Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения (Грузия - Тендер #68645844)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Department on the Supervision over Environment Protection
Номер конкурса: 68645844
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 19 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020576
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.11.2025 18:02
Начало приема предложения 24.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.11.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 19`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 32300000-Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения
Коды классификатора
  • 32333000 - Аппараты для записи и воспроизведения видео
Срок подачи იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 80.00 GEL
Размер гарантии 198 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: niko khutsishvili :: 18.11.2025 16:34
  • Последнее исправление: niko khutsishvili :: 18.11.2025 18:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655855&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი: სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საჭიროებისთვის საავტომობილო ვიდეო-რეგისტრატორების, მათთან დაკავშირებული აქსესუარების და ვიდეო-რეგისტრატორების ავტომობილებში მონტაჟის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება დანართი N1

საავტომობილო ვიდეო კამერა, შიდა გამოყენების, წინა საქარე მინასთან; საავტომობილო ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, არანაკლებ 1TB მეხსიერებით - 10 კომპლექტი

მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:

საავტომობილო ვიდეო კამერა შიდა გამოყენების, წინა საქარე მინასთან მონტაჟით;
რეზოლუცია მთავარ არხზე (main stream) არანაკლებ: 1080 P 1920(H)x1080(V) 25FPS;
CCD ან CMOS მატრიცა, გათვლილი ვიბრაციაზე;
მინიმ. შუქმგრძნობელობა 0.05Lux (ფერადი ) არაუმეტეს F2.0 ;
ელექტრო ჩამკეტი არანაკლებ 1/30s - 1/10,000s;
დღე- ღამის (Day/Night); Wide Dynamic Range მხარდაჭერა;
დიაფრაგმა და ობიექტივი;
ხედვის კუთხე არანაკლებ: ჰორიზონტალური: 130° ვერტიკალური 75°;
ვიდეო კომპრესია: H.264 ან H.265, POE მხარდაჭერა (IP კამერის შემთხვევაში);
საავიაციო კონექტორით;
ღამის ხედვა : არანაკლებ 10 მეტრი.
მუშაობის ტემპ. დიაპაზონი :-არანაკლებ -25℃-არანაკლებ+55℃ ;
კვება: PON(DC12V) ან POE(DC48V) არანაკლებ IP 54 თავსებადი;
ზომები არაუმეტეს 115x105 x65 მმ.

საავტომობილო ვიდეოჩამწერი მოწყობილობა მონტაჟით, არანაკლებ 1TB (HDD ან SSD) მეხსიერებით;
ჯამურად არანაკლებ 4 არხის მხარდაჭერა, აქედან 1 არხი მაინც უნდა იყოს ციფრული (IP, HDSD ან მსგავსი), შემდეგი პარამეტრებით: ანალოგური სიგნალი არანაკლებ PAL 720p @ 25FPS მხარდაჭერით; ან/და 1 ციფრული სიგნალი არანაკლებ 1080P (1920X1080) 30FPS მხარდაჭერით;
საავიაციო კონექტორებით;
ვიდეო კომპრესია H.264 ან H.265;
ძირითადი ჩაწერისთვის SATA მეხსიერების მხარდაჭერა;
არანაკლებ 1 შემავალი აუდიო სიგნალი;
არანაკლებ 1 გამომავალი ვიდეო სიგნალი;
ეკრანის არანაკლებ 4 ნაწილად გაყოფის საშუალებით;
კვება: შემავალი 8-36V, გამომავალი 5V გათვლილი ა/მანქანაში დამონტაჟებისთვის (მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შესაძლო ძაბვის ცვალებადობა, რამაც არ უნდა დააზიანოს ჩამწერი მოწყობილობა და ვიბრაცია, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მოწყობილობის ან მყარი დისკის დაზიანება);
არანაკლებ 1 ცალი USB2.0 პორტები. ჩამწერის ფუნქციონალთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ან მართვის პულტით ან თანმდევი მონიტორით ან/და web ბრაუზერით, შესაძლებელი უნდა იყოს ჩანაწერის ძიება - ამოღება დროისა და თარიღის მიხედვით;
ჩანაწერზე დრო-რიცხვის მონაცემების დატანა.
მყარი დისკი: HDD ან SSD ტიპის, განკუთვნილი სპეციალურად ციფრული ვიდეოჩამწერებისთვის; მოცულობა არანაკლებ 1TB;
თავსებადი შემოთავაზებულ ვიდეოჩამწერთან.
მყარი დისკი მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ მოდულში რომელიც ჩამწერ მოწყობილობაში უნდა იკეტებოდეს ე.წ გასაღების მეშვეობით. მოდულს უნდა გააჩნდეს ინტერფეისი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს მოდულის კომპიუტერის USB პორტზე დაერთება, მყარი დისკიდან ინფორმაციის წაკითხვა მყარი დისკის მოდულიდან ამოღების გარეშე, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (soft) დახმარებით, უნდა შეეძლოს ვიდეო ჩანაწერების ძებნა და ექსპორტი ვიდეო ფაილის გაფართოებით (mp4 ან სხვა).
პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს უფასო და უვადო;
ზომები არაუმეტეს 230X230X165მმ;
სამუშაო ტემპერატურა არანაკლებ -25℃ დან არანაკლებ +55℃.

შენიშვნა:
• ვიდეო კამერებისა და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების ავტომობილებზე დამონტაჟებისთვის საჭირო ყველა სამონტაჟო და სახარჯი მასალის ხარჯი ეკისრება მიმწოდებელს.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლ(ებ)ის დეტალური ტრენინგი, შესყიდვის ობიექტის მოხმარების საკითხში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების (ავტომობილებზე მონტაჟი) გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.წითლანაძის I შესახვევი №1, მე-6 სართული.
თანმდევი მომსახურება (ვიდეო-რეგისტრატორების და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების ავტომობილებზე მონტაჟი) უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში მომწოდებლის ან/და შემსყიდველის მისამართზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

დანართი №3
ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ
შესყიდვის ობიექტებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაზიანების აღმოჩენიდან „10 (ათი)“ სამუშაო დღის ვადაში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს აზიანების აღმოფხვრა ან/და დაზიანებული საქონლის ჩანაცვლება ანალოგიური პარამეტრების მქონე ახალი საქონლით;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ფასების ცხრილით მოითხოვება შემოთავაზებულ საქონელზე მწარმოებელი და მოდელი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: Data sheet); ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება დაადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
*უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი.

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას განახორციელებს 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, მიმწოდებელს უფლება აქვს არ ისარგებლოს წინასწარი ანგრიშსწორების პირობით. შესაბამისად მასთან ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ განახორციელებს საქონლის მიწოდებას 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, იგი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრისა წარმოადგინოს საავანსო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით.
წინასწარი ანგარიშწორების პირობები:
ა) ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო გარანტიის საფუძველზე. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ბ) საავანსო გარანტია უნდა იყოს უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი, გაცემული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

გ) საავანსო გარანტია უკან დაუბრუნდება პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის მიღების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

7.2 terms of step by step and/or final payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში. ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად ავანსის სახით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის საფუძველზე. ავანსის რაოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 100%.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ ისარგებლებს წინასწარი ანგარიშსწორების პირობით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ისარგებლებს წინასწარი ანგარიშწორების პირობით, ანგარიშწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო ან/და სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე, საგარანტიო დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკო ხუციშვილი, 591512106, niko.khutsishvili@des.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ტექნიკური მოთხოვნები:
როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირისათვის პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების ფასის ატვირთვასთან ერთად უნდა ატვირთოს და წარმოადგინოს შემდეგი ტექნიკური დოკუმენტაცია:
ა) სრული ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის შესახებ ტექნიკური დავალება დანართი N1-ის მიხედვით;
ბ) სატენდერო წინადადების ფასი (ფასების ცხრილი) დანართი N2-ის მიხედვით;
გ) ინფორმაცია საგარანტიო პირობებისა და ვადების შესახებ დანართი N3-ის მიხედვით;
დ) ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru