მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.2.1 დასუფთავების მომსახურების განხორციელება ყოველდღიურად, ისეთი
გრაფიკით, რომ ხელი არ შეეშალოს მიმდინარე სამუშაო პროცესს.
1.2.2 მომსახურე პერსონალი დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო
გამოცდილების მქონე კადრებით და არ უნდა იყოს 17 პერსონაზე ნაკლები
მეეზოვისა და მენეჯერის ჩათვლით.
1.2.3 მომსახურების გაწევა საკუთარი საშუალებებით - დასუფთავებისათვის
საჭირო ინსტრუმენტებითა და აქსესუარებით (საჭიროების შემთხვევაში
უზრუნველყოს დასუფთავებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკის
მობილიზება). გამოყენებული სახარჯი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენილ
ნორმებს და არ იყოს ჯანმრთელობისათვის საზიანო. დაუშვებელია სველი
წერტილის დასასუფთავებლად გამოყენებული საწმენდი საშუალებებით
დასუფთავდეს სხვა ფართი.
•შენობის ყოველდღიური დალაგება მოიცავს შემდეგს :
1.2.4 შენობის მთლიანი ფართის გამოწმენდა/დალაგება;
1.2.5 ნაგვის ურნების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და
ნაგვის გატანა, ნაგვის ურნების დასუფთავდება ლაქებისა და
ჭუჭყისაგან.
1.2.6 შენობაში არსებული პარკეტის იატაკის შესაბამისი სითხით
დამუშავება;
1.2.7 შენობაში არსებული მარმარილოსა და მეტლახის ზედაპირის შესაბამისი
(ხსნარი) საშუალებით დამუშავება იატაკები უნდა დაიგავოს ყველდღიურად
და მოიწმინდოს სპეციალურ ხსნარში დასველებული ჩვრით, იატაკზე არ უნდა
იყოს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას
შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის
საჭირო ყველა საწმენდი საშუალება მათ შორის ანტიალერგიული საწმენდი და
სარეცხი საშუალებები.
1.2.8 დერეფნებისა და კიბის უჯრედების დასუფთავება – დაგვა. ლაქების და
ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება, მოაჯირების დასუფთავება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
1.2.9 შენობაში არსებული ავეჯის გაწმენდა შესაბამისი სითხით მტვერი უნდა
გაიწმინდოს ყოველ დღე, მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ნათითურები,
ლაქები და ა.შ. სკამზე და სავარძელზე არ უნდა იყოს მტვერი, დაღვრილი
ნივთიერებები, ლაქები, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და
შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა
საწმენდი საშუალება;
1.2.10 შუშების გენერალური გაწმენდა (შიგნიდან და გარედან) განხორციელდება
არანაკლებ თვეში ერთჯერ, მომსახურების განხორციელების ვადები
განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - მოთხოვნიდან
სამი კალენდარული დღის განმავლობაში.
1.2.11 შენობაში კედლების და ჭერის დასუფთავება შესაბამისი
საშუალებებით;
1.2.12 მომსახურების გაწევის პერიოდში მინიმუმ ორჯელ (მოთხოვნიდან
არაუგვიანეს სამ დღეში), ფარდების, ფარდა ჟალუზების და ხალიჩების
ქიმიური წმენდა და გარეცხვა.
1.2.12-1 თვეში ერთჯერ (ყოველი თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 რიცხვისა)
დარბაზის სკამების, ნაჭრის ზედაპირის ქიმიური წმენდა შესაბამისი
ორთქლის აპარატურით, ხის სახელურების გაწმენდა დამუშავება ხის
სპეციალური გამწმენდი საშუალებებითა და იატაკის (სკამების
განთავსების ადგილი) სპეციალური დამუშავება.
1.2.12-2 ყოველდღიურად მინიმუმ დღეში ორჯელ როგორც რეპეტიიცის საწყებამდე,
ასევე მიმდინარეობის პერიოდში სცენისა და კულისების
გაწმენდა-დასუფთავება, რაც მოიცავს მუდმივად მორიგე დამლაგებლის
ყოფნას ადგილზე, იატაკის სველი წესით დასუფთავებას (როგორც სპეციალური
მოძრავი ხის სცენის, ასევე ლინონიუმით დაფარული ზედაპირების) და
იმავდროულად გამშრალებას.
•შენობაში განთავსებული ლიფტების დასუფთავება მოიცავს შემდეგს:
1.2.13 ლიფტების ყოველდღიური დასუფთავება. ქრომის, უჟანგავი ლითონისა და
სარკეების ზედაპირებიდან ნათითურების, ხილული ლაქების მოცილება და
გაპრიალება. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
•შენობაში განთავსებული სველი წერტილების დალაგება მოიცავს
შემდეგს:
1.2.14 სველი წერტილების დალაგება, დასუფთავება უნდა განხორციელდეს
შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებით. სველი წერტილები უნდა
დალაგდეს ყოველდღიურად სადენზიფექციო ხსნარებით (იატაკის მოწმენდა,
კედლების გაწმენდა, უნიტაზის გაწმენდა, წყლის ნიჟარების გაწმენდა)
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში– 3 ჯერ, ნიჟარები იატაკები,
კედლები და სარკეები ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. არხები და საცობები
იატაკებზე უნდა გაიწმინდოს შესაბამისი მასალის გამოყენებით. ტუალეტში
არ უნდა იყოს საწმენდი მასალების და საპნის ნარჩენები, სასაპნეები და
ხელსაბანები უნდა იყოს სუფთა. პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული
და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა
საწმენდი საშუალება;ასევე მაყურებლეთა სველი წერტილების დასუფთავება
სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებებბის მსვლელობის დროს.
1.2.15 სველი წერტილების უზრუნველყოფა ხელსახოცით (Z ტიპის 100 % ცელულოზა, 2
ფენიანი უმაღლესი ხარისხი) შესაბამისი დისპენსერით და ტუალეტის
ქაღალდით (არანაკლებ 2 ფენიანი 100 % ცელულოზა უმაღლესი ხარისხი)
შესაბამისი დისპენსერით და შესაბამის დისპანსერში მოთავსებული
თხევადი საპნით, აირგამწმენდი საშუალებებით (დისპენსერების მონტაჟი
უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ სამუშაო
დღეში და დემონდაჟი მომსახურების გაწევის დასრულებიდან მინიმუმ ორ
სამუსაო დღეში).
1.2.16 შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების განხორციელება, კერძოდ:
სველი წერტილების დეზინფექცია - სველი წერტილები, თვეში არანაკლებ
ერთჯერ; დეზინსექცია - შემსყიდველთან შეთანხმებით, წლის განმავლობაში
არანაკლებ 2-ჯერ; დერატიზაცია - (სამუშაო ოთახები, სარდაფები,
საკუჭნაოები, დერეფანი, კიბის ტიხარი და სხვა დამხმარე სათავსოები),
წლის განმავლობაში არანაკლებ 2-ჯერ;
1.2.17 ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით) უზრუნველყოს თეატრის შენობაში
განთავსებული 10 ხელის სადეზინფექტიო დისპენსერების (მათ შორის ორი
მოძრავი დისპენსერი) და 3 ერთეული დეზობარიერის სადეზინფექციო სითხით
უზრუნველყოფა;
1.2.18 თეატრის ადმინისტრაციულ შენობაში 10 (ათი) ერთეული წყლის დისპენსერის
განთავსება და ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით) წყლითა და ჭიქებით
უზრუნველყოფა (ყოველდღიურად მინიმუმ 220 (ორასოცი) ჭიქა;
•შენობის და ეზოს მოვლა-დასუფთავება მოიცავ შემდეგს:
1.2.19 შემსყიდველის არსებულ შენობაში და ეზოში მიმწოდებელმა წლიწადში
არანაკლებ 3-ჯერ უნდა უზრუნველყოს დეზინფექცია, დეზინსექცია და
დერატიზაცია, აღნიშნული მომსახურების ზუსტი დრო, განსაზღვრული იქნება
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.2.20 თანამშრომელთა შერჩევა, (დამლაგებლები და მეეზოვე) დაქირავება
მოხდება სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის
პროფესიული სახ. თეატრის შესაბამის უფლებომისილ პირთან შეთანხმებით,
უკმაყოფილების შემთხვევაში მათი განთავისუფლების შესაძლებლობით.
1.2.21 მომსახურების განხორციელების პროცესში, მომსახურე პერსონალის
დაზიანება ან/და უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, რომელიც
გამოწვეული არ იქნება შემსყიდველის ბრალეულობით, შემსყიდველი
განთავისუფლებულია ყველანაირი ვალდებულებისგან.
1.2.22 თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ღონისძიებები ტარდება უქმე
დღეებშიც. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელმა მომსახურება ყოველ დღე
უნდა განხორციელოს მორიგე დამლაგებლების მიერ 08:00 - დან 24:00 - მდე.
1.2.23 ღონისძიებების მიმდინარეობისას (ასევე რეპეტიციების დროს -
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად), სცენის მიმდებარედ მუდმივად
უნდა იყოს მინიმუმ ორი დამლაგებელი.
1.2.24 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს შვიდი კალენდარული დღის
განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობისა და ეზოს
გენერალური დასუფთავების მომსახურების გაწევა, მთლიანი ტერიტორიის
კაპიტალური დასუფთავება და დამუშავება შესაბამისი საშუალებებით,
რომელიც უნდა ჩატარდეს ყოველ კვარტალში ერთხელ.
შენიშვნა:
• დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების გასაწევ ობიექტებს
გაეცნონ ადგილზე.
• მომსახურების გაწევის პერიოდში სხვადასხვა სახის დაზიანებების და/ან
ნაკლის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული
ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკუთარი სახსრებით განახორციელოს გონივრულ
ვადაში ნებისმიერი სახის მომსახურება რომელიც შესაძლოა წინასწარ ვერ
იქნეს განსაზღვრული აღნიშნული დოკუმენტაციით ან გათვალისწინებული
შესაბამისი ხელშეკრულებით.
• დამლაგებლებისა და ტექნიკური პერსონალის საქმიანობის ყოველდღიურ
ზედამხედველობასა და კონტროლს უნდა ახორციელებდეს გამარჯვებული
ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მენეჯერი, რომელიც სამუშაო დღეებსა და
საათებში მუდმივად იქნება შენობაში, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნით
არასამუშაო დღეებსა და საათებში.
• მომსახურების შესასრულებლად ტექნიკური პერსონალისათვის
(დამლაგებელი) ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება არანაკლებ 500
(ხუთასი) ლარი; მენეჯერისათვის ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება
არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარი;
დასუფთავების მომსახურების მაღალი ხარისხის და ოპერატიულობის
უზრუნველსაყოფად მიმწოდებელმა უნდა გამოყოს მორიგე დამლაგებლები,
რომელიც როგორც სამუშაო ასევე დასვენების დღეებში მუდმივად იქნებიან
შენობაში და უზრუნველყოფენ დასუფთავებასთან დაკავშირებულ ოპერატიული
მოთხოვნების მყისიერ შესრულებას.
სან-კვანძების მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნის
უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელმა უნდა გამოყოს მინიმუმ 1 (ერთი) მორიგე
დამლაგებელი, რომელიც სამუშაო დღეებში მუდმივად იქნება შენობაში და
უზრუნველყოფს (მინიმუმ ყოველ 1 საათში ერთხელ) სან-კვანძების
დალაგება-დასუფთავებას, მაღალი ხარისხის აეროზოლით ან სხვა საშუალებით
ჰაერის გაწმენდას და ქაღალდისა და საპნის აპარატების შევსებას.
აღნიშნული დამლაგებლისათვის სან-კვანძების გარდა სხვა ფუნქციების
შეთავსება დაუშვებელია.
მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს მენეჯერი ან/და ნებისმიერი სხვა
პერსონალი, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამლაგებლების აღჭურვა
სპეც-ტანსაცმლით რაზედაც დატანილი იქნება კომპანიის დასახელება.