Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Животные или растительные масла и жиры (Грузия - Тендер #68645847)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Kindergartens Union
Номер конкурса: 68645847
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 11 998


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020573
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.11.2025 17:58
Начало приема предложения 26.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 11`998.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15400000-Животные или растительные масла и жиры
Коды классификатора
  • 15400000 - Животные или растительные масла и жиры
  • 15421000 - Рафинированные масла
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნის შესაბამისად 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების აღსაზრდელთათვის მცენარეული ზეთის შეძენა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 120 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lia shotadze :: 18.11.2025 17:06
  • Последнее исправление: lia shotadze :: 18.11.2025 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655866&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - ზეთი (მცენარეული),(შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ზეთი (მცენარეული) - 1714 ლირტი.
• თითოეული მოწოდებული პარტია უმაღლესი ხარისხის, პრემიუმი ან/და ექსტრა (აღნიშნულის შესახებ მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე), რაფინირებული, მცენარეული, მზესუმზირის.
• ფერი მოყვითალო, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული პროდუქტისთვის.
• არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (ემულგატორების, კონსერვანტების და საღებავების სახით).
• დაფასოებული 1-5.0 ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში, მითითებული შენახვის ვადები და პირობები.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 70%, არანაკლებ 8 (რვე) თვე.
შენიშვნა: მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;



სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებას;

საქონელი უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტობრივ გამოცხადებაზე.

იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა პანდემია,ეპიდემია ან/და სხვა დაუძლეველი ძალა,შეწყდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ა(ა)იპ ხელვაჩაურისსაბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2026 წლის 30 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის ტექნიკური მახასიათებლები - დანართი N1-ის შესაბამისად;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვროს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები:
1. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #1 - მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
2. ერგეს საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე;
3. თხილნარის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი თხილნარი;
4. სალიბაურის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალიბაური;
5. განთიადის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი;
6. ჭარნალის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭარნალი;
7. ორთაბათუმის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაბათუმი;
8. ახალშენის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალშენი;
9. ჩიქუნეთის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიქუნეთი;
10. აჭარისწყლის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭარისწყალი;
11. ახალისოფლის #1საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი; 12. მახოს საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო.
13. ქედქედის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედქედი.
14. კირნათის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირნათი.
15. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #2- მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
16. ფერიის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერია.
17. მახინჯაურის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახინჯაური.
18 ახალისოფლის #2 საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი;

არსებულ მისამართებს შესაძლებელია დაემატოს სხვა მისამართებიც.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ;

კონკრეტული პარტიის რაოდენობა, ასევე, კონკრეტულ საბავშვო ბაღებზე მისაწოდებელი ზეთის კონკრეტული რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე განისაზღვრება შემსყიდველისგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება ელექტრონულ მისამართზე @mail), შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად;

საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-3 დღისა დილის 10 საათამდე;

შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ათვისება განისაზღვრება ბვშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად);

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდეტმა უნდაწარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ - დანართი N3-ის შესაბამისად

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგნს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან/ და დეკლარაცია) ქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენმა პრეტენდენტმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში მითითებული საქონლის ნიმუშები.
აღნიშნული გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტზე, ხოლო, ასეთის დისკვალიფიკაციის შემთხევაში, ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ ყოველ შემდგომ პრეტენდენტზე.
2. შესყიდვის ნიმუშის წარმოუდგენლობა (ან შეუსაბამობა) გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას (ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება).
3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშების.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა
ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N25

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა-ლარი.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება ეტაპობრივად , ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, უნაღდო ანგარისწორების წესით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება დოკუმენტაციის(გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) წარმოდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლია შოთაძე, 593888813, lia.shotadze1988@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

შენიშვნა: დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში ფასთან ერთად, კვალიფიციური ელექტრონული ხელწერის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დადასტურებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru