Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Готовая или консервированная рыба (Грузия - Тендер #68715233)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi Kindergartens Union
Номер конкурса: 68715233
Дата публикации: 21-11-2025
Сумма контракта: 290 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020965
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2025 15:36
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 02.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 290`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15200000-Готовая или консервированная рыба
Коды классификатора
  • 15221000 - Замороженная рыба
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок 26400 კგ
Шаг снижения цены 2`904.00 GEL
Размер гарантии 2`904 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab malazonia :: 31.10.2025 10:48
  • Последнее исправление: zurab malazonia :: 21.11.2025 15:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653366&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გაყინული თევზი - ხეკი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გაყინული თევზი - ხეკი - 26400კგ

ტექნიკური მახასიათებლები:
• თევზი - ხეკი გაყინული უნდა იყოს სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18 გრადუსი ცელსიუსი), უთავო, გამოშიგნული, ცივი წყლების.
• ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი.
• არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო.
• თითიოული თევზის წონა უნდა იყოს 200-400 გრამი.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
• დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (არ უნდა იყოს შეფუთული წებოვანი ლენტით ან სხვა საიზოლაციო საშუალებებით) 10-30კგ-იან მუყაოს ყუთებში. ყუთს არ უნდა ემჩნეოდეს დეფროსტაციის კვალი.

პრეტენდენტების მიერ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენა არ არის სავალდებულო

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ მახასათებლების შესაბამისად

პრეტენდენტმა დანართი N1 - ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში, PDF ფაილით წარმოდგენის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული ელექტრონული ხელწერით


სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:

საქონლის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.

უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზიგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ თევზის პროდუქციის უსაფრთხოების მაჩვენებლებს და მათ ზღვრულ მნიშვნელობებს, ასევე ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის #639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს.

არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;

თევზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით, სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მანქანა რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.

საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია სამთვეში ერთჯერ თავისი ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი, მათ შორის:
1) ტყვის შემცველობა თევზში;
2) პათოგენური მიკროორგანიხმები მ.შ. Salmonella;
3) Listeria monocytogenes;

ბ) ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციედლეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
გ) შემსყიდველი უფლებამოსოლია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის ლაბორატორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ;
დ) ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული საბავშო ბაღიდან/ბაღებიდან, აღბული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის მიხედვით და გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში;

შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საქონლის ლაბორატორიული კვლევა ნებისმიერ დროს

საქონლის ქიმური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება ხელშკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე.

იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა. ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 40 ლოკაციაზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე, კერძოდ:
საბავშვო ბაღი N1 - ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ N25
საბავშვო ბაღი N2 - ქ. ბათუმი, ვ. ფშაველას ქ N5
საბავშვო ბაღი N3 - ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. N51
საბავშვო ბაღი N4 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N8
საბავშვო ბაღი N5 - ქ. ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ. N28
საბავშვო ბაღი N6 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N22 ა
საბავშვო ბაღი N7 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N17
საბავშვო ბაღი N8 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N4 ა
საბავშვო ბაღი N9 - ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის ქ. N9
საბავშვო ბაღი N10 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N14
საბავშვო ბაღი N11 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N5
საბავშვო ბაღი N12 - ქ. ბათუმი, ა. წერთლის ქ. N30
საბავშვო ბაღი N13 - ქ. ბათუმი, ი. ანდრონიკაშვილის ქ. N44
საბავშვო ბაღი N14 - ქ. ბათუმი, ვ. ფშავალას ქ. N83
საბავშვო ბაღი N15 - ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. N65
საბავშვო ბაღი N16 - ქ. ბათუმი, ა. პუშკინის ქ. N113
საბავშვო ბაღი N17 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N104
საბავშვო ბაღი N18 - ქ. ბათუმი, ვ. მაიაკოვსკის ქ. N3
საბავშვო ბაღი N19 - ქ. ბათუმი, სვიშევსკი ქ. N1
საბავშვო ბაღი N20 - ქ. ბათუმი, ჯ. ქათამაძის ქ. N38
საბავშვო ბაღი N21 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა ქN96
საბავშვო ბაღი N22 - ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზ. I შეს. N4
საბავშვო ბაღი N23 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N281
საბავშვო ბაღი N24 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N318
საბავშვო ბაღი N25 - ქ. ბათუმი, კახაბრის უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N102
საბავშვო ბაღი N26 - ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის უბანი იბერიის ქ. N2
საბავშვო ბაღი N27 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ
საბავშვო ბაღი N28 - ქ. ბათუმი, ადლიის დასახლება, კოტე აფხაზის ქ N4
საბავშვო ბაღი N29 - ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება, პეტრე იბერის ქN1
საბავშვო ბაღი N30 - ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ი. ნონეშვილის ქ N 60
საბავშვო ბაღი N31 - ქ. ბათუმი, გ. ტაბიძის ქ. N14
საბავშვო ბაღი N32 - ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება, ფრიდონ ხალვაშის XII ჩიხი
საბავშვო ბაღი N33 - ქ. ბათუმი, ურეხის დასახლება, მამია ვარშანიძის I შესახვევი
საბავშვო ბაღი N34 - ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, ც. დადიანის ქN14
საბავშვო ბაღი N35 - ქ.ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი N36 - ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვი ჭავჭავაძის ქ.N7-ში საბავშვო ბაღი;
საბავშვო ბაღი N37 - ქ. ბათუმში, 1. ნანეიშვილის ქN12;
საბავშვო ბაღი N38 - ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N82;
საბავშვო ბაღი N39 - ქ. ბათუმში, ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ;
საბავშვო ბაღი N40 - ქ. ბათუმში, ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ;

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისა და გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ახალ საბავშვო ბაღებშიც.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ, სამუშაო საათებში (09:00-18:00სთ).

კონკრეტული პარტიის რაოდენობა, ასევე, კონკრეტულ საბავშვო ბაღებზე მისაწოდებელი თევზის კონკრეტული რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე განისაზღვრება შემსყიდველისგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება ელექტრონულ მისამართზე @mail), შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად;

საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;

შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ათვისება განისაზღვრება ბვშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად);

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ - დანართი N2-ის შესაბამისად

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში (შეფუთვა).

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

პრეტენდნეტმა ნიმუში უნდა წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის N81 - ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასთან, ასევე ერთეულის ფასებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა მოქმედებდეს ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ 2027 წლის 1 თებერვლამდე;

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით, ხოლო, თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე 10%–ის ოდენობით.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების დადებამდე, მატერიალური სახით (ორიგინალი)

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილებით არ მიიღოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთი გარანტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თვეში ერთჯერ, მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მალაზონია, 558466400, malazoniaspa@gmail.com თამარ გორგილაძე, 558562698, t.gorgiladze01@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru