Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68702883)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 68702883
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 180 256


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020854
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 17:29
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 180`256.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34136000 - Фургоны
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
ფურგონების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 2 (ორი) ცალი.
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`803 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: malkhazi davadze :: 29.10.2025 12:52
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 20.11.2025 17:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653036&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ფურგონების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2 ფურგონების აღწერა (ტექნიკური დავალება):

1.2.1. გამოშვების წელი: არანაკლებ 2025 წელი (ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი);
1.2.2. ფერი: თეთრი;
1.2.3. საჭე: მარცხნივ;
1.2.4. საწვავის ტიპი: დიზელი;
1.2.5. ემისიის ტიპი ევროსტანდარტით: არანაკლებ ევრო 5;
1.2.6. ძრავის მოცულობა: არანაკლებ 1990სმ3 და არაუმეტეს 2800 სმ3;
1.2.7. ძრავის სიმძლავრე: არანკლებ 105 kw და არაუმეტეს 130 kw;
1.2.8. გადაცემათა კოლოფი: მექანიკური, არანაკლებ 6+1;
1.2.9. თვლების ფორმულა: 4X2;
1.2.10. უკანა ამძრავი ხიდი;
1.2.11. ღერძებს შორის მანძილი (WHEELBASE): არანაკლებ 3300მმ არაუმეტეს 3900მმ;
1.2.12. საჭე ჰიდროგამაძლიერებელით ან ელექტროგამაძლიერებელით;
1.2.13. საწვავის ავზის მოცულობა: არანაკლებ 70 ლიტრი და არაუმეტეს 100 ლიტრი;
1.2.14. სამუხრუჭე სისტემა უნდა მოიცავდეს: ABS;
1.2.15. ავტომობილის სრული დასაშვები წონა: არანაკლებ 3200 კგ და არუამეტეს 3500 კგ;
1.2.16. ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონი გაყოფილია უნდა იყოს ორ განყოფილებად - სამგზავრო და სატვირთო განყოფილებად;
1.2.17. სამგზავრო განყოფილება აღჭურვილი უნდა იყოს ორი კარით;
1.2.18. ადგილების რაოდენობა სამგზავრო განყოფილებაში: 3 (მძღოლის ჩათვლით);
1.2.19. სატვირთო განყოფილების უკანა კარები ორფრთიანი (შუშების გარეშე), არანაკლებ 180˚კუთხით გაღება. სამგზავრო განყოფილების გვერდითა კარის გაღება სრიალა მექანიზმით;
1.2.20. სატვირთო განყოფილების შიდა ზომები:
1.2.21. სიგრძე: არანაკლებ - 2800 მმ და არუმეტეს 3530 მმ;
1.2.22. სიგანე: არანკლებ 1700 მმ და არაუმეტეს 1900 მმ;
1.2.23. სიმაღლე: არანაკლებ 1650 მმ და არაუმეტეს 1950 მმ;
1.2.24. ავტომობილს უნდა გააჩნდეს სალონის გათბობის სისტემა და კონდიციონერი. ავტომობილი ასევე აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური პულტით სამართავი ცენტრალური საკეტით.
1.2.25. რაოდენობა: 2 ცალი.

შენიშვნა:
1. მოწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ექსპლოატაციაში არ მყოფი. ექსპლოატაციად არ ჩაითვლება შესყიდვის ობიექტის დამზადების ადგილიდან შემსყიდველის მისამართზე ტრანსოპრტირების პრცესში განვლილი მანძილი.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
3. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ფურგონების ღირებულება, ასევე 150000 კმ-ზე, ფურგონების გეგმიური ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც (აღნიშნული გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ფურგონების განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ღირებულების გათვალისწინებით)).
4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N1-ში განაფასოს ფურგონების და მათი გეგმიური ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ფურგონების და მათი სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. პრეტენდენტმა გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) ცხრილში უნდა გაწეროს ყველა ის ნაწილი და მომსახურება, რომლის შეცვლაც გათვალისწინებულია შემოთავაზებული ფურგონების გეგმიური ტექნიკური მომსახურებით (სარეგლამენტო) არანაკლებ 150000 კილომეტრისა. პრეტენდენტმა გეგმიური ტექნიკური მომსახურება უნდა გაწიოს შემოთავაზებული ფურგონებისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ნუსხისა და გრაფიკის შესაბამისად.
5.პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო) განფასება ძალაში უნდა იყოს ფურგონების საგარანტიო პირობ(ებ)ის ამოწურვამდე.
6. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N1-ში განსაზღვროს (დაამატოს/ამოაკლოს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 150000 კმ გარბენი ან არანაკლებ 4 წელი (რომელიც ადრე დადგება)).
7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს ფურგონების გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც პრეტენდენტის მიერ არ იქნება გათვალისწინებული დანართი N1-ს ცხრილი N2-თ განსაზღვრულ გეგმიური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია მთლიან ფურგონებზე საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად.
8. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ცალი ფურგონის ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ ზღვრულ ერთეულის ფასს.
9. გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება მხოლოდ ფურგონების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, ხოლო მათი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დაიდება ხელშეკრულებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ფურგონების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, ფურგონების მიწოდების შესახებ, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან საგარნტიო პერიოდის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში მითითებული პერიოდულობისა და პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული განფასების შესაბამისად.

1.4.3. გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სარეგლამენტო მომსახურების) გაწევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ფურგონების მიმწოდებლის სერვის ცენტრში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 შესყიდვის ობიექტი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N1, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ცენტრალური ოფისის ეზო.
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
1.5.3. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.

შენიშვნა:
1. მიმწოდებელი ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაში წარმოადგინოს, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლითაც უნდა დადასტურდეს მოწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებთან (ექსპერტიზის მომსახურების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).
2. შემსყიდველი ინსპექტირების აქტს გააფორმებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 სწორი ექსპლოატაციის პირობებში, მოწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე, ხიდზე, ძრავის მართვის ბლოკზე და სენსორებზე, საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 4 (ოთხი) წელს ან არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) კმ გარბენის ლიმიტს (რომელიც ადრე დადგება).
1.7.1.2 თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მოწოდებული საქონლის ექსპლოატაციისას, მოწოდებული ავტოსატრანსპორტო საშალების ძრავზე ან/და გადაცემათა კოლოფზე ან/და ხიდზე ან/და ძრავის მართვის ბლოკზე ან/და სენსორებზე გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით (სამუშაოების სირთულის, ასევე, სათადარიგო ნაწილის ადგილზე არქონის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს მხარეთა შეთანხმებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს), ან/და 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლა ანალოგიური ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით.
1.7.1.3 ნაკლის ან/და დეფექტის გამოვლენის გამო, შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან შეცვლისას, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.7.1.4 პრეტენდეტმა საგარანტიო პირობები უნდა წარმაოდგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია, ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მოდელი (მოდელის არსებობის შემთხვევაში (მოდელის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიეთითოს ტექსტი: ,,მოდელი არ გააჩნია")) .
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ, მის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქვეყნის ან/და მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში) ფასების ცხრილში მიუთითებლობა, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.3 პრეტენდენტის მიერ, ფასების ცხრილის ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთზე მეტი მწარმოებელი კომპანიის ან/და მოდელის (მოდელი არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.4 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნია მოდელი და პრეტენდენტი ფასების ცხრილის შესაბამის პოზიციაზე არ მიუთითებს ტექსტს ,,მოდელი არ გააჩნია", აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ოთი) ცალი ავტობუსის ან/და ფურგონის ან/და სატვირთო ავტომობილის ან/და სპეცტექნიკის მიწოდების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N3–ით გათვალისწინებულ ცხრილში ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით.
2.2.1.2. დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N3 არ იქნება ატვირთული ან დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი მინიმუმ ერთი სერვისცენტრი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან/და სხვა სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).

შენიშვნა: პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N4-ს შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში მოცემულ მახასიათებლებთან (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის 1.2.1. - 1.2.24 ქვეპუნქტებში მოცემულ მახასიათებლებთან).

შენიშვნა:
უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ს შესაბამისად და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ფასების ცხრილში გაუთვალისწინებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

2.9.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.

2.9.3. სერვის ცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ანდა სარგებლობის უფლებით ფლობა).

2.9.4. ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N4-ს შესაბამისად.

2.9.5. ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ სატენდერო პირობების 1.7.1 პუნქტში ატვირთული დანართი N2-ს შესაბამისად.

2.9.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში მოცემულ მახასიათებლებთან (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის 1.2.1. - 1.2.24 ქვეპუნქტებში მოცემულ მახასიათებლებთან).
შენიშვნა:
უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9.7. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლ(ებ)ის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსყიდველი“, ავანსის სახით გადაუხდის „მიმწოდებელს“ ხელშეკრულების ღირებულების 100%-ს, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ) წარმოდგენიდან და ავანსის გადარიცხვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში (ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას).
7.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი 2025 წლის 22 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის სრულად მოწოდებას, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის საავანსო გარანტია, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია მოახდენს საავანსო ანგარიშსწორებას (ამ პუნქტის გათვალისწინებით საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევად).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ფურგონების ღირებულება, ასევე 150000 კმ-ზე, ფურგონების გეგმიური ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც (აღნიშნული გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ფურგონების განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ღირებულების გათვალისწინებით). სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2025 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ, ხოლო წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
შენიშვნა:
1. მიღება ჩაბარება განხორციელდება შემდეგ ეტაპებად: ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწოდება; შემსყიდველის მიერ ინსპექტირების აქტის შედგენა (დადებითი დასკვნა); ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის სახელზე სახელმწიფო რეგისტრაცია; მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
2. შემსყიდველი ინსპექტირების აქტს გააფორმებს, მიმწოდებლის მიერ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ირაკლი ათანასოვი, ტელ:577-93-94-14

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru