Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #68617116)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Communication Commission
Номер конкурса: 68617116
Дата публикации: 17-11-2025
Сумма контракта: 42 796


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020457
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 17:36
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 42`796.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სააპარატურო კონტეინერის მოწყობა მზის პანელებით
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 428.00 GEL
Размер гарантии 428 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mgaloblishvili :: 12.11.2025 17:08
  • Последнее исправление: nino mgaloblishvili :: 17.11.2025 17:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655058&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სააპარატურო კონტეინერის მოწყობა მზის პანელებით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. პროექტის აღწერა
მიზანი: სააპარატურო კონტეინერის მოწყობა მზის პანელებით, რომელშიც განთავსდება სატელეკომუნიკაციო აპარატურა (რადიოსიხშირული სკანერი და ანალიზატორი).

2. კონტეინერის სპეციფიკაციები
ზომები:
o საერთო შიდა ფართი: არანაკლებ 7.5 კვ/მ
o სიმაღლე: არაუმეტეს 2.50 მ
o სიგრძე: არაუმეტეს 3.00 მ
o სიგანე: არაუმეტეს 2.50 მ
o მასალა: სენდვიჩ პანელის სისქე: მინიმუმ 5 სმ (პოლიურეთანის ან მინაბამბის შიგთავსით).

3. სტრუქტურული მოთხოვნები კონტეინერის მიმართ:
o კონტეინერში განსათავსებელი სატელეკომუნიკაციო აპარატურის სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონია: +5°C-დან +40°C-მდე.
o აღჭურვილი უნდა იყო კონდიციონერით და ე.წ. თავისუფალი გაგრილების სისტემით, რომელსაც ვენტილაციისათვის უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 ღიობი (შემომტანი და გამომტანი)
o კონდიციონერსა და თავისუფალი გაგრილების სისტემას უნდა ჰქონდეს ავტომატური თერმოსტატური კონტროლი.
o სავენტილაციო ღიობები უნდა იყოს დაცული მცირე ზომის უჟანგავი ფოლადის ბადით (Mesh Filter), სადაც ვერ შეაღწევს ფაროსანა.
o თავისუფალი გაგრილების სისტემა უნდა იყოს დაბალი ენერგომოხმარების და დაკავშირებული იყოს UPS სისტემასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავარიული რეჟიმი.
o საკომუნიკაციო ხვრელი აპარატურის კაბელების გასატარებლად. გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური კაბელგამტარი ფირფიტა, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობასა და მტვრისგან დაცვას.
o კარის ტიპი: თბოსაიზოლაციო და წყალგაუმტარი, მეტალის, საკეტით დაცული.
o ანტიკოროზიული დაცვა: ყველა მეტალის ელემენტი უნდა იყოს დაფარული გალვანიზირებული და ეპოქსიდური საფარით ან თერმულად შეღებილი.

4. კონტეინერის სამუშაოები მოიცავს:
o კონტეინერის დასადგმელად ფუნდამენტის მომზადებას: ფართის გასწორება, მიწის სამუშაოები, საფუძვლის მომზადება (არმირებული ბეტონის ფუნდამენტის, ბეტონის ბალიშების ან სხვა კონსტრუქციის შექმნა)
o ელექტროგაყვანილობის და საკაბელო არხების მონტაჟს, სადაც გამოყენებული კაბელები უნდა აკმაყოფილებდეს IEC 60332-3-24 სტანდარტს, რათა შეზღუდოს ცეცხლის გავრცელება და არ გამოყოს ტოქსიკური გაზები.
o პანელების ერთმანეთთან დაკავშირება სპეციალური დამჭერებით, ჰერმეტიზაციისთვის სპეციალური სილიკონის ან სხვა მასალების გამოყენება.
o თითოეული პანელის ზუსტად და მყარად შეკვრა მჭიდრო შეერთებისათვის, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურული სიმტკიცის და ტემპერატურული იზოლაციის ერთიანობას.
o კონსტრუქცია უნდა იყოს დამიწებული, რათა დაცული იყოს მეხისა და მოკლე ჩართვისგან.

5. ენერგიის წყარო
მზის ენერგიის სისტემა:
o მინიმალური ჯამური სიმძლავრე: არანაკლებ 3000 ვატი
o ტექნოლოგია: ორმხრივი Bifacial მონოკრისტალური მაღალი ეფექტურობის მქონე მოდულები
o გამომუშავების ეფექტურობა: მინიმუმ 22%
o დაცვა გარემოს პირობებისგან: პანელები უნდა შეესაბამებოდეს IP67 ან უფრო მაღალი დაცულობის სტანდარტს.
o პანელების მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -40°C-დან +85°C-მდე.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობა თავსებადი უნდა იყოს GEL აკუმულატორების დატენვის არსებულ 48V-იან სისტემასთან.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის სიმძლავრე: მზის პანელების საერთო სიმძლავრის შესაბამისი.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის ეფექტურობა: მინიმუმ 96%
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის დაცვა გარემოს პირობებისგან: IP65 ან უფრო მაღალი კლასი
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი: -20°C-დან +60°C-მდე.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს მონიტორინგისა და მართვის შესაძლებლობა, დისტანციური წვდომის ფუნქციით.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავ მოწყობილობა დაცული უნდა იყოს ზედმეტი დატვირთვისგან, მოკლე ჩართვისგან, გადახურებისგან და დაბალი და მაღალი ძაბვისგან.

6. ენერგიის დისტრიბუცია:
o კონტეინერში სატელეკომუნიკაციო აპარატურასთან ერთად განთავსდება UPS და აკუმულატორები, რომლებიც უნდა დაიმუხტოს როგორც მზის პანელებიდან ასევე გარე ქსელიდან, რომელიც მდებარეობს ეზოში 20 - 25 მეტრ მანძილზე სატრანსფორმატოროში.
o სისტემა უნდა პასუხობდეს სატელეკომუნიკაციო აპარატურის უწყვეტ ენერგომომარაგებას, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური მუშაობა.

7. მზის პანელების სამუშაოები მოიცავს:
o მიწის სამუშაოებს, მათ შორის კონსტრუქციის საფუძვლების მომზადებას.
o ელექტროგაყვანილობის მონტაჟს, სადაც გამოყენებული უნდა იყოს EN 50618 სტანდარტს შესაბამისი კაბელები.
o კონსტრუქცია უნდა იყოს გალვანიზირებული ფოლადისგან ან სხვა ანტიკოროზიული მასალისგან.
o კონსტრუქცია მყარად უნდა დაფიქსირდეს ბეტონის საფუძველზე.
o კონსტრუქცია უნდა იყოს დამიწებული, რათა დაცული იყოს მეხისა და მოკლე ჩართვისგან.

8. არსებული ენერგო სისტემა:
o ენერგიის მოხმარება: 600-900 ვატ/საათი.
o უწყვეტი კვების წყარო: UPS (KSTAR 2KVA/1.8KW) გარე აკუმულატორების კონფიგურაციით.
o აკუმულატორები: 8 ცალი Leoch Gel 12V/100AH აკუმულატორი, პარალელურად დაკავშირებული ორი წყება, რაც უზრუნველყოფს 48V და 200AH საერთო სიმძლავრეს.

სამუშაოების ჩატარების პირობები:
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ ტერიტორია გაწმინდოს სამუშაოების შედეგად დაგროვილი ნარჩენისგან და გაიტანოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა;
• სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
• უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
• მიმწოდებელი პასუხისმგებელია უსაფრთხოების ზომების სრულ დაცვაზე. სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ ისეთი პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია ელექტრო უსაფრთხოებაში კომპეტენტურობის III ან IV საკვალიფიკაციო ჯგუფის დაშვება მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობისთვის.

პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად;
ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს 5%-ის ოდენობით, გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. გაუთვალისწინებელი თანხების გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველის ნებართვით, მისივე ინიციატივით ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე, შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.

სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს ყველა შესასრულებელ სამუშაოს: კონტეინერის მშენებლობას, მზის პანელების დამონტაჟებას, UPS და აკუმულატორების ინტეგრაციას, ენერგიის დისტრიბუციას, თავისუფალი გაგრილების სისტემების მოწყობასა და კონდიციონერის მონტაჟს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულებულად ჩაითვლება და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, რომელიც უნდა შეიცავდეს, როგორც დასკვნას შესრულებული სამუშაოს მოცულობების თაობაზე, ასევე, გამოყენებული საქონლის შედარებას შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებთან. აღნიშნულ ხარჯს უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსპერტიზის წარმოდგენის ვადა სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღე. ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი, ხობის მუნიციპალიტეტი, ურთას მთა (42°2324.0"N41°5036.9"E).

შენიშვნა: სამუშაოების განხორციელების ადგილი მდებარეობს მაღალმთიან, რთულად მისადგომ ტერიტორიაზე, რის გამოც საჭიროა არანაკლებ ორხიდიანი (ყველგანმავალი) ტიპის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება.

1.6 guarantee period for the works to be performed

მიმწოდებელი ვალდებულია გასცეს შემდეგი სახის გარანტია:
1. სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე არანაკლებ 5 წელი;
2. მზის პანელებზე არანაკლებ 10 წელი;
3. პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავ მოწყობილობაზე არანაკლებ 3 წელი;
4. კონტეინერის სტრუქტურაზე და მის მდგრადობაზე არანაკლებ 5 წელი;
5. თავისუფალი გაგრილების სისტემასა და კონდიციონერზე არანაკლებ 2 წელი.

საგარანტიო პერიოდში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული კონტეინერის სენდვიჩ პანელების, მზის პანელებისა და მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის შესახებ, კერძოდ:

1. მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი;
2. მარკა ან/და მოდელი ან/და იდენტიფიკატორი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში შესრულებული არანაკლებ ორჯერ მსგავსი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, კერძოდ:

მზის პანელების სისტემების მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება
ან/და
კონტეინერის ტიპის ტექნიკური ნაგებობების ან საბაზო სადგურის კაბინების მონტაჟი
ან/და
სტაციონარული ან მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა.


აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს:
მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე,
ან/და
ხელშეკრულება და მისი შესრულების დამადასტურებელი: მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა,
ან/და
დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული წერილი სამუშაოების განხორციელების თაობაზე პერიოდის მითითებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი მოქმედი სერტიფიკატები:

1. ხარისხისა და სტანდარტების მოთხოვნები კონტეინერის სენდვიჩ პანელების მიმართ:
o EN 13501-1 (ხანძარსაწინააღმდეგო მდგრადობა)
o TSE ან CE (ხარისხის სტანდარტები)

2. ხარისხისა და სტანდარტების მოთხოვნები მზის პანელების მიმართ:
o IEC 61215 (ფოტოვოლტური პანელების შესრულების სტანდარტი)
o IEC 61730 (უსაფრთხოების მოთხოვნები)
o ISO 9001 (წარმოების ხარისხის კონტროლი)
o ISO 14001 (გარემოს დაცვა)

3. ხარისხისა და სტანდარტების მოთხოვნები მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი
მოწყობილობის მიმართ:
o IEC 62109-1 (უსაფრთხოების სტანდარტი)

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების/პირის მიერ. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის სახელმწიფოს მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მგალობლიშვილი, 577387788, nmgaloblishvili@comcom.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო მიმწოდებლის ყველა ხარჯს და გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული, არ ანაზღაურდება.
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.4. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.5. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
10.1.6.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.7. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით; პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru