1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ზამთრის
კურორტზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები
და აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე 13-17 წლის 30 მონაწილისთვის
(მონაწილეთა სიას მიმწოდებელს მიაწვდის შემსყიდველი).
პრეტენდენტისთვის სრულად დაკომპლექტებული სიის გადაცემის შემდეგ, თუ
რომელიმე მონაწილე წასვლამდე ერთი დღით ადრე გამოაკლდა და ვერ
მოხერხდა მისი ჩანაცვლება სარეზერვო სიიდან, ანაზღაურება მოხდება
მონაწილეთა ფაქტიური რაოდენობის მიხედვით.
1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების (30 მონაწილე) და
მონიტორინგის მიზნით მივლინებული სამინისტროს 2 თანამშრომლის
ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული (მათ შორის
გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით) ტრანსპორტით ქ. თბილისიდან და
საჭიროების შემთხვევაში ქ. ზუგდიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
სასტუმრომდე და უკან. ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს,
აგრეთვე მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს
შემსყიდველი. მგზავრობისას ორივე გზაზე (სასტუმრომდე და უკან) ჯგუფს
აუცილებლად უნდა ახლდეს მინიმუმ ერთი ლიდერი. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს 6 დღიანი (5 ღამე, 6 დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლისა და
რეგიონებში გამომგზავრების დღეების ჩათვლით) მომსახურება სასტუმროში
32 პერსონისთვის (30 მოზარდი და მონიტორინგის მიზნით გაგზავნილი
სამინისტროს 2 წარმომადგენელი). პროექტის თითოეული მონაწილე უნდა
განთავსდეს მაქსიმუმ 2-3 ადგილიან ოთახებში, სამინისტროს
წარმომადგენლები უნდა განთავსდნენ არასაზიარო ოთახებში. პროექტის
კოორდინატორის, მონაწილეების, ჯგუფის ლიდერების, სამინისტროს
წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში,
იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება პროექტის აქტივობები.
1.2.3. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს განთავსებული
საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის
შევსებისას უნდა წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს
შესაბამისი, მიმდინარე წელს გადაღებული ფოტოები (ოთახები, სველი
წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები
განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში; ნომრებში უნდა იდგეს ცალ-ცალკე
საწოლები (გასაშლელი და ორსართულიანი საწოლები არ მოიაზრება).
სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი
წერტილებით, ტელევიზორით, ტექნიკურად გამართული გათბობა-გაგრილების
სისტემით, სწრაფი ინტერნეტით (WIFI); სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი
წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება;
ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური
საშუალებები: პირსახოცი, ხალათი, თმის საშრობი, საპონი, შამპუნი, დუშგელი,
თეთრეული, ოთახის ერთჯერადი ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული
უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს პირსახოცები უნდა იცვლებოდეს
ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა
უზრუნველყოს მონაწილეების პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში
თითოეულ მონაწილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი
დღეში. სასურველია პროექტის მონაწილეების ერთ სართულზე განთავსება.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია
(სამანქანო გზიდან მოშორებით), სადაც შესაძლებელი იქნება გარე
აქტივობის ჩატარება.
შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების
ღირებულებას.
1.2.4. ტრენინგების ჩასატარებლად სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო
დარბაზი (არანაკლებ 40 პერსონაზე). მიმწოდებელმა საკონფერენციო დარბაზი
უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 2
მიკროფონით, არანაკლებ 1 ცალი ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით,
ლეპტოპით და ტრენინგისთვის სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის
საკანცელარიო ნივთებით (იხილეთ დანართი). საკონფერენციო დარბაზი
აღჭურვილი უნდა იყოს სწრაფი მიწოდების ინტერნეტით (WIFI), გააჩნდეს
შესაბამისი საჰაერო ვენტილაცია და გათბობა-გაგრილების სისტემა.
ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში, საკონფერენციო სივრცეში
თითოეული მონაწილისთვის უნდა იყოს 0,5 ლიტრი სასმელი წყლი.
1.2.5. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა
იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს
ვიდეოკონტროლი.
1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (32) სრულფასოვანი კვებით
მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ
უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი. მონაწილეთ
კვებისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა ემთხვეოდეს სასტუმროს სხვა
სტუმრების კვების დროს.
• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი
სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის
ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა
იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ
შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ
მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2
სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე
სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი,
ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი),
სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი
სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული,
სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული.
ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს
შეუზღუდავი რაოდენობით).
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ
წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.
სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით
და გათბობა-გაგრილების სისტემით და დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე შენობაში,
სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ნომრები).
შენიშვნა: შემსყიდველის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ტექნიკური
დოკუმენტაციის დაზუსტებამდე, სასტუმროს გადამოწმების შედეგად, თუ
დადგინდა რომ სასტუმრო არ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილი
კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, შემსყიდველი უფლებამოსილია მისცეს
პრეტენდენტს გონივრული ვადა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, ან
მოიძიოს შესაბამისი სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
1.2.7. საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ტერიტორიაზე მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. პროექტის
მიმდინარეობისას ადგილზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე მედიცინის მუშაკი (მედდა ან ექიმი).
1.2.8. მიმწოდებელმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამგზავრებამდე პროექტში
მონაწილეთა მშობლებს/მეურვეებს უნდა შეავსებინოს ე.წ. მშობლის
თანხმობის ფორმა (თანხმობის ფორმას მიმწოდებელს მიაწვდის
შემსყიდველი). შევსებული ფორმები კვირეულის დასრულების შემდეგ უნდა
ჩაბარდეს შემსყიდველს.
1.2.9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა
ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით ქ.
თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ქ. ზუგდიდან დისლოკაციის
ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების შემდეგ.
ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს, აგრეთვე მონაწილეთა
რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი. ტრანსპორტი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით.
1.2.10. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი, მინიმუმ
2 ტრენერი და მინიმუმ 4 ლიდერი, რომლებიც უხელმძღვანელებენ პროექტის
აქტივობებს. ჯგუფის ლიდერები ვალდებულები არიან ტრენინგებისგან
თავისუფალ დროს უზრუნველყონ მონაწილეების მობილიზება, კოორდინირება,
ზედამხედველობა. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს პროექტის დღის წესრიგი
შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ-
პროგრამით.
პროექტის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
• საკუთარი თავის წარმოჩენა
• აუდიტორიასთან ურთიერთობა
• ხმის ტემბრი, სხეულის ენა
• სტრესის მართვა
• დამაჯერებელი კომუნიკაცია
• იდეის სტრუქტურირება და მისი ეფექტური გადმოცემა
• ვიზუალური მასალების გამოყენება
• გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
• პრაქტიკული სავარჯიშოები და უკუკავშირი
• ფინალური პრეზენტაციები
შენიშვნა: დახურვის ღონისძიების დღისთვის რამდენიმე მონაწილის
მომზადება, რომლებიც სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს
პროექტთან დაკავშირებით.
პროექტი, მონაწილეების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის
ხელშეწყობისთვის, ასევე, უნდა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
• ქართულ-აფხაზური ურთირთობების შესახებ მნოკლე ინფორმაცია
• საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობები
• შემეცნებითი აქტივობები
• შენობის გარეთ აქტივობები
მიმწოდებელმა პროექტის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა
მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ხოლი პროექტის
დასრულების შემდეგ 1 კვირის ვადაში მაღალი ხარისხის (4K) ვიდეორგოლი
(ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს), რომელიც ასახავს პირველივე
დღიდან განხორციელებული აქტივობების ძირითად ეტაპებს, მონაწილეთა
ჩართულობასა და მიღწეულ შედეგებს. ვიდეორგოლი განთავსდება
სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის ბოლო დღეს, ან პროექტის დასრულებამდე ერთი დღით ადრე,
მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის დახურვის ღონისძიება,
რომელიც უნდა მოიცავდეს: მოწვეული სტუმრების მისასალმებელ სიტყვას,
განხორციელებული პროექტის შესახებ პრეზენტაციას
კოორდინატორის/ტრენერის მიერ პროექტის შესახებ მონაწილეთა მხრიდან
შთაბეჭდილებების გაზიარებას, სერტიფიკატების და საჩუქრების საზეიმოდ
გადაცემას და 40 პერსონაზე ფურშეტს სადღესასწაულო ტორტით.
1.2.11. მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს შესაბამისი რაოდენობის
სერტიფიკატები, ფორმატი A-4. (სერტიფიკატების დიზაინი უნდა შეთანხმდეს
შემსყიდველთან). შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების
მოწოდება პროექტის დახურვის ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 1 დღით
ადრე. რაოდენობა 30 ცალი.