Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #68645901)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL state service of veterans affairs
Номер конкурса: 68645901
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 58 344


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250001159
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 12:03
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 58`344.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ადგილობრივი (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია) და საერთაშორისო (საქართველოს ფარგლებს გარეთ) საფოსტო და საკურიერო მომსახურებები.
Количество и объём закупок იხილეთ ელექტრონულად შევსებული სატენდერო პირობები.
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 583 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi patarkalashvili :: 31.10.2025 10:29
  • Последнее исправление: giorgi patarkalashvili :: 19.11.2025 12:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653356&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია) და საერთაშორისო (საქართველოს ფარგლებს გარეთ) საფოსტო და საკურიერო მომსახურებები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება რაც გულისხმობს სამსახურის მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა სახის და ფორმატის ოფიციალური შეტყობინებების გაგზავნის/ჩაბარების მომსახურებას.
1.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახის კორესპონდენციის გატანა, როგორც სამსახურის იურიდილი მისამართიდან ქ.თბილისი გიორგი გურამიშვილის N12ა, ასევე სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებიდან და უზრუნველყოს მათი გაგზავნა/ჩაბარება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ.
2. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან 17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული დროის განმავლობაში.
3. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის როგორც იურიდილი მისამართიდან ქ.თბილისი გიორგი გურამიშვილის N12ა, ასევე სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სადაც განთავსებულნი არიან სამსახურის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები.
4. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს N1, N2 დანართების (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.
5. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ „თრექინგით“; მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება.
7. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი).
8. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
8.1 საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში, გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ყოველი გზავნილის მოძრაობის თაობაზე ინფორმაცია უნდა აისახოს ელექტრონულად.
8.2 საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში-მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას გზავნილი (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
9. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
10. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
11. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
12. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება).
13. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
14. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც;
15. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
16. ყოველი თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
17. მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცემა ცნობის სახით, საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი.
ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი.
საერთაშორისო გზავნილების ჩაბარებისას: თარიღი, მიმღების ხელმოწერა, ვინც დახვდება მისამართზე, ხოლო ორგანიზაციებში - ბეჭედი. ჩაუბარებლობის შემთხვევაში - თარიღი და მიზეზი, თუ რატომ ვერ ჩაბარდა გზავნილი.
18.საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ,,მარტივი“ გზავნილის გაგზავნის უზრუნველყოფა- საფოსტო გზავნილი რომელსაც მისი კურიერისთვის გადაცემისას არ ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერავად და ადრესატს ბარდება ხელმოწერის გარეშე.
შენიშვნა:
დანართი №1-ში, №2-ში (ფასების ცხრილებში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, ტენდერის გამოცხადებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში, გაწეული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურებები, რაზედაც სისტემის საშუალებით უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულე(ბები)ბა და მომსახურების გაწევის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. მათ შორის ერთი ხელშეკრულება მაინც თანხით არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულე(ბები)ბა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან საკმარისია მიუთითოს შესაბამისი NAT, SPA, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენტენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი პატარქალაშვილი, 591449824, g.patarqalashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

19-11-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

19-11-2025 Отделочные строительные работы.

19-11-2025 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

19-11-2025 Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом .

19-11-2025 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru