1. კარტოფილი_40200 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, ღივის გარეშე, სუფთა. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზე მეტი. არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე,
ბაქტეროლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული
დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ
მოწოდებულ პარტიაში კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 6 სმ.
გამოსავლიანობა პირველადი დამუშავების შემდეგ – არანაკლებ 70%.
დაფასოებული არაუმეტეს 50 კგ. ბადე-ტომრებში.
2. სტაფილო_22457კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი,
საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური,
ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. თითოეულის სიგრძე 13-20სმ. დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ.
ბადე-ტომრებში.
3. ხახვი_5630 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის და მოყინვის გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებები. დიამეტრი
5- 7სმ. დაფასოებული არაუმეტეს 50 კგ. ბადე-ტომრებში.
4. ნიორი_366 კგ. - მრგვალი, მკვრივი ფორმის, საღი, მშრალი, სუფთა, ღივის გარეშე.
ფერი მოთეთრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანებები (ლპობის ნიშნები).
5. კომბოსტო_11160 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20სმ. დაფასოებული ბადე-ტომრებში.
6. ყვავილოვანი კომბოსტო_5066 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20 სმ.
7. ბროკოლი_35 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები.
8. ბულგარული წიწაკა_9724 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული არაუმეტეს15კგ. ბადე-ტომრებში.
9. ჭარხალი_6067 კგ. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებად ძარღვიანი, მუქი წითელი
ფერის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი
და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული
ლაქების გარეშე. ბოლქვის დიამეტრი 8-12 სმ. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზე მეტი. დაფასოებული არაუმეტეს 30 კგ. ბადე-ტომრებში.
10. ყაბაყი_3578 კგ. - საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების,
მავნებლების, მექანიკური, ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე.
11. მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, კამა)_3735 კგ. - ახალი, მწვანე ფოთლებით არ უნდა
იყოს სველი, გამხმარი, დამპალი და გაყვითლებული. ფესვებისგარეშე. ცივი
დამუშავების დანაკარგი არაუმეტეს 15%.
12. გოგრა_5206 კგ. - უნდა იყოს მოგრძო მსხლის ფორმის, ნარინჯისფერი,
თხელკანიანი, პატარა გულით და ნაკლები კურკით. მწიფე, საღი, მავნებლების,
ბაქტერიოლოგიური და მექანიკური დაზიანებების, ჭკნობის გარეშე. (იხილეთ
ნიმუში).
13. ვაშლი_33501 კგ. - უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 60-70 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დაფასოებული არაუმეტეს 25 კგ-იანყუთებში.
14. კივი_6319 კგ. - საღი, სუფთა. არ უნდა იყოს: გადამწიფებული, დამჭკნარი, ჭიანი,
დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე
(გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა). გემო და ფერი უნდა იყოს სახეობისთვის
დამახასიათებელი. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და
სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები. თითოეულის წონა
უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 გრამს; პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს
არაუმეტეს 20 კგ. ხის, პლასტმასის ან მუყაოს ყუთებში.
15. ბანანი_15298 კგ. - საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი.
არ უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული) და მექანიკური
დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა). არ უნდა ემჩნეოდეს
გადამწიფებისგან გამოწვეული შავი ლაქები; არ უნდა აღენიშნებოდეს
სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. გემო უნდა იყოს სახეობისთვის
დამახასიათებელი; შეფერილობა - ყვითელი; თითოეულის სიგრძე უნდა იყოს
არანაკლებ 15 სმ; პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში.
16. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
16.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
16.2 - მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან
დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების
წესის შესახებ "ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს,
სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ
ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ
რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
16.3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა დაკვების პროდუქტების ხარისხისა
და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
16.4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317
დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის
განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ" განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
16.5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა" და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის" შესახებ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველაეტაპზე.
16.6 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
17. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.