Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы (Грузия - Тендер #68617138)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68617138
Дата публикации: 17-11-2025
Сумма контракта: 67 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020495
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 23:52
Начало приема предложения 24.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 67`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 31100000-Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы
Коды классификатора
  • 31120000 - Генераторы электричества
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
დიზელ-გენერატორის (თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок 1 კომპლექტი
Шаг снижения цены 670.00 GEL
Размер гарантии 670 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tornike maghlakelidze :: 12.11.2025 11:39
  • Последнее исправление: ilona arghvliani :: 17.11.2025 23:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654947&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დიზელ-გენერატორის (თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1 (ერთი) კომპლექტი დიზელ-გენერატორი (თანმდევი მომსახურებით).

დიზელ-გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები:
დიზელ-გენერატორი - რომლის გადატვირთვის სიმძლავრის (Standby Power) დიაპაზონი უნდა შეადგენდეს 250-280 კვტ-ს, ხოლო მუშა სიმძლავრის (Prime Power) დიაპაზონი - 250-280 კვტ-ს.

ძაბვა 400/230 ვოლტი, 50 Hz, 3 ფაზა;

დაცვა არანაკლებ IP22;

შესაბამისი სიმძლავრის ავტომატური მართვის პანელი (AVR)-ით, ავტომატური გადამრთველით-მოეწყოს შენობის ცენტრალურ ელ. მომარაგებაზე;

ხმის ჩამხშობი კაბინით;

კაბინის გასაღებიანი კარით;

დიზელ-გენერატორი უნდა წარმოადგენდეს მონობლოკს, აგრეგატისა და გამომავალი ელ. პარამეტრების კონტროლისა და მართვის პანელით, ინტეგრირებული საწვავის ავზით, დიზელ-გენერატორის ასამუშავებლად განკუთვნილი აკუმულატორით და აკუმულატორის დამტენით, ზეთით, ჰაერის ფილტრით, ზეთის ფილტრით, წყლის გაგრილების სისტემით, ძრავის გაგრილების სიტემის გამათბობელით (ზამთრის პირობებში გენერატორის ამუშავებისთვის), ავარიულ სიტუაციაში ავტომატურად გათიშვის ფუნქციით, გრაფიკული LCD მონიტორი;

პერიოდული სერვისის მოთხოვნის მაჩვენებელი, ძრავის ზეთის, ძრავის ტემპერატურის, ზეთის წნევის, საწვავის დონის, ნამუშევარი საათების, ჩართვების რაოდენობის, ამპერაჟის, ვოლტაჟის და სხვა მახასიათებლების მაჩვენებელი, აკუმულატორის მინიმალური და მაქსიმალური ძაბვის ასახვა;

არანაკლებ ინგლისურ ენოვანი მხარდაჭერა;

საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერ ჩართვაზე ელექტრონული ფოსტის ან/და sms შეტყობინების საშუალებით ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაგზავნის ფუნქცია;

ავტომატური მართვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სიმძლავრის გადამრთველი კონტაქტორებით;

დიზელ-გენერატორი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი;

მოცემული ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს შემოთავაზებული დიზელ გენერატორის მწარმოებლის ვებ საიტზე დიზელ გენერატორის ტექნიკური მონაცემების დოკუმენტში. გენერატორს უნდა გააჩნდეს დაცვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გენერატორის გათიშვას შესაბამისი გარემოებების დადგომისთანავე;

საქონლის მოწოდებისას, მიღება-ჩაბარების გაფორმების ეტაპზე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქარხნო შემოწმების აქტი (FAT), უცხოურ ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში, უნდა იქნას წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტი ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული;

შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (ან მისი ასლი) უნდა გადაეცეს შემსყიდველს.


სამონტაჟო სამუშაოები (თანმდევი მომსახურება) უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ამჟამად სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობას ემსახურება საპროექტო გენერატორის განსათავსებელ ადგილზე მდგომი დიზელ-გენერატორი. მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს არსებული გენერატორის დემონტაჟი (დაზიანების გარეშე) და დანართის (ფოტოფიქსაცია) მიხედვით მითითებულ ტერიტორიაზე გადატანა/ტრანსპორტირება.

ახალი გენერატორი უნდა განთავსდეს არსებული გენერატორის ადგილზე განთავსებულ მიწისპირა არმირებულ ფილაზე (საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ მოეწყოს შესაბამისი სადგამი);

პრეტენდენტმა მიწოდების სერვისის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს შენობის ცენტრალურ ელ. მომარაგების ფარებზე გენერატორის შესაბამისი სიმძლავრის კაბელით მონტაჟი (მიახლოებითი მაქსიმალური მანძილი 100-130 მეტრი);

მიმწოდებლის მიერ უნდა მოეწყოს გენერატორის დამიწების ქსელი (შემსყიდველისთვის წარმოდგენილ უნდა იყოს შესაბამისი აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა).

საქონლის დამონტაჟების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა შეადგინოს და შემსყიდველს წარუდგინოს ადგილზე შემოწმების აქტი (SAT). ადგილზე ინსტალაციის შემდეგ ჩატარდება შემდეგი შემოწმებები:

შემოწმება დატვირთვაზე;

50% დატვირთვა არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში;

100% დატვირთვა არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში;

ჩართვის დროის და სრულ დატვირთვაზე გადასვლის დროის შემოწმება; შემოწმების დროს გენერატორს საჭირო საწვავის ხარჯით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით.

მიმწოდებელმა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს თანამშრომ(ლებს)ელს უნდა ჩაუტაროს დიზელ-გენერატორების ექსპლუატაციისათვის საჭირო სწავლების კურსი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

დიზელ-გენერატორის მიწოდების და მონტაჟის ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N150 (საკ.კოდი: 01.13.08.001.014).

1.7.1 requirement related to guarantee period

დიზელ გენერატორზე (როგორც ძირითად აგრეგატზე - დიზელ-გენერატორზე, ასევე მაკომპლექტებელ ნაწილებზე და შესრულებულ სამუშაოებზე), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელი. გარანტიის პერიოდში სატელეფონო კონსულტაციები ავარიული სიტუაციის შემთხვევაში 24/7.

შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ხარვეზი გამოწვეულია ნივთის გარეგანი მექანიკური დაზიანებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ფასების ცხრილის (დანართი №1) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ასევე დაზუსტების ეტაპზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის ან/და კატალოგის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან/და კატალოგის ნომრის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელიან ან/და კატალოგის ნომერი, ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet) ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.

შენიშვნა: მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს (პირის) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა გადადის 2026 წელს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, რის საფუძველზეც მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100% - ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის გარანტიას მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება მიწოდებულ საქონელზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2. გარანტიის შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თორნიკე მაღლაკელიძე, 595744747, Tornike.Maglakelidze@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც წარმოდგენილია მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი");
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი ან/და კატალოგის ნომერი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
10.1.9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება".

10.1.10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი - დანართი №1;

ბ) 2.7.1.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet) ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru