაში არსებული ნორმებით (წარმოშობის ან/და შესაბამისობის
სერტიფიკატები, ხორცი და ხორცის პროდუქტების ვარგისიანობის
დამადასტურებელი ცნობები);
5. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება;
6. საკვები უნდა მზადდებოდეს სანიტარული წესების სრული დაცვით
(საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგინელება);
7. საკვების მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ინდივიდუალური (პორციული)
შეფუთვით, სრული ინდივიდუალური აღჭურვილობით (კოვზი, ჩანგალი, ჭიქა,
ხელსახოცი და ა.შ.) და მიტანის სერვისით, ტემპერატურული რეჟიმისა და სხვა
სანიტარული წესების მოთხოვნების დაცვით;
8. მომსახურება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან,
არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღეში ოთხჯერ, პრეისკურანტში
(დანართი 1) და ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების დაცვით;
9. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ოთხჯერადი კვების რაციონით
უზრუნველყოფა ყოველდღიურად, დღეში ოთხჯერ, შემსყიდველის მიერ
მოთხოვნილ საათებში და მითითებული რაოდენობების მიხედვით, წინასწარ
შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
10. შემსყიდველის მიერ შეტყობინება განხორციელდება ელექტრონულად ან
სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, მიმწოდებლის ოფიციალურ ელ.ფოსტის
მისამართზე ან სატელეფონო ნომერზე;
11. მიმწოდებელმა მომსახურება უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ჭურჭლით და
ინვენტარით.
12. თუ შეკვეთის შემდეგ მოხდა პაციენტების რაოდენობის ცვლილება,
შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნულის შესახებ
გონივრულ ვადაში;
13. მოწოდებული პროდუქტი უნდა იყოს GMO-ს გარეშე;
14. შემსყიდველი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს მოახდინოს
მომსახურების გაწევის პირობების ინსპექტირება.
შენიშვნა: პრეისკურანტის გარკვეულ პოზიციებზე, სადაც მითითებულია ორი
სახის საკვები (ან/ან) მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს, რომელიმე
ერთის ან ორივე საკვების ერთად, კლინიკაში იმ დროისთვის არსებული
პაციენტების ასაკისა და რაოდენობის შესაბამისად.
მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედი,
სტანდარტები და ნორმები.
სატენდერო წინადადების ფასი:
• გასაწევი მომსახურებისერთეულის ღირებულებები უნდა შეიცავდეს
მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
ყველა გადასახადს.
• გასაწევი მომსახურების ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ
ლარებში.
• ხელშეკრულების ღირებულების თანხა, რომელიც განსაზღვრული იქნება 150000.00
ლარის ოდენობით აღებულია შესაძლო გასაწევი მომსახურებების მიხედვით,
ხოლო ანაზღაურება "მიმწოდებელთან" განხორციელდება მის მიერ
ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების მიხედვით, შესაბამისად
ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის
ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება
"შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით
ვალდებულებებს.
აუცილებელი პირობა:
• პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების
ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში
• გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები პოზიციების
შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში
(დანართი #1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე
დაფიქსირებულ ფასებს. ერეთულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ
უნდა გადააჭარბოს 598,80 ლარს (დანართი #1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა
იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
• ფასის კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული
საბოლოო ფასიდან გამომდინარე საუკეთესო დაბალი ფასის მქონე
პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის
ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად ყველა პოზიციაზე,
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში დაფიქსირებულ
პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან
გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან თუ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში
დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების
ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი
ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს
მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.