Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #68730640)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 68730640
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 34 600


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021020
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 17:54
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 34`600.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55100000 - Гостиничные услуги
Срок подачи 2025 წლის 16-17 დეკემბრის პერიოდში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 346 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 20.11.2025 10:45
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 21.11.2025 17:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656224&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის მეორე ქვეპროგრამის “ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება” ფარგლებში, ფორუმის - “მოხალისეობის პოლიტიკა საქართველოში” მონაწილეთათვის სასტუმროში განთავსების მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის მეორე ქვეპროგრამის “ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება” ფარგლებში, ფორუმის - “მოხალისეობის პოლიტიკა საქართველოში” მონაწილეთათვის სასტუმროში განთავსების მომსახურების შესყიდვა

1. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
2. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
3. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არაუმეტეს 40 სტუმრის განთავსება სქესთა ბალანსის დაცვით, შემდეგი პრინციპით: 40 სტუმრიდან არანაკლებ 10 სტუმარი უნდა განთავსდეს 1-ადგილიან ნომრებში, ხოლო დანარჩენი 30 სტუმარი უნდა განთავსდეს 1 ან 2-ადგილიან ნომრებში (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N1).
4. სასტუმროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუმრებისთვის კვება და ყავის შესვენება (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N3).
5. სასტუმროს ნომრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით, მაცივრით, ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
6. ოთახები უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი, ოთახში ასევე უნდა იყოს თმის საშრობი.
7. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
8. შემოთავაზებულ სასტუმროს იმავე შენობაში უნდა ჰქონდეს 1 დიდი საკონფერენციო სივრცე, არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილი (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N2), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სცენით (ზომით არანაკლებ 7 მეტრი, 2 მეტრზე). სცენა აღჭურვილი უნდა იყოს 4-5 სავარძლით სიტყვით გამომსვლელთათვის, ამავე რაოდენობის წყლითა (0.5ლ) და ჭიქებით, რომლებიც უნდა განთავსდეს დაბალი სიმაღლის მაგიდებზე. გარდა ამისა, საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს 6 უკაბელო მიკროფონით სპიკერებისთვის. სცენაზე განთავსებული უნდა იყოს ლედ ეკრანი (მიახლოებითი ზომა - 7 X 3 მეტრი), ისე, რომ დარბაზში მჯდომი ყველა მონაწილე ხედავდეს აღნიშნულ ეკრანს. საკონფერენციო სივრცის შესასვლელში უნდა განთავსდეს არანაკლებ 2 მაგიდა მონაწილეთა რეგისტრაციისათვის. სივრცეში სკამების განლაგება უნდა იყოს თეატრალური წყობით.
9. გარდა დიდი საკონფერენციო სივრცისა, სასტუმროს იმავე შენობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 პატარა საკონფერენციო სივრცე, არანაკლებ 25 ადამიანზე გათვლილი (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N2). ყველა პატარა საკონფერენციო სივრცეში უნდა განთავსდეს თეთრი დაფა, დაფის მარკერები, საშლელები და ფლიპჩარტები, ხოლო სკამების განლაგება უნდა იყოს U ფორმის წყობით, მოთხოვნისამებრ, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის პატარა სამუშაო მაგიდებით.
10. დიდი და პატარა საკონფერენციო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცენტრალური გათბობა და კონდიცირების სისტემით, უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება, იზოლირებული და დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ოთახებისგან, მათ შორის სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება).
11. სასტუმროს ნომრები, საკონფერენციო სივრცეები და კვებისთვის განკუთვნილი ადგილი უნდა იყოს ერთ შენობაში/კომპლექსში. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს აქვს 3 ან მეტი სართული, აუცილებელია ჰქონდეს ლიფტი.
12. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით. სტუმრებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს, საუზმე, სადილი და ვახშამი, ასევე ყავის შესვენება (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N3). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების ერთდროულად განთავსება, შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N4). ასევე, სასტუმრომ, შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს ყავის შესვენება (იხ. ცხრილი ტექნიკური დოკუმენტაციის N4). აუცილებელია, რომ კვება და ყავის შესვენება ყველა მონაწილისთვის მოეწყოს ერთდროულად.
13. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა (კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო წესით).
14. სასტუმროს უნდა ჰქონდეს იზოლირებული პარკინგი სტუმრებისთვის.
15. სასტუმროს უნდა ჰქონდეს დახურული სივრცე (ლობი ან/და რესტორანი ან/და კაფე ან/და ლაუნჯი), სადაც მონაწილეები შეძლებენ არაფორმალურ გარემოში შეკრებას. სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაწილეებისთვის 24 საათის განმავლობაში.
16. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ. 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
17. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
18. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
19. სპეციფიკაციები შესაძლოა შეიცვალოს, სერვისის გაწევის დროისთვის, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
20. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღებია 2025 წლის 16-17 დეკემბრის პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 51 900.00 (ორმოცდათერთმეტი ათას ცხრაასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა (არსებობის შემთხვევაში) და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
4. ანალოგიურ მომსახურებად განიხილება სასტუმროში სტუმრების განთავსების მომსახურება

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.პრეტენდენტმა, წინადადებების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესახებ, სასტუმროს ზუსტი ფაქტობრივი მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის მის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს წარმომადგენელი, წინადადების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ზუსტი მისამართი. ასევე, მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გაცნობილია ტექნიკური დავალების პირობებს და მზად არის, გასწიოს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.
ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს 2.2.1 - ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასტუმროს ვიზუალური მასალა, მათ შორის, სასტუმროს ნომრების, სასადილო სივრცის, ლობის ან/და რესტორნის ან/და კაფის ან/და ლაუნჯის, დიდი და პატარა საკონფერენციო სივრცეების (სასურველია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყოს ვებ-გვერდის საშუალებით (არსებობის შემთხვევაში).

2.9 other additional requirements

ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2 შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვიზუალური მასალა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.


შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა ფასების ცხრილისა და 2.3.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური მასალისა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru