1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების
ფართო ქსელი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს შემდეგ
ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: აბაშა, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა,
ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბაღდათი, ბორჯომი, ბოლნისი,
გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, ვანი,
ზესტაფონი, ზუგდიდი, თეთრიწყარო, თელავი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი,
ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ლენტეხი, მარნეული, მარტვილი, მესტია, მცხეთა,
ნინოწმინდა, ოზურგეთი, ონი, რუსთავი, საგარეჯო, სამტრედია, საჩხერე,
სიღნაღი, სენაკი, სტეფანწმინდა, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქედა, ქობულეთი,
ქუთაისი, ყვარელი, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა,
წალკა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხობი, ხონი, ხულო. ჩამოთვლილ
ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ
ერთი ოჯახის ექიმი, რომელიც გაცემს მიმართვებს და რეცეპტებს და
შესაძლებელი იქნება მიმართვების და რეცეპტების ელექტრონული ფორმით
აღება.
2. პრეტენდენტს წინა პუნქტში ჩამოთვლილ ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში
უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა, მისი
არ ქონის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ იმავე ან/და უახლოეს
ქალაქში/მუნიციპალიტეტში შეთავაზებული უნდა იქნას თავისუფალი
არჩევანი იგივე თანადაფინანსების %-ით, როგორც პროვაიდერ
სტომატოლოგიურ კლინიკაში.
3. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 სხვადასხვა იურიდიული
დასახელების პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება (გარდა
სტომატოლოგიური დაწესებულებისა) საქართველოს მასშტაბით, აქედან
არანაკლებ 70 სხვადასხვა იურიდიული დასახელების პროვაიდერი სამედიცინო
დაწესებულება ქალაქ თბილისის მასშტაბით. ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში
(თითოეულში) 5 სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე პროვაიდერი
სამედიცინო დაწესებულება. ასევე, არანაკლებ თითო-თითო პროვაიდერი
სამედიცინო დაწესებულება საქართველოს სხვა რაიონულ/რეგიონულ ცენტრში.
დასაშვებია სხვა რაიონულ/რეგიონულ ცენტრებში არსებული სამედიცინო
დაწესებულებები წარმოადგენდნენ ერთიდაიმავე იურიდიულ პირებს.
4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული უნდა იქნას:
4.1 ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 მრავალფუნქციური სამედიცინო
დაწესებულება (იგულისხმება დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება
სხვადასხვა სახის ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების მიღება),
შემდეგი რაიონული მასშტაბით: გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის,
ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალო, ხოლო
საქართველოში არსებული რეგიონული მასშტაბით შემოთავაზებული უნდა
იყოს რეგიონში არანაკლებ ერთი მრავალპროფილური კლინიკა, რომელმაც უნდა
უზღუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისების მიღების შესაძლებლობა.
კერძოდ, ქირურგია; ტრავმატოლოგია; ნეიროქირურგია; ნევროლოგია; მეანობა;
გინეკოლოგია; რეანიმაცია; ოფთალმოლოგია; ოტორინოლარინგოლოგია;
კარდიოქირურგია; კარდიოლოგია; თერაპია; უროლოგია; რენტგენოლოგია;
ექოსკოპია; კომპიუტერული ტომოგრაფია; მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია;
ლაბორატორიული სერვისები. ზემოთხსენებული მრავალპროფილური კლინიკა
საქმიანობას უნდა ახორციელებს ყოველდღე, ასეთის არ არსებობის
შემხვევაში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზემოთ ჩამოთვლილი
მომსახურებების სხვადასხვა კლინიკაში მიღების შესაძლებლობა, მაგრამ
აუცილებლად ზემოხსენებული რაიონული მასშტაბით. კონკრეტულ
რაიონში/რეგიონში ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია
უზრუნველყოს უახლოეს რაიონში/რეგიონში მრავალპროფილური პროვაიდერი
სამედიცინო დაწესებულებით.
4.2 ქ. თბილისში, არანაკლებ 5 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება ამბულატორიული პედიატრიული სამედიცინო მომსახურების მიღება,
მათ შორის არანაკლებ 2 სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონალური
პედიატრიული სამედიცინო მომსახურების მიღება.
4.3 ქ. თბილისში, არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება ყელ-ყურ-ცხვირის სამედიცინო მომსახურების მიღება;
4.4 ქ. თბილისში, არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება ოფთალმოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება;
4.5 ქ. თბილისში, არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება სამშობიარო სამედიცინო მომსახურების მიღება;
4.6 ქ. თბილისში, არანაკლებ 3 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც უნდა
მოიცავდეს თერაპიულ კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, ინტერვენციულ
კარდიოლოგიას და ლაბორატორიულ ინსტრუმენტალურ კვლევებს;
4.7 ქ. თბილისში, არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება უროლოგიურ-ნეფროლოგიური სამედიცინო მომსახურების მიღება;
4.8 ქ. თბილისში, არანაკლებ 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება სხივური თერაპიის ჩატარება;
4.9 ქ. თბილისში, არანაკლებ 2 სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი
იქნება მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება (მათ შორის
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია).
4.10 ქ. თბილისის მასშტაბით, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას
არანაკლებ 40 (ორმოცი) სხვადასხვა იურიდიული დასახელების პროვაიდერი
სტომატოლოგიური კლინიკა.
5. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 პროვაიდერი სამედიცინო
დაწესებულება ქ. თბილისის მასშტაბით, რომელშიც შესაძლებელი იქნება
50%-იანი თანადაფინანსებით ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო მასაჟის
გაკეთება.
6. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 პროვაიდერი ლიცენზირებული
სააფთიაქო ქსელი. ასევე, არანაკლებ 4 პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში
შესაძლებელი უნდა იყოს ელექტორნული მიმართვების გადაგზავნა და
თანადაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით, შეძენა. სააფთიაქო
ქსელი უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს შემდეგ
ქალაქებში/მუნიციპალიტეტებში: თბილისი, აბაშა, ადიგენი, ამბროლაური,
ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბაღდათი, ბორჯომი,
ბოლნისი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი,
ვანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თეთრიწყარო, თელავი, თერჯოლა, თიანეთი, კასპი,
ლაგოდეხი, ლანჩხუთი, ლენტეხი, მარნეული, მარტვილი, მესტია, მცხეთა,
ნინოწმინდა, ოზურგეთი, ონი, რუსთავი, საგარეჯო, სამტრედია, საჩხერე,
სიღნაღი, სენაკი, სტეფანწმინდა, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ქედა, ქობულეთი,
ქუთაისი, ყვარელი, შუახევი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, ცაგერი, წალენჯიხა,
წალკა, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხაშური, ხობი, ხონი, ხულო. იმ
შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში,
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სააფთიაქო ქსელებს არ გააჩნია
ფილიალი, პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივად არსებული
აფთიაქის დაკონტრაქტება.
7. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
7.1 ქ. თბილისში პირადი (ოჯახის) ექიმის განთავსება ჯამში არანაკლებ 15
(თხუთმეტი) სამედიცინო დაწესებულებაში, საიდანაც არანაკლებ 10 (ათი) უნდა
იყოს სხვადასხვა იურიდიული დასახელების სამედიცინო დაწესებულება.
არანაკლებ 10 (ათი) სხვადასხვა იურიდიული დასახელების სამედიცინო
დაწესებულებიდან არანაკლებ სამი კლინიკა უნდა წარმოადგენდეს
სხვადასხვა იურიდიული დასახელების მრავალპროფილურ სამედიცინო
დაწესებულებას. ჯამურად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მასშტაბით არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ოჯახის ექიმის განთავსება,
შემდეგი პრინციპით: გლდანი ან/და ნაძალადევი არანაკლებ ორი ერთეული
ოჯახის ექიმი, დიდუბე ან/და ჩუღურეთი არანაკლებ ორი ერთეული ოჯახის
ექიმი, ისანი ან/და სამგორი არანაკლებ ორი ერთეული ოჯახის ექიმი,
მთაწმინდა ან/და კრწანისი არანაკლებ ორი ერთეული ოჯახის ექიმი, ვაკე
ან/და საბურთალო არანაკლებ ორი ერთეული ოჯახის ექიმი. ასევე, უნდა
უზრუნველყოს ოჯახის ექიმის განთავსება სსიპ საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სათაო ოფისში (ქ.
თბილისი მინდელის ქ. N7, არანაკლებ კვირაში ორჯერ 10-00 სთ-დან 15-00 საათამდე).
7.2 ქ. ქუთაისში პირადი (ოჯახის) ექიმის განთავსება არანაკლებ 3 სხვადასხვა
იურიდიული დასახელების სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი (ოჯახის)
ექიმის განთავსება, რომელთა შორის ერთი უნდა იყოს მრავალპროფილური
სამედიცინო დაწესებულება.
7.3 ქ. ბათუმში პირადი (ოჯახის) ექიმის განთავსება არანაკლებ 3 სხვადასხვა
იურიდიული დასახელების სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი (ოჯახის)
ექიმის განთავსება, რომელთა შორის ერთი უნდა იყოს მრავალპროფილური
სამედიცინო დაწესებულება.
7.4 საქართველოს რაიონულ/რეგიონულ თითოეულ ცენტრებში პირადი (ოჯახის)
ექიმის განთავსება არანაკლებ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.
7.5 დაზღვეულთა მომსახურება საზღვარგარეთ არსებულ არანაკლებ 5 პარტნიორ
(დასაშვებია ერთი კომპანიის მმართველობაში/საკუთრებაში არსებული
კლინიკები არანაკლებ 2 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში
მდებარეობით) კლინიკაში 5%-დან- 20%-მდე ფასდაკლებით ამბულატორიულ და
ჰოსპიტალურ მომსახურებაზე. ამასთან პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
ზემოაღნიშნულ კლინიკებში საგარანტიო წერილის გაცემა.
8. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ თითო სერვის-ცენტრი შემდეგ
ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.
9. მზღვეველმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს მობილური
აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულებს ექნებათ შესაძლებლობა:
მიიღონ პოლისის დეტალებზე ინფორმაცია, განახორციელონ ხარჯების
დისტანციური ანაზღაურება, რაც გულისხმობს ასანაზღაურებლად საჭირო
დოკუმენტაციის ელექტრონული სახით მიღებას და ასანაზღაურებელი თანხის
გადარიცხვას დაზღვეულის (უფლებამოსილი პირის) ანგარიშზე, ვიზიტის
დაჯავშნა ოჯახის ექიმთან, საგარანტიო მიმართვების მოთხოვნის გაკეთება,
პროვაიდერ კლინიკებსა და სააფთიაქო ქსელში, საოპერაციო საგარანტიო
მოთხოვნის გაკეთება, პროფილაქტიკური კვლევებზე მოთხოვნის გაკეთება.
ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს მოთხოვნის
გაკეთებიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში. მობილური აპლიკაცია უნდა
მუშაობდეს გამართულად. იმ შემთხვევაში, თუ მობილური აპლიკაციის
შეფერხების დაყოვნება გადააჭარბებს 3 სამუშაო დღეს, შემსყიდველი
უფლებამოსილია გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციები.
9.1 მობილური აპლიკაციის შესახებ პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
აპლიკაციის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სარგებლობის
ინსტრუქცია.