Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68673123)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Health and Social Affairs of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 68673123
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 73 550


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020636
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 14:39
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 73`550.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок 1 (ერთი) ერთეული
Шаг снижения цены 1`400.00 GEL
Размер гарантии 736 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kochadze :: 28.10.2025 10:22
  • Последнее исправление: khatuna kochadze :: 19.11.2025 14:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652823&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით განსაზღვრული II კლასის მაღალი გამავლობის 1 (ერთი) ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი ავტომანქანის რაოდენობა შეადგენს 1 (ერთი) ერთეულს;

1.2.2. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი №1);

1.2.3. პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად;

1.2.4. საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება;

1.2.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად;

1.2.6. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 500კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმება;

1.2.7. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №2 – ის ცხრილ №2-ში ჩაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმური საგარანტიო მომსახურებ(ებ)ი (მაგალითად საწვავის ფილტრი, ხიდის ზეთი და ა.შ.), რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ცხრილში;

1.2.8. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერვისის მომსახურების განფასება ძალაში უნდა იყოს ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე;

1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით;

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ №2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

1.2.11. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150’000 (ას ორმოცდაათი ათასი) კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით;

1.2.12. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილის ღირებულება, ასევე 150’000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში). საწვავის ხარჯის დაანგარიშება უნდა მოხდეს ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯისა (შერეული წვის პირობებში, რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლის , რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150’000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება და შემსყიდველის სახელზე გადაფორმება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მიწოდება განახორციელოს ქ. ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩა, N119-ში;

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმება და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეძენა) ხარჯების ჩათვლით;
1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდიციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში (ბათუმი, თბილისი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე;
1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდებული.
1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში;
1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი №2"-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, ავტომანქანის მარკისა და მოდელის შესახებ, ხოლო გეგმური ფასიანი მომსახურების აღწერილობაში საქონლის ბრენდი-მოდელი;
2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი (უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
2.3.1.2. საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების გაწევის მიზნით პრეტენდენტს სარგებლობის/საკუთრების უფლებით აჭარის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები; გ) სარგებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებულ საგარანტიო მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები.
2.3.1.3. საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე, შესაძლებელია პრეტენდენტს გაფორმებული ქონდეს ხელშეკრულება აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სერვის-ცენტრთან. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სერვის-ცენტრთან, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სერვის-ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებულ საგარანტიო მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები;
ბ) სერვისის განმახორციელებლი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითაც იგი დაადასტურებს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, თანახმაა განახორციელოს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სერვისი (მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი) ტენდერით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების გაწევის ვადით.
2.3.1.4. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სერვისცენტრების შესახებ ასევე უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია, სერვის ცენტრის დასახელება და ფაქტიური მისამართი.“

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე NCAP (ევროპული უსაფრთხოების ტესტი) ან IIHS (ამერიკული უსაფრთხოების ტესტი) ან JNCAP (იაპონური უსაფრთხოების ტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მოცემული ტენდერის ფარგლებში ავტომობილების მოწოდების ნაწილში ქვეკონტრაქტორი არ დაიშვება

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
2.9.2.1. დანართი №1 - ტექნიკური მახასიათებლები;
2.9.2.2. დანართი №2 - ფასების ცხრილი;
2.9.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი);
2.9.2.4. ინფორმაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.), სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება (ბათუმი, თბილისი);
2.9.2.5. ინფორმაცია უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.
შენიშვნა:
წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი აკრედიტაციის/სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერთიფიკატის ასლი;
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. ანგარიშსწორება მომწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდება საავანსო ანგარიშსწორების წესით, ხელშეკრულების ღირებულების 100%-ის ოდენობით, მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო თანხის შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მოწოდების ვადას.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების, „მიღება-ჩაბარების“ აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.2. ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
7.2.3. გადახდის ფორმა - უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.2.4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდება საავანსო ანგარიშსწორების წესით, მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.1. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდება საავანსო ანგარიშსწორების წესით, მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა კოჩაძე, 577302702, procurement.health.ajara@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.2. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru