Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #68617057)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "TbilService Group"
Номер конкурса: 68617057
Дата публикации: 17-11-2025
Сумма контракта: 52 596


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020424
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 15:56
Начало приема предложения 02.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 52`596.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи იხი.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სასაწყობე ფართის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხი.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 526.00 GEL
Размер гарантии 526 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gogiberidze :: 06.11.2025 18:18
  • Последнее исправление: ketevan gogiberidze :: 17.11.2025 15:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654270&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სასაწყობე ფართის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სასაწყობე ფართის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;
1.2.2 თითოეული სასაწყობე ფართი უნდა იყოს არანაკლებ 11.5მ/11.5მ - ზე. თანდართული ესკიზის შესაბამისად. (ესკიზები და ნახაზები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული დანართების სახით;
1.2.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 (Excel)-ის ფორმატის სახით.
1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია “ ხარჯთაღრიცხვა დანართი N1 Excel-ში „პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება“-ის გრაფაში მიუთითოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება დანართი N1 Excel-ის მე-5 სვეტში , რის შემდგომაც ფორმულა ავტომატურად გადაანაწილებს შესყიდვის ობიექტის ყველა პოზიციაზე ჯამურ ღირებულებას მე-6 სვეტში.
1.2.5 ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის წარმოუდგენლობის ან განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

შენიშვნა:
1.2.6 საწყობის მშენებლობა განხორციელდება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ არსებული (დასაწყობებული) სამშენებლო მასალებით;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. ყველა სავალდებულო დოკუმენტაციისა და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო სამუშაო განხორციელდება შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ სოფ. ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ს/კ 81.09.33.399.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი.
1.6.2 სამშენებლო სამუშაოების უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ნაკლის/ხარვეზის (წუნი, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლი/ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს სამშენებლო სამუშაოების შესრულების (ფაქტობრივი შესრულება) გამოცდილება, ჯამში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100 %-ის ოდენობით.
2.2.1.2 პრეტენდენტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დასადასტურებლად ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი და ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ან/და ფორმა N2 ან/და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები ან/და დადასტურებული ზედნადებები.

2.9 other additional requirements

2.9.1 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
2.9.2 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე;
2.9.3 შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2 წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, დაზუსტებული მოცულობების შესაბამისად. მოცულობების შესახებ საექსპერტო დასკვნით დადასტურებული, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოში მოქმედი სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის/პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნით.
2.9.4 საქსპერტო დასკვნის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწდოდებელი.
2.9.5 მიმწოდებელი, საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები;
2.9.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით, აგრეთვე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;
2.9.7 სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
2.9.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადახურვის ლითონ-კონსტრუქციების საამწყობო და სამონტაჟე კვანძების შენადუღი ნაკერების, ГОСТ 5264-80 და ISO 5817-2009 სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება. შემოწმება უნდა ჩაატაროს მე-3 ან მე-2 დონის ISO 9712-2012 სტანდარტის შესაბამისად ლიცენზირებულმა სპეციალისტმა. ხარჯები აანაზღაუროს მიმწოდებელმა.
2.9.9 სამუშაოების დასრულებაზე წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებ(ები)ისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციასა და დადებითი საექსპერტო დასკვნას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნითუნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში, მიღება- ჩაბარების აქტის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3 შესყიდვის ობიექტის ღირებულება ანაზღაურდება, მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში) გამოწერის თარიღიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
7.4 ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ანაზღაურება განხორციელდება 2026 წლის 01 იანვრიდან 15 იანვრამდე.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გოგიბერიძე, 551526284, q.gogiberidze@tbsg.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - გიორგი გორგილაძე; ტელ: 598 28 10 91;

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული დანართ(ებ)ი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.;
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“;
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1 MS Excel-ის ფორმატის სახით).
10.1.7.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru