ტექნიკური მახასიათებლები:
1) პასტერიზებული ნატურალური რძე - 34 000 ლიტრი:
• პასტერიზებული ნატურალური ძროხის რძე, არააღდგენილი;
• მცენარეული ცხიმების გარეშე;
• კონსისტენცია ერთგვაროვანი;
• არადამახასაიათებელი სუნისა და გემოს გარეშე,
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• მოწოდებული რძის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%;
• შენახვის ვადა: 7-15 დღე;
• ცხიმის მასიური წილი: 2.5-3,5%;
• დაფასოება: 1ლტ;
2) ნაღების კარაქი - 2000 კგ:
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული ძროხის რძის პასტერიზებული
ნაღებისგან (რძის სეპარირების შედეგად მიღებული მაღალი
ცხიმშემცველობის ძროხის რძის თხევადი ნაწარმი, რძის პლაზმისა და
ცხიმის ემულსია). დაუშვებელია, წარმოებაში გამოყენებულ იქნას
მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
• არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე;
• ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი ნაღების კარაქისათვის;
• დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს;
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• რძის ცხიმის შემცველობა კარაქში: არანაკლებ 80%.
• წყლის შემცველობა: არაუმეტეს-16%;
• გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა:
არაუმეტეს-2%;
• დაფასოება 1 კგ-დან 5 კგ-მდე;
3) სულგუნი ყველი-700 კგ
თითოეული პარტია უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისგან,
ნაკლებად მარილიანი, . ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი,
არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე, მცენარეული ცხიმის გარეშე,
სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 40%-ია, მშრალ
ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0,5-15%.
დაჭრის დროს არ იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს.
ქარხნულად შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1000გრ-4 კგ ჰერმეტულად
დახურულ შეფუთვაში.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებულ
მანქანა-რეფრეჟერატორით(მაცივარი).
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 80-85%.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
4) სუფრის ყველი - 4500 კგ:
• დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე, ნაკლებად მარილიანი, წათხის რბილი ყველი,
• არადამახასაიათებელი გემოს გარეშე;
• დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს;
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%;
• მშრალი ნივთირების შემცველობა: არანაკლებ-40%;
• მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა: 25-40%;
• მარილი: 0.5-1.5%;
• შეფუთვა; ქარხნული წესით, ჰერმეტულად დახურული ვაკუუმშეფუთვა;
• დაფასოება: 0.5 -5კგ;
5) მაწონი - 4500 კგ :
• დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით,;
• კონსისტენცია ერთგვაროვანი;
• არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე
• მაწონი არ უნდა იყოს მჟავე;
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%;
• ცხიმის მასიური წილი: 3.2%;
• დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 1-5კგ;
6) არაჟანი - 4000 კგ:
• დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე;
• არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%
• ცხიმიანობა: 12-15%,
• დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 0.4 -2კგ;
7) ხაჭო - 1800კგ:
• დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე;
• თეთრი ფერის;
• ფხვიერი, სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე;
• მავნე ქიმიურ ელემენტების გარეშე;
• მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა: საერთო ვადის
არანაკლებ 80%;
• რძის შემადგენელი კომპონენტის მასიური წილი: არანაკლებ-75%;
• ცხიმიანობა: 6-9%.
• დაფასოება: ჰერმეტულად დახურული, 1 -5კგ-იან;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
შენიშვნა: მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ
გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია
სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
შენიშვნა: მოსაწოდებელი პროდუქცია უნდა იყოს რძის პროდუქტების
შესანახი სპეციალური მაცივრებით უზრუნველყოფილი. საჭიროების
შემთხვევაში უნდა მოხდეს მაცივრების განთავსება ბაღებში.
1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო
ბაღების გაერთიანებაში არსებულ 18 საბავშვო ბაღში,
2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთჯერ, სამუშაო დღეს
სამუშაო საათებში
3. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით
გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის
თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების
თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის
მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ.
ხელშეკრულებისპროექტი);
4. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
5. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
6. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
7. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი
ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი
წარმოადგინოს ა(ა)იპ ხელვაჩაურის სავავშვო ბაღების გაერთიანების
ადმინისტრაციაში.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით და
სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3
აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7
მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის
ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის
სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15
იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30
ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული − „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და
რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს;
რძის პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს
შეცვლილ გარემოებებს;
რძის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული მანქანა რეფრეჟერატორი უნდა
იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით -
რეკორდერით.
ა) ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციედლეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების
შესაბამისად;
ბ) შემსყიდველი უფლებამოსოლია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის
აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის
ლაბორატორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული
ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ;
გ) ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და
მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული
საბავშო ბაღიდან/ბაღებიდან, აღბული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის
მიხედვით და გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში;
შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საქონლის ლაბორატორიული
კვლევა ნებისმიერ დროს
საქონლის ქიმური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი
ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის
ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ
შეესაბამება ხელშკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი
უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მიწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ღონისძიებები;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური
მახასაითებლები დანართი N1-ის შესაბამისად.