Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #68673208)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: V. SARAJISHVILI TBILISI STATE CONSERVATOIRE
Номер конкурса: 68673208
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 103 464


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020706
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 17:49
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 103`464.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 414.00 GEL
Размер гарантии 1`035 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lia kartlelishvili :: 18.11.2025 19:06
  • Последнее исправление: lia kartlelishvili :: 19.11.2025 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655890&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ქ. თბილისში, ალ. გრიბოედოვის 8/10-ში მდებარე, სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს რაოდენობა და მოცულობა განსაზღვრულია ფასების ცხრილში დანართი №1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკის გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ მითითებული თარიღიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღისა, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.4.2. სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ტექნიკური ზედამხედველის მიერ სამუშაოების შესრულების დადასტურებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოს გაწევის ადგილია ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის 8/10 დიდი საკონცერტო დარბაზი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოს გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ ერთი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოს გამოცდილება.
2.2.2 გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შევსებული ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად, ასევე მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად თანდართული ფორმა №2-ის ჩათვლით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა დანართი №2-ის მეშვეობით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 40 (ორმიცი) კალენდარულ დღეზე გაწერილი შესასრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

2.9.1. სამუშაოების დროს გამოყენებული ყველა სამშენებლო მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და სამუშაოთა უწყისით/დეფექტური აქტით განსაზღვრულის შესაბამისი.
2.9.2. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო მასალა და მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს შემსყიდველისთვის მისაღები სხვა მასალა ან/და გამოასწოროს ხარვეზით შესრულებული სამუშაო.
2.9.3. სამუშაოს დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარება ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასაკვნის საფუძველზე.
2.9.4. საექსპერტო დასკვნის ხარჯის გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2.9.5. პრეტენდენტს ეძლევა შესაძლებლობა დანართი №1-ით წამოგდენილ ხარჯთაღრიცხვაში შეამციროს ზედნადები ხარჯის, გეგმიური დაგროვების ხარჯის პროცენტული მაჩვენებლები.
2.9.6 სამუშაოების მიმდინარეობისას მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას
კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ნორმები.
2.9.8. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დარღვევით წარმოება გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
2.9.9. მიმწოდებელმა სარემონტო სამუშაოების პერიოდში არ უნდა დააბინძუროს სარემონტო პერიმეტრის გარეთ არსებული ტერიტორია.
2.9.10. სამუშაოების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სამუშაო არეალის დასუფთავება და დალაგება.
2.9.11. მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა გარემოზე, ასევე შემსყიდველთან შეთანხმებით საკუთარი სახსრებით უნდა მოაწყოს საჭირო დამცავი ბარიერები სხვა სამუშაო სივრცის გამოსაყოფად.
2.9.12. სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობების ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები უნდა იყოს მოცემული მახასიათებლების მსგავსი, ეკვივალენტური.
2.9.13. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.იმ შემთხვევაში თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რომელიც უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით და გაცემული უნდა იყის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარ, ავანსის სახით სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ს ოდენობით. საავანსო თანხის ოდენობის შესაბამისი
უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე.
7.1.2 გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოს სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.2.2. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, სსიპ ,,ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის’’ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
7.2.3. ანგარიშსწორება მოხდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს აქტებისა (ფორმა N2) და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასაკვნის შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ზაქარაია, 591100435, admin@tsc.edu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტ(ებ)ის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ელექტრონულად ან/და ელექტრონული შტამპით დადასტურებული;
10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
10.1.3 სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯები და გეგმიური მოგება უნდა განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებისა და 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru