Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68645801)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Office of the Government of the Autonomous Republic of Adjara
Номер конкурса: 68645801
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 271 380


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020611
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 11:29
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 271`380.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 (ორასათი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
3 (სამი) ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 2`714 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: amiran nakashidze :: 17.10.2025 16:02
  • Последнее исправление: lasha bolkvadze :: 19.11.2025 11:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651780&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

3 (სამი) ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი ავტომანქანების რაოდენობა შეადგენს 3 (სამი) ერთეულს;

1.2.2. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი №1);

1.2.3. პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად;

1.2.4. საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება;

1.2.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად;

1.2.6. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის, ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვება, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 500კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება;

1.2.7. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №2 – ის ცხრილ №2-ში ჩაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმური საგარანტიო მომსახურებ(ებ)ი (მაგალითად საწვავის ფილტრი, ხიდის ზეთი და ა.შ.), რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ცხრილში;

1.2.8. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სერვისის მომსახურების განფასება ძალაში უნდა იყოს ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე;

1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით;

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ №2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

1.2.11. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით;

1.2.12. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილის ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში). საწვავის ხარჯის დაანგარიშება უნდა მოხდეს ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯისა (შერეული წვის პირობებში, რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლის, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 150 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ავტომანქანების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 (ორასათი) კალენდარული დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. ბათუმი კ. გამსახურდიას ქ. N9
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.
1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში, მათ შორის, (თბილისი, ბათუმი), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით)

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნისა და მარკა/მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს (საკუთრებაში/სარგებლობაში) შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში და არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი ქ. ბათუმში ან ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 კმ რადიუსში.

2.3.1.2 ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.

2.7.1.2 ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით

2.9 other additional requirements

თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასი წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია სატენდერო ღირებულებაზე საჭიროა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ელექტრონულ ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

6.4.2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

6.4.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან. გარანტიის წარმოდგენა ასევე დასაშვებია სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.

6.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს, პირველი მოთხოვნისთანავე, გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1.წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება სავალდებულოა 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 100%-ის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესყიდვის ობიექტის მოწოდება განხორცილედება 2025 წელს.

7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე.

7.1.1.3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.1.1.5. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

ავანსის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელება საავანსო საბანკო გარანტიის ან საქონლის მიწოდებისა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ბოლქვაძე, 577302623, procurementajaragov@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში:

ა) დანართი N2 - განფასება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
ბ) დანართიN1- ტექნიკური მახასიათებლები, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სერვის ცენტრების შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დილერობის შესახებ;
ე) პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის გათვალისწინებული ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ;

10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

19-11-2025 Exploitation, maintenance préventive et corrective des installations techniques de courant fort, courants faibles, chauffage, ventilation, climatisation, désenfumage et plomberie.

19-11-2025 33 - VAYRES - 3ème RMAT- CCAEM - Construction d"une installation de production d"énergie électrique par panneaux photovoltaïques en autoconsommation avec stockage de batteries (migrogrid).

19-11-2025 Entretien des installations d"antennes collectives et individuelles en garantie totale. .

19-11-2025 Mission de diagnostic de maitrise d"oeuvre en bâtiment pour la réhabilitation de la friche Finot en espace culturel et café restaurant à SAINT-SORLIN EN VALLOIRE .

19-11-2025 Услуги по очистке и санации.

19-11-2025 Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru