ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი დ ა ვ ა ლ ე ბ ა
№ დასახელება გზავნილის რაოდენობა (სავარაუდო)
ადგილობრივი გზავნილები
(შესაფუთი მასალით) -
1 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საქართველოს მასშტაბით 0 კგ-დან 5
კგ-ჩათვლით 20 000
2 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საქართველოს მასშტაბით 5 კგ-დან 7
კგ-ჩათვლით 30
3 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საქართველოს მასშტაბით 7 კგ-დან 10
კგ-ჩათვლით 20
4 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საქართველოს მასშტაბით 10 კგ-დან 15
კგ-ჩათვლით 15
5 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საქართველოს მასშტაბით 15 კგ-ზე ზევით 5
საერთაშორისო გზავნილები -
6 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 0 კგ-დან 0,5
კგ-ჩათვლით 70
7 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 0,5 კგ-დან 1
კგ-ჩათვლით 30
8 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 1 კგ-დან 1,5
კგ-ჩათვლით 10
9 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 1,5 კგ-დან 2,5
კგ-ჩათვლით 10
10 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 2,5 კგ-დან 3,5
კგ-ჩათვლით 5
11 ნებისმიერი გზავნილის ტარიფი საერთაშორისო მასშტაბით 3,5 კგ-დან 5
კგ-ჩათვლით 5
შენიშვნა
გზავნილის ღირებულება უნდა მოიცავდეს, როგორც გაგზავნის, ასევე,
ელექტრონულ დადასტურებასა და მატერიალური სახით დოკუმენტალური
დადასტურების (უკუგზავნილი) ფასს.
3.1. ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი)
გზავნილების ჩაბარება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში, ხოლო, საერთაშორისო
(საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილების
ჩაბარება არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება
გზავნილის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღიდან). აღნიშნული გზავნილების
ჩაბარების შესახებ ელექტრონულად დადასტურება ჩაბარებისთანავე.
3.2. შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლისა და
ანალიზის სპეციალური მენეჯერის გამოყოფა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის დროული ინფორმირება;
3.3. გზავნილთა ჩაბარების მდგომარეობისა და გაწეული მომსახურების
ამსახველი, მათ შორის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანილი გზავნილების
შესახებ, ყოველთვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება
შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით. ასევე, უნდა
უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ყოველდღიურად მიწოდებული
გზავნილების/ჩაბარების დასტურების ამსახველი სრულყოფილი რეესტრის
წარმოება. თითოეული გზავნილის ჩაბარებისა და ჩაუბარებლობის მიზეზების
ამსახველი მატერიალური დადასტურების დოკუმენტში - უკუგზავნილში
არსებულ ყველა ველში ინფორმაციის სრულყოფილი სახით შეტანა და ყველა
მათგანის შემსყიდველისათვის უკან დაბრუნება. ჩაუბარებელი და
შემსყიდველთან დაბრუნებული ისეთი გზავნილების განმეორებით,
შესაბამისი საფასურის გადახდის გარეშე ჩაბარების უზრუნველყოფა,
რომელთა ჩაუბარებლობის საფუძვლი შესაბამის დოკუმენტში არის
დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი. (აღნიშნულის შესახებ გზავნილზე
შემსყიდველის მიერ გზავნილზე მიეთითება სიტყვიერად - ,,განმეორებით“).
საერთაშორისო გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი უკან
დაბრუნების აუცილებლობის დროს შესაბამის გზავნილზე მიეთითება
სიტყვიერად „დაბრუნებით“, ხოლო როცა ჩაუბარებელი საერთაშორისო
გზავნილის მატერიალური სახით უკან დაბრუნების აუცილებლობა არ არის,
გზავნილზე მიეთითება სიტყვიერად „შეტყობინებით“.
3.4. ადგილობრივი და საერთაშორისო (PDF ფორმატში) გზავნილების ჩაბარების
მატერიალური სახით დოკუმენტალური დადასტურება არაუმეტეს 3 სამუშაო
დღეში;
3.5. ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის
დევნების სისტემისა (ე.წ. „თრექინგი“) და მისი კუთვნილი ვებ-გვერდის
გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის
(მინიმუმ ბოლო 1 წლის მანძილზე გაგზავნილის) ნებისმიერი მოძრაობის
სტატუსის ნახვა რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
საერთაშორისო გზავნილების „თრექინგი“ უნდა მოიცავდეს სრულ
ინფორმაციას სატრანზიტო ქვეყნების ჩათვლით გზავნილის რეალურ დროში
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. საერთაშორისო გზავნილის
რეგისტრაციის დამადასტურებელი ზედდებულის პირველი პირის მიწოდება
შემსყიდველისათვის გზავნილის გაგზავნისთანავე.
3.6. უფასო საკურიერო მომსახურება, ყოველ სამუშაო დღეს 10 საათზე და 17
საათზე, ასევე,
მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე შემსრულებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე და უზრუნველყოს მიმწოდებლისაგან (ქ. თბილისი, ძმ.
ზუბალაშვილების ქ. N6) საფოსტო გზავნილის წამოღება. სასწრაფო გზავნილის
მისაღებად შემსრულებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება
შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.
3.7. მიმწოდებელის მხრიდან შემსყიდველის შეუფერხებელი მომარაგება
შესაბამისი ზომისა და რაოდენობის შესაფუთი მასალით (მ.შ. საქმეთა
ტომების შეფუთვის მიზნით).
3.8. გზავნილების ჩაბარება შემსყიდველის მოთხოვნის საჭიროების
შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შაბათ დღეს;
3.9. გზავნილის კურიერის მეშვეობით ადრესატზე/ფიზიკურ პირზე ჩაბარება
პირადად, საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ადრესატისათვის საქმიანობის ადგილზე გაგზავნილი გზავნილი უნდა
ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს
ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამის უფლებამოსილ
პირს, რომელიც ვალდებულია გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის
ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის უწყებაზე გზავნილის მიმღების
ხელმოწერით, პირადი ნომრის მითითებით. თუ გზავნილის ჩამბარებელმა
ადრესატი ვერ ნახა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილზე, იგი გზავნილს
აბარებს საცხოვრებელ ადგილზე მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე
სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს ან საქმიანობის ადგილზე კანცელარიას.
გზავნილის მიმღები ვალდებულია ჩამბარებლის მიერ წარდგენილ შესაბამის
უწყებაზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი ადრესატთან დამოკიდებულება ან
დაკავებული თანამდებობა. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის
ჩამბარებელმა შესაბამის უწყებაზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული
ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. თუ ადრესატი ადგილზე არ
იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ
მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო ორი სამუშაო დღის
განმავლობაში, ასევე გზავნილის ჩაბარების მიზნით უნდა განახორციელოს
შემსყიდველის მიერ მითითებულ ადრესატის ტელეფონის ნომერზე
დაკავშირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მხოლოდ ამის შემდეგ
კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს,
შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ)
გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში
გზავნილის უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი
თითოეული მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი აღნიშვნით, ასევე უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას განმეორებით (მეორეჯერ) მიტანილი გზავნილების
შესახებ,თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე,
შემსრულებელი ზეპირად განუმარტავს მას იმის თაობაზე, რომ უარის
განცხადების შემთხვევაში, გზავნილი შეიძლება მიჩნეული იქნეს
ჩაბარებულად. ამ პუნქტით განთვალისწინებულ შემთხვევებში ადრესატის
მიერ გზავნილის არ მიღების თაობაზე, შემსრულებელი ელექტრონული ან
მატერიალური დოკუმენტზე აკათებს შესაბამის აღნიშვანას, ხოლო გზავნილს
3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში უბრუნებს დამკვეთს.
3.10. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის
ქართულ ენაზე
მიწოდება შემსყიდველისთვის, სადაც მითითებული იქნება გზავნილის
ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელი მოაწერა
აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.
3.11. არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის უკან
დაბრუნება გაგზავნის ღირებულებით, გადამისამართება იმავე ქალაქში,
ხოლო ადგილობრივი გზავნილის გადამისამართება საქართველოს მასშტაბით
უფასოდ.
3.12. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ
მიმწოდებლის ყველა ხარჯს (მათ შორის შესაფუთი მასალების) და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.