დანართი №1
ტექნიკური დავალება
1. შესყიდვის ობიექტია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სედანისა და ჯიპის ტიპის
ავტომანქანების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურება, რომელიც უნდა
განხორციელდეს შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
1.1 ავტომანქანის გარედან და შიგნიდან რეცხვა უნდა განხორციელდეს
შემდეგი პირობებით:
1.1.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საბარათე
(პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, მიმწოდებელი ვალდებული
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა თავის
ვებ- გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალურ ანგარიში და ამავე
ვადაში უზრუნველყოფს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვას
აღნიშნულ ანგარიშზე, პლასტიკურ ბარათზე მისი შემდგომი განაწილების
მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ტალონის მეშვეობით.
1.1.2 რეცხვის ბარათი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას;
ა) მომწოდებლის დასახელება
ბ) ბარათის იდენტიფიცირების ნომერი
გ) ავტომანქანის სახეობა (ტიპი)
დ) ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი
1.1.3 სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი
წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს
ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, 24 საათის
განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ
ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდის
საშუალებით შემსყიდველის სახელის საიდენტიფიკაციო პაროლის
გამოყენებით.
1.1.4 პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი
უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება
მიმწოდებლის ნებისმიერ ავტო სამრეცხაო სადგურზე.
1.1.5 მიმწოდებელი უზრუნველყოფს ავტომობილების რეცხვას როგორც გარედან,
ისე შიდა (სალონი, საბარგული) რეცხვას, რეცხვა მოხდება ხელით სპეციალური
მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით,
რეცხვისთვის გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის სარეცხი და
საწმენდი საშუალებები, რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ავტომანქანის
გაშრობა.
1.1.6 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.1.7 მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ რაოდენობის
პლასტიკური ბარათების დამზადებას უსასყიდლოდ ხელშეკრულების
გაფორმებიდან შემსყიდველის სიტყვიერი ან/და წერილობითი მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, პლასტიკური ბარათის
დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ახალი პლასტიკური ბარათის შემსყიდველისათვის უსასყიდლო მიწოდება,
მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.1.8 მიმწოდებელს ექსპლოატაციაში უნდა გააჩნდეს:
1 ქ. თბილისში მინიმუმ 4 სამრეცხაო, მინიმუმ 4 ბოქსით, აქედან 1 სამრეცხაო
არანაკლებ 4 ბოქსით ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე შემსყიდველის
ადმინისტრაციული შენობიდან (ვლადიმერ წითლანაძის 1 შესახვევი № 1)
არაუმეტეს 2 (ორი) კილომეტრის რადიუსში და ასვე აქედან 1 სამრეცხაო,
არანაკლებ 2 ბოქსით, 24 (ოცდაოთხი) საათიანი მომსახურებით.
2. ქ. ბათუმში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
3. ქ. ქუთაისში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
4. ქ. თელავში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
5. ქ. რუსთავში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
6. ქ. მცხეთაში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
7. ქ. გორში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
8. ქ. ახალციხეში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
9. ქ. ამბროლაურში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
10. ქ. ოზურგეთში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
11. ქ. ზუგდიდში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
12. ქ. ფოთი მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
1.1.9 მანქანის რეცხვის მომსახურება მოიცავს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე საკუთრებაში ან
სარგებლობაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურებას:
ა) ჯიპის ტიპის ავტომანქანის რეცხვის მომსახურების რაოდენობაა - 5500 (ხუთი
ათას ხუთასი სამოცი) ცალი;
ბ) სედანი ტიპის ავტომანქანის რეცხვის მომსახურების რაოდენობაა 200
(ორასორმოცდაათი) ცალი;
1.1.10 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, შემსყიდველს
მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი)
საათისა.
1.2 ავტომანქანის მხოლოდ გარედან რეცხვა:
1.2.1 მიმწოდებელი უზრუნველყოფს ავტომობილების მხოლოდ გარედან რეცხვას,
რეცხვა მოხდება სპეციალური მოწყობილობის, აპარატურის გამოყენებით,
ინვენტარისა და სარეცხი საშუალებებით, რეცხვისთვის გამოყენებული
იქნება მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები.
1.2.2 ჯიპის და სედანის ტიპის ავტომანქანის მხოლოდ გარედან რეცხვის
მომსახურების რაოდენობაა - 6300 (ექვსიათასშვიდასოცი) ცალი;
1.2.3 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, შემსყიდველს
მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი)
საათისა
1.2.4 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.3 ავტომანქანის ქიმწმენდა უნდა განხორცილედეს შემდეგი პირობებით:
1.3.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების -
მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების ქიმიური წმენდის
მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ავტომანქანების ინტერიერის, სალონის
და საბარგულის სრულად წმენდას შესაბამისი ხსნარებით.
1.3.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების ინტერიერის (სალონი
საბარგული) ქიმიური წმენდა. წმენდა უნდა მოხდეს სპეციალური
მოწყობილობების, ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების
გამოყენებით;
1.3.3 წმენდისას უნდა მოხდეს სალონის პლასტიკური და ტყავის/ნაჭრის
ელემენტების დამუშავება დამცავი და დამარბილებელი სპეციალური სითხით
და კრემებით, სალონის გაწმენდა და დეზინფექცია, არასასიამოვნო სუნის
ლიკვიდაცია;
1.3.4 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.3.5 მიმწოდებელმა ქიმწმენდის მომსახურების გაწევა, ასევე ავტომანქანის
გაშრობა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შესაბამისი
ბარათის/ტალონის წარდგენიდან არაუმეტეს 48 საათში;
1.3.6 ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურება მოიცავს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე საკუთრებაში ან
სარგებლობაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურებას - ჯიპის
ტიპის ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობაა - 4 (ოთხი) ცალი;
სედანის ტიპის ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობაა - 2
(ორი) ცალი;
აუცილებელი პირობა: შესასყიდი ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს
შემსყიდვლის საჭიროების საორიენტაციო მაჩვენებელს, შესაბამისად,
შემსყიდველი არ არის ვალდებული დოკუმენტაციაში მითითებული
მომსახურების შესყიდვა განახორციელოს სრულად.