Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Молочные продукты (Грузия - Тендер #68673155)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: c. Rustavi Day Nurseries Union
Номер конкурса: 68673155
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 827 875


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020687
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 17:18
Начало приема предложения 17.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 827`875.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15500000-Молочные продукты
Коды классификатора
  • 15511100 - Пастеризованное молоко
  • 15512300 - Очень жирная сметана
  • 15542000 - Свежий творог
  • 15551000 - Йогурт и прочие ферментированные молочные продукты
  • 15551300 - Йогурт
Срок подачи ეტაპობრივად, 2026 წლის იანვრიდან - 2026 წლის ივნისის ჩათვლით/stepby step, from January, 2026 – to June, 2026
Дополнительная информация
ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებისა და ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანე“-სთვის სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ერთობლივი შესყიდვა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------

Joint purchase of various named milk products for NNLE Kindergartens Union of Rustavi City Municipality and NNLE rehabilitation-development center “Kesane” of Rustavi City Municipality
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში/see in tender documentation
Шаг снижения цены 3`312.00 GEL
Размер гарантии 8`279 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kakhaber goshadze :: 18.11.2025 22:10
  • Последнее исправление: kakhaber goshadze :: 19.11.2025 17:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655899&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა დასახელების, რძის პროდუქტები: ხაჭო, არაჟანი, მაწონი, პასტერიზებული რძე, იოგურტი და ყველი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ხაჭო_7693 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ხაჭოს მზა ნაწარმში, რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე მეტი. ცხიმიანობა - 6%. თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-2კგ. ქარხნულ შეფუთვაში.

2. არაჟანი_2046 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ცხიმიანობა - 15%. არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-1 კგ ჰერმეტულ შეფუთვაში.

3. მაწონი_48923 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასული წილი 3,2%. არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, 0,4-0,5 კგ-იან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში.

4. პასტერიზებული რძე_57558 კგ. - ქარხნული წარმოების ცხიმიანობა 3.2 %. დამზადებული ძროხის ნედლი რძისგან. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი მარკირებით (დამზადებული ნატურალური რძისგან, შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი). მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,5-1 კგ. შეფუთვაში.

5. იოგურტი _35600 კგ. - ქარხნული წარმოების. თითეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ნატურალური, პასტერიზირებული ძროხის რძისაგან, სხვადასხვა ხილის არომატით. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. ცხიმიანობა 3.2%, კონსისტენცია სქელი-დასალევი. დაფასოება 150-დან 1000 გრამამდე შეფუთვით, შესაბამისი მარკირებითა და ეტიკეტით.

6. ყველი_4962 კგ. - ქარხნული წარმოების, თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ძროხის რძისაგან, ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი. ცხიმიანობა 40 %, დაფასოება ვაკუუმ შეფუთვით. წონა 0,5 დან 1,5 კგ-მდე.

7. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%.

8. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც, დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.

9. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
9.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
9.2 - უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
9.3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
9.4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
9.5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
9.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
9.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
9.8 - პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
9.9 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს №497 დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
9.10 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
9.11 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.

10. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, 2026 წლის იანვრიდან - 2026 წლის ივნისის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. წერილობითი მოთხოვნა დასარიგებელი საქონლის რაოდენობაზე, მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, არაუგვიანეს დარიგების წინა დღის 13:00 საათისა.

2. საქონლის დარიგება ცალკეულ ლოკაციებზე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 08:30 სთ-დან 12:00 სთ-მდე.

3. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული საქონლის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, სამუშაო საათებში, არაუგვიანეს მეორე დღის 09:30 საათისა.

4. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია მიღებული საქონლის მოხმარებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული საქონლის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, სამუშაო საათებში, არაუგვიანეს შეტყობინებიდან მეორე დღის 09:30 საათისა.

5. საქონლის მიწოდება განხორციელდება გაერთიანების 22 (ოცდაორი) ფილიალში, დანართი №3-ის შესაბამისად და ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრში „კესანე“-მის: ქ. რუსთავი, მესხიშვილის II გასასვლელი №4ა.

6. თვის განმავლობაში, ცალკეულ ლოკაციებზე, ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ასევე, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 (ათი) რიცხვისა, აღნიშნული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები მ. შ. კორექტირებული) და მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის (რომელსაც ადგენს და გზავნის მიმწოდებელი Excel ფორმატში) საფუძველზე, ფორმდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსთან და მწარმოებელთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №2-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.

3. თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, დანართში №2 მითითებული შესყიდვის ობიექტების შესაბამისი ნიმუშები.

2. ნიმუშებთან ერთად, პრეტენდენტმა (ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით) უნდა წარმოადგინოს:
2.1. ყველა შესყიდვის ობიექტის ხარისხის სერტიფიკატი ან/და შესაბამისობის დეკლარაცია;
2.2. ყველა შესყიდვის ობიექტზე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა, შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ, პრეტენდენტის დაკვეთით გაცემული დასკვნა (გამოცდის/კვლევის ოქმი) შემდეგ მაჩვენებლებზე:
2.2.1. ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები;
2.2.2. ტოქსიკური ელემენტები;
2.2.3. ქლორორგანული პესტიციდები;
2.2.4. მიკოტოქსინები;
2.2.5. რადიონუკლიდები;
2.2.6. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;
2.2.7. ცხიმის მასური წილი.
დასკვნა (გამოცდის/კვლევის ოქმი) გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის - "გამოცხადებულია"- მინიჭების შემდეგ.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. რუსთავი, მ. კოსტავას გამზ. №20

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დასაბუთებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეესტრში რეგისტრირებული პირის (აუდიტორის და/ან აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1- წარმოდგენილი უნდა იყოს საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია.

2- გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

3- თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

4- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

კახაბერ გოშაძე, 577139919, kakhabergoshadze0107@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

1. ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატის ან/და შესაბამისობის დეკლარაციის მოქმედების ვადის გასვლის ან/და პარტიის შეცვლის შემთხვევაში, წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, წარმოადგინოს განახლებული სერტიფიკატები/დეკლარაციები;

2. სამ თვეში ერთხელ (ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე წარმოდგენილი დასკვნის (გამოცდის/კვლევის ოქმი) გათვალისწინებით) და პარტიის შეცვლის შემთხვევაში, საქონლის მიწოდებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე წარმოადგინოს, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა, შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ, მიმწოდებლის დაკვეთით გაცემული ახალი დასკვნა (გამოცდის/კვლევის ოქმი);

3. ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შემთხვევაში, მოწოდებულ საქონელს (ყველა ჯერზე) უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული შიდა ლაბორატორიული გამოცდის/კვლევის ოქმი შემდეგ მაჩვენებლებზე:
3.1. ცხიმის მასური წილი;
3.2. მჟავიანობა;
3.3. ნ.ჩ.ჯ. ბაქტერიები;
3.4. კოლიფორმები;
3.5. ობის და საფუარის საერთო რაოდენობა;
3.6. დაბინძურების დონე.
4. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს, საქონლის მიღებასა და ანაზღაურებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru