1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის” ტერიტორიაზე
არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობების მოვლა-დასუფთავება ყოველ
დღიურად (მათ შორის დასვენების დღეებში):
1.1 ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის” კორპუსი N1.
• შენობის საერთო ფართი 2730 მ2, შენობის ფართი. სართულების რაოდენობა 4:
• სანიტარული კვანძების რაოდენობა -58;
• ხელსაბანის რაოდენობა - 58 ცალი;
• უნიტაზების რაოდენობა - 34 ცალი;
• საშხაპე კაბინა - 25 ცალი;
• დამლაგებლების რაოდენობა არანაკლებ 11. (მათ შორის 8 დამლაგებელი 24 სთ: 3
დამლაგებელი 08-17 სთ).
1.2 ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის” კორპუსი N2.
• შენობის საერთო ფართი 6834 მ2, სართულების რაოდენობა 3;
• სანიტარული კვანძების რაოდენობა - 173;
• საშხაპე კაბინა 59 ცალი;
• ხელსაბანის რაოდენობა - 173 ცალი;
• უნიტაზების რაოდენობა - 88 ცალი;
• დამლაგებლების რაოდენობა არანაკლებ 24. (მათ შორის 20-დამლაგებელი 24 სთ:
4-დამლაგებელი 08-17 სთ).
1.3 ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის” კორპუსი N3.
• შენობის საერთო ფართი 1444 კვ.მ, სართულების რაოდენობა 2:
• სანიტარული კვანძების რაოდენობა - 38;
• საშხაპე კაბინა - 5 ცალი;
• უნიტაზი -32 ცალი;
• ხელსაბანი - 38 ცალი;
• დამლაგებლების რაოდენობა არანაკლებ 5. (მათ შორის 4-დამლაგებელი 24 სთ:
1-დამლაგებელი 08-17 სთ).
1.4 ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის” კორპუსი N4.
შენობის საერთო ფართი 1174 მ2, სართულების რაოდენობა 3;
• სანიტარული კვანძების რაოდენობა - 23;
• ხელსაბანის რაოდენობა 23 ცალი;
• უნიტაზების რაოდენობა 9 ცალი;
• დამლაგებლების რაოდენობა არანაკლებ 3. სამუშაო დრო: 08-17 სთ.
1.5 ს.ს.ი.პ. „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს
სამხედრო ჰოსპიტლის” კორპუსი N5 + ყაზარმა. გამშვები პუნქტი.ტუალეტი
(პათანატომიური კორპუსის უკან).
• შენობის საერთო ფართი - 922 მ2; სართულების რაოდენობა 2;
• სანიტარული კვანძების რაოდენობა - 13;
• ხელსაბანის რაოდენობა - 12 ცალი;
• უნიტაზების რაოდენობა - 2 ცალი;
• საშხაპე კაბინა -2 ცალი;
• დამლაგებლის რაოდენობა არანაკლებ 2. სამუშაო დრო: 08-17 სთ
არსებული დისპენსერების საერთო რაოდენობა:
1- თხევადი საპნის დისპენსერი - 306 ცალი.
2- ხელსაწმენდის ლაზერული დისპენსერი - 45 ცალი.
3-ტუალეტის ქაღალდის დისპენსერი - 165 ცალი
სავალდებულო მოთხოვნები:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს (ყოველდღიური) დასაფთავების ჯერადობა
რისკების გათვალისწინებით: ა) ძალიან მაღალი რისკის ზონაში
(საოპერაციო1, სასტერილიზაციო, დიალიზი) სულ მცირე დღეში 3-ჯერ,
დეზინფექცია საჭიროების მიხედვით, ყოველი პროცედურის შემდეგ. ბ) მაღალი
რისკის ზონაში (ქირურგიული პალატები, შესახვევი კაბინეტები,
ინფექციური პალატები, ბაქტერილოგიური ლაბორატორია, რეანიმაცია,
ინტენსიური პალატები.) სულ მცირე დღეში 2 - ჯერ და ეპიდჩვენებით, გ) საშუალო
რისკის ზონაში (თერაპილი პალატები, დიაგნოსტიკური განყოფილება,
სარეაბილიტაციო კაბინეტები, ამბულატორია, ლაბორატორია), სულ მცირე
დღეში 1-ჯერ საჭიროებისამებრ, ხოლო სამუშაო ოთახების და სივრცეების
დასუფთავება დალაგება ყოველდღიურად.
შენიშვნა: საოპერაციო1: სპეციფიკიდან გამომდინარე, დალაგება
დასუფთავება განხორციელდება სამხედრო ჰოსპიტლის მედპერსონალის მიერ,
ხოლო დასუფთავება-დალაგებისათვის საჭირო ინვენტარით და მასალებით
სრული უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა.
2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს არსებული სანიტარული კვანძების და
სამრეცხაოს უზრუნველყოფა, შესაბამისი სარეცხი ფხვნილებითა და
მათეთრებელი საშუალებებით, თხევადი და მყარი ხელსაბანი საპნით,
ჰაერგამწმენდი გამფრქვევი ბალონებით, საწმენდი ტილოებით, სახეხი
საშუალებებით (სახეხი ფხვნილები, სითხეები და ა.შ) და ჰიგიენური
ქაღალდებით. ჰიგიენური ქაღალდები და თეთრეულის სარეცხი და მათეთრებელი
საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სპეციფიკაციებს:
• ტუალეტის ქაღალდი 100% ცელულოზა, ორფენიანი ფენები შეწებილ
მდგომარეობაში, რულონის სიგანე 8-10 სმ.
• ხელსაწმენდი, თეთრი ფერის, 100% ცელულოზა, ქაღალდის სტრუქტურა უნდა იყოს
მჭიდრო და მდგრადი, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი შეწოვადობით.
• თხევადი საპონი (აუცილებელია სერტიფიკატები: MSDS, ISO, Swan Eco. ბლანტი, მაღალი
კონცენტრაციის მქონე, ადვილადაქაფებადი, სასიამოვნო ნეიტრალური
არომატით. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არომატიზატორები და სხვა
ნაერთები არანაკლებ 15%‐ისა. PH 6‐დან 8‐მდე);
• მყარი საპონი - არანაკლებ 60% ცხიმოვან მჟავის შემადგენლობით.
• სარეცხი ფხვნილი -განკუთვნილი ავტომატური რეცხვისთვის. ეფექტურად
უნდა აცილებდეს ჩამჯდარ ჭუჭყს, არ ტოვებს ლაქებს პირველივე
გარეცხვისას.
• სარეცხი ფხვნილი ხელით რეცხვის - განკუთვნილი ხელით რეცხვისთვის,
ეფექტურად აცილებს ჩამჯდარ ჭუჭყს, არ ტოვებს ლაქებს პირველივე
გარეცხვისას.
• საწმენდი სადეზინფექციო სითხე - სადენზიფექციო საშუალება (ქლორის
ძლიერი მათეთრებელი აგენტი, პირველივე გამოყენებისას უნდა აცილებდეს
ნადებს, სოკოს და სხვა ლაქებს).
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს განყოფილებებში სათანადო
სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შექმნა, რისვისაც საჭიროა
მომარაგდეს ხარისხიანი სადენზიფექციო ხსნარებით, სარეცხი
საშუალებებით, თხევადი საპნით, იატაკის საწმენდი კოდირებული ფერის
ჩვრებით, ორგანყოფილებიანი სათლებით, კედლის, ჭერის და ფანჯრების
საწმენდი ტარიანი ცვლადპირიანი მოწყობილობით და პოლიეთილენის
ტომრებით სისქით 40მკმ. შესაბამისი ფერთა კოდირებით.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სანიტარული კვანძების ყველა საჭირო
მასალით შევსება უწყვეტ რეჟიმში.
3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნაგვის ურნების დაცლა, მათში
პოლიეთილენის პარკების მოთავსება და ნაგვის გატანა - ურნები უნდა
დაიცალოს დილით 10:00 საათამდე ყოველდღიურად და ჩაეფინოს პოლიეთილენის
ახალი პარკები, ურნებზე არ უნდა იყოს რაიმე ლაქა და ჭუჭყი, პრეტენდენტის
მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების
გაწევისათვის საჭირო ყველა საშუალება.
4. შენობების ფანჯრების წმენდის პერიოდულობა: ძალიან მაღალი და მაღალი
რისკის ზონებში კვირაში ერთხელ, სხვა დანარჩენ სივრცეებში თვეში
ერთხელ.
5. სავარძლები და სკამები დამუშავებული უნდა იქნას სპეციალური
საშუალებით, რომელიც არ გამოიწვევს მათ დანესტიანებას. წმენდა
ჩატარდეს კვირაში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით, მოთხოვნისთანავე,
მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები.
6. კარადები, თაროები, მაგიდები და სხვა არაელექტრონული საოფისე
ინვენტარი გაწმენდილ იქნას შესაბამისი საწმენდი საშუალებებით, წმენდა
ჩატარდეს ყოველდღიურად. მტვერი უნდა გაიწმინდოს ყოველ დღე, მათზე არ
უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ნათითურები, ლაქები.
7. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მომსახურე პერსონალის
ინდივიდულაური დაცვის საშუალებებით (ა.ს. ხალათით, უნიფორმა,
ხელთათმანი, ნიღაბი, ჩაჩი, წინსაფარი, სახისა და თვალის
დამცავი-საჭიროების მიხედვით) და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა,
მაღალხარისხიანი სარეცხი, ჰიგიენური და სხვა საჭირო სანიტარულ -
ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება.
8. გამარჯვებული პრეტენდენტის წარმომადგენელი 24 საათის განმავლობაში
დღე-ღამის ნებისმიერ დროს უნდა იმყოფებოდეს კონტაქტზე.
9. სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების (ნაგვის პარკები, თხევადი საპონი,
მყარი საპონი, აეროზოლი, ქაღალდის ხელსახოცები, სხვადასხვა სახეხი
საშუალებები, ფხვნილები და ა. შ), და სხვა საჭირო ინვენტარის არანაკლებ
ათი დღის მარაგი უნდა ინახებოდეს სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გამოყოფილ
ფართში.
შენიშვნა:
ა) გამოსაყენებელი სადეზინფექციო სითხე განკუთვნილი უნდა იყოს
სამედიცინო დაწესებულებებისათვის, ზედაპირების სარეცხად და
სადეზინფექციოდ, ალდეჰიდებს გარეშე, სასიამოვნო სუნით, რეცხვა და
დეზინფექცია ერთ ეტაპად, ანტიმიკრობული აქტივობის მაღალი სპექტრი.
სადეზინფექციო სითხე უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირში აღიარებული EN
ნორმებს: EN1040; EN1276; EN13697; EN13727; EN1275; EN13624; EN13697; EN16615; EN14476 . ექსპოზიციის ხანგრძლივობა
არაუმეტეს 5-30წთ.)
ბ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დღე-ღამეში საშუალოდ 150 კგ თეთრეულის
სათანადო აღრიცხვა, გარეცხვა, გაშრობა, გაუთოება და შესაბამის
განყოფილებებზე მიწოდება.
გ) მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის პერიოდში სამხედრო ჰოსპიტალი
უნდა უზრუნველყოს ხელსაწმენდი ქაღალდისათვის განკუთვნილი
დისპენსერებით, მისი დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით,
სავარაუდო რაოდენობა 300 ერთეული, აღნიშნული დისპენსერები
უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი ხელსაწმენდებით.
დ) ვინაიდან სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს სამედიცინო
დაწესებულებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22
იანვარის №01-6/ნ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად სავალდებულოა
პროფილაქტიკური იმუნიზაცია“. ზემოაღნიშნული დანართის მიხედვით B
ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულება გააჩნია
სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/შეკრება/გატანაზე დასაქმებულ
პერსონალსაც. შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების
გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს თავის დაქვემდებარებაში
მყოფი თანამშრომლების ვაქცინაციის სტატუსის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია.
ე) სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული დამლაგებლების ხელზე ასაღები
ხელფასი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600.00 (ექვსასი) ლარს.