Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #68673175)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Land Transport Agency
Номер конкурса: 68673175
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 23 075


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020667
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 17:02
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 23`075.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
2026 წლის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 231 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha papelishvili :: 18.11.2025 11:50
  • Последнее исправление: teona jalabadze :: 19.11.2025 17:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655719&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2026 წლის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება, რომელიც გულისხმობს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე გზავნილების მიტანას.

საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს სტანდარტულ და სწრაფ ადგილობრივ და საერთაშორისო გზავნილებს. გზავნილი გულისხმობს სხვადასხვა წონისა და ზომის დოკუმენტს, წერილობით ფოსტას და ამანათს.

ნაწილი 1. ადგილობრივი საფოსტო და საკურიერო მომსახურება
1. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:
1.1. სტანდარტული გზავნილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქშია;
1.2. სტანდარტული გზავნილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქში არ არის, ხოლო მაღალმთიან რეგიონში - არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
1.3. სწრაფი გზავნილის შემთხვევაში - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქშია;
1.4. სწრაფი გზავნილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქში არ არის (გარდა მაღალმთიანი რაიონებისა).
2. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან გზავნილის მიღებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
3. თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, მიმწოდებლის წარმომადგენელმა/კურიერმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა), საიდანაც ადრესატს ექნება გზავნილის გატანის შესაძლებლობა და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. გზავნილის განმეორებით მიტანა უნდა განხორციელდეს უფასოდ, დაყოვნების დროის გასვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს უფასოდ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი მიზეზის მითითებით.
4. შემსყიდველის მიერ მისამართის არასწორად მითითების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შემსყიდველი უფლებამოსილია მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება განახლებულ მისამართზე.

ნაწილი 2. საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება
1. საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან გზავნილი ადრესატს უნდა ჩაბარდეს:
1.1. სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში;
1.2. სწრაფი საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
2. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან გზავნილის მიღებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
3. თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, გზავნილის განმეორებით მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს გზავნილი შემსყიდველს გონივრულ ვადაში არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით.
4. შემსყიდველის მიერ მისამართის არასწორად მითითების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შემსყიდველს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება განახლებულ მისამართზე.
5. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
6. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
7. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.

ნაწილი 3. საერთო პირობები
1. საფოსტო და საკურიერო მომსახურების დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტის და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება რომ დაიცვას ის დაზიანებისგან.
3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან გზავნილების გატანა სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში, დღეში ორჯერ), შაბათს (საჭიროების შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე შემსყიდველის მიერ შეტყობინების განხორციელების დღეს.
4. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი გადასცეს მიმწოდებელს.
5. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტით გათვალისწინებული შემსყიდველის მისამართებიდან.
6. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების გაგზავნა უნდა განხორციელდეს დანართი №1-ს (ფასების ცხრილის) შესაბამისად.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის სათანადო შეფუთვა.
8. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით.
9. ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვამდე მიმწოდებლმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წინა თვის გაწეული მომსახურების შესახებ ცალკეული სერვის ცენტრების მიხედვით, რის შესაბამისადაც უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტები. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის, ასევე შემსყიდველის წარმომადგენელი.
10. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას გასაწევი მომსახურების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება შეტყობინების გაგზავნისთანავე.
12. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ან ვებგვერდის მიწოდება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძლებელი იქნება გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება („თრექინგი“) და სტატუსის ნახვა სახეობების შესაბამისად, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საჭირო რაოდენობის მომხმარებელთა შექმნა.
14. ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ შეტყობინების დაფიქსირება უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის, მიმწოდებლის პორტალის ან/და სატელეფონო საკომუნიკაციის საშუალებით. ხარვეზის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ შეტყობინების დაფიქსირებისთანავე და დასრულდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
15. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში დაგენერირებული მონაცემების ექსპორტი excel-ის ფაილში.
16. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ტექნიკური მხარდაჭერის დრო უნდა მოიცავდეს სამუშაო დღეებს 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები მოიცავს ყველა დღეს, გარდა შაბათ-კვირისა და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეებისა.
17. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემის შემდეგ, გზავნილისთვის უნიკალური კოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში.

შენიშვნა:
ფასების ცხრილი - დანართ №1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციოა და შემსყიდველი არ არის ვალდებული სრულად აითვისოს მითითებული რაოდენობები. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.
2. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის შემდეგი მისამართებიდან:
2.1. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16;
2.2. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №14;
2.3. ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქ. №1;
2.4. ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი, №247დ;
2.5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი ს/კ. 29.12.38.900

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც პრეტედენტი დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ფაქტს).
2. პრეტენდენტმა აღნიშნულის შესახებ მონაცემები უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციული ცხრილის (დანართი №2) სახით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი იყო სახელმწიფო ორგანიზაცია, დადებული ხელშეკრულებების და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა აუცილებელი არ არის, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. საკმარისია დანართში მიეთითოს სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA /NAT /CMR ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-თ ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.
3. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა პაპელიშვილი, 599888896, lpapelishvili@lta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
1.1. ფასების ცხრილი დანართი №1-ს შესაბამისად;
1.2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
3. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით.
5. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა (შეუსაბამობა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტთან) გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
6. პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ერთეულის ფასები დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
7. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
8. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტებისა და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმან(ებ)ი.
9. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10. პრეტენდენტი ვალდებულია მომსახურების ერთეულის ფას(ებ)ი დაამრგვალოს მეასედის სიზუსტით.
11. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
12. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
13. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
14. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru