შესყიდვის ობიექტია სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა ტექნიკური
დავალების და ფასების ცხრილის შესაბამისად
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკის“
მიერ დაახლოებით 140 თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევა.
მომსახურებათა ჩამონათვალი დაფარვა ლიმიტი
24 საათიანი სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია 100% ულიმიტო
ოჯახის/პირადი ექიმის მომსახურება 100% ულიმიტო
პროფილაქტიკური გამოკვლევები 100% წელიწადში ორჯერ
სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100% ულიმიტო
ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო 100% 10 000.00 ლარი
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% 10 000.00 ლარი
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება 100% 20 000.00 ლარი
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 100% ულიმიტო
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება 80% 10 000.00 ლარი
გეგმიური ამბულატორია (ანალიზები) უცხოეთში გადაგზავნა 70% 10 000 ლარი
მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება 80% 5000,00 ლარი
ორსულობა /მშობიარობა 100% 2000.00 ლარი
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100% ულიმიტო
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება (პროვაიდერთან) 60% 3000.00 ლარი
ორთოპედიულ-ორთოდონტრული სტომატოლოგიური მომსახურება (პროვაიდერთან)
50% ფასდაკლება
დამატებითი მომსახურება 50% ფასდაკლება
სამოგზაურო დაზღვევა (მხოლოდ თანამშრომლებისთვის) 50 000 აშშ დოლარი /14 დღე
წელიწადში
უბედური შემთხვევის დაზღვევა 10000.00 ლარი
სადაზღვევო პაკეტი უნდა ფარავდეს:
• ონკოლოგია;
• კარდიოქირურგია;
• დერმატოლოგიური დაავადებები;
• დაზღვევამდე არსებული დაავადებები;
• ქრონიკული დაავადებები;
• სისტემური დაავადებები
• ენდოპროტეზირება;
• ორსულობა/მშობიარობა მოცდის პერიოდის გარეშე;
• მკურნალობა საზღვარგარეთ, სადაზღვევო პაკეტის ლიმიტის ფარგლებში;
• მედიკამენტის გამოწერა უნდა ხდებოდეს ერთდროულად მინიმუმ 2 (ორი)
სააფთიაქო ქსელში;
• ექიმის მიერ დანიშნული ანალიზების გაგზავნა შესაძლებელი უნდა იყოს
უცხოეთში;
• ანაზღაურებას ექვემდებარება ექიმის მიერ სამკურნალოდ დანიშნული
ვიტამინები;
• ასაკი შეუზღუდავად;
• ნებისმიერ ლიცენზირებულ კლინიკაში მკურნალობას;
• ზოოპარკის სპეციპიკური სამუშაოდან გამომდინარე ცხოველის მხრიდან
თანამშრომლის დაზიანების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი სრული
მკურნალობა და შესაბამისი აცრების კურსის ჩატარება, სადაზღვევო
კომპანიის მხრიდან ანაზღაურებული უნდა იყოს 100%-ით.
• ოჯახური პაკეტის შემთხვევაში, ოჯახის წევრებზეც გავრცელდება იგივე
პირობები რაც დაზღვეულ თანამშრომლებზე, რომელთა დაზღვევაც
განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის
განმავლობაში; (საოჯახო პაკეტში შვილის ასაკი განისაზღვრება 25 წლის
ჩათვლით).
• საოჯახო დაზღვევის შემთხვევაში, ლიმიტი გავრცელდება ოჯახის თითოეულ
წევრზე ცალ-ცალკე.
• თანამშრომლის მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სადაზღვევო
კომპანია იღებს ვალდებულებას დააზღვიოს, თანამშრომლის ოჯახის
თითოეული წევრი (მშობელი, დედმამიშვილი, შვილი 25 წლის ზემოთ) საბაზისო
პაკეტით, ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო (ბოლო)
ფასის შესაბამისად.
• ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაში მიეცეს უფლება 30
კალენდარული დღის ვადაში აიღოს საოჯახო პაკეტი.
• ზოოპარკის მიერ შესყიდული 140 პაკეტის გარდა, დაზღვეული
თანამშრომლების მხრიდან საოჯახო პაკეტების შეძენაზე მოთხოვნის
შემთხვევაში, საოჯახო პაკეტსა და ინდივიდუალურ პაკეტს შორის სხვაობის
დაფარვა მოხდება დაზღვეულის ხელფასიდან. (თანხების აკუმულირებას და
სადაზღვეო კომპანიისათვის გადარიცხვას უზრუნველყოფს ზოოპარკი);
• ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ბენეფიციართათვის
დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების არასათანადოდ
განხორციელების შემთხვევაში და ამით დაზარალებული დაზღვეულის
მხრიდან მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეწყდეს
კონკრეტული თანამშრომლის სადაზღვევო პაკეტის ანაზღაურება.
• დაზღვეული უფლებამოსილია თავად აირჩიოს მომსახურე ლიცენზირებული
სამედიცინო დაწესებულება და მომსახურე სააფთიაქო ქსელი;
• პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ პირობებზე
გაუმჯობესებული პირობები;
• დაზღვეული პირის სამსახურიდან წასვლის ან/და გარდაცვალების
შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურების შეწყვეტის დღედ ჩაითვლება
შემსყიდველის მხრიდან მომწოდებლისათვის გაგზავნილი შეტყობინების
ჩაბარების თარიღი.
• პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად
წარმოადგინოს დაზღვეული თანამშრომლების და მათი ოჯახის
წევრებისათვის არანაკლები 1 გაუმჯობესებული პირობების საოჯახო
პაკეტები.
• პრეტენდენტმა სადაზღვეო ფასები უნდა მოგვაწოდოს, როგორც
ინდივიდუალური ასევე საოჯახო ორ ადამიანზე და საოჯახო სამზე მეტი
ოჯახის წევრზე.
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია ინდივიდუალური A ბარათისთვის
შეადგენს _____ ლარს;
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია საოჯახო A ბარათისთვის ორწევრიანი
ოჯახის შემთხვევაში შეადგენს ____ ლარს;
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია ინდივიდუალური A ბარათისთვის სამ და
მეტ წევრიანი ოჯახის შემთხვევაში შეადგენს ____ ლარს.
• პრეტენდენტი ვალდებულია შემოგვთავაზოს საბაზისო პაკეტი და
არანაკლებ 1 ვარიანტი გაუმჯობესებული პაკეტის (ინდივიდუალური და
საოჯახო). ოჯახის წევრებზეც გავრცელდება იგივე პირობები რაც
თანამშრომლებზე.
საზღვარგარეთ მკურნალობა
მომსახურება ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი
სამედიცინო ჩვენების საფუძველზე გეგმიური ამბულატორიული და
ჰოსპიტალური მომსახურების (ოპერაციული მკურნალობა, დიაგნოსტირება,
საკვლევი მასალის საზღვარგარეთ გაგზავნა) ანაზღაურებას, რომელიც
წინასწარ შეთანხმებულია მზღვეველთან. დაზღვეული გადაიხდის
მომსახურების საფასურს სრულად და ანაზღაურების მისაღებად
მზღვეველთან წარადგენს ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად
დადასტურებულ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციას. მიღებული
მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში
არსებული მაქსიმალური ფასის მიხედვით; იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი
მომსახურება არ ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ანაზღაურება
მოხდება საქართველოში არსებული მსგავსი ან მასთან მიახლოებული
მომსახურების ფასის (რომელსაც განსაზღვრავს მზღვეველი) მიხედვით.
საქართველოში დაბრუნებიდან 30 კალენდრული დღის განმავლობაში
ანაზღაურების შესახებ განცხადებასთან ერთად დაზღვეულმა უნდა
წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სამედიცინო დოკუმენტაციის ორიგინალები, სადაც მითითებულია
დაზღვეულის სახელი, გვარი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურება;
მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან
დაკავშირებული სხვა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც
უნდა მიეწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში.
2. ფინანსური დოკუმენტაციის ორიგინალები (გადახდის ქვითრები), სადაც
მითითებულია დაზღვეულის
სახელი/გვარი ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების
დეტალური კალკულაცია;
ჯანმრთელობის დაზღვევის გამონაკლისები (დაზღვევით არ იფარება)
• კანონსაწინააღმდეგო ქმედების, ომის, საომარი მდგომარეობის,
სამოქალაქო არეულობის, გარემოს დაბინძურების, რადიაციული დასხივების
შედეგად მიღებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული
სამედიცინო მომსახურების ხარჯები, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში
მიღებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული სამედიცინო
მომსახურების ხარჯები;
• სხეულის განზრახ თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა სამედიცინო
მომსახურების ხარჯები (გარდა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნისა);
უხეში გაუფრთხილებლობით თავის საფრთხეში ჩაგდებით და
თვითმკურნალობით გამოწვეულ დაავადებათა სამედიცინო მომსახურების
ხარჯები;
• ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების
ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მომხდარ შემთხვევებთან
დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ალკოჰოლიზმთან,
ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული სამედიცინო
მომსახურების ხარჯები;
• პროფესიულ ან სარისკო სპორტში მონაწილეობისას დამდგარ
შემთხვევებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• არატრადიციული მედიცინის, ჰომეოპათიის, ექსპერიმენტული მკურნალობის,
პალიატიური მკურნალობის, პლაზმაფერეზის, ლაზეროთერაპიის, ზრდის
ფაქტორის ინექციების ხარჯები;
• კოსმეტიკური მედიცინის, წონის კორექციის (სამედიცინო ჩვენების გარდა)
და პლასტიკური ქირურგიის ხარჯები;
• აცრების და იმუნიზაციის ხარჯები (გარდა ანტირაბიული/ანტიტეტანური და
გრიპის აცრისა რომელიც ანაზღაურებული იქნება 100%-ით);
• ბიოლოგიურად აქტიური ან/და კვებითი დანამატების, პირადი ჰიგიენის
ან/და მოვლის საშუალებების, იმუნომოდულატორების, ფსიქოტროპული
საშუალებების (გარდა F40-F48 კოდებით განსაზღვრული დაავადებების
მკურნალობისა), არარეგისტრირებული მედიკამენტების, (გარდა სამედიცინო
ჩვენებით ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების და საკვები დანამატების
ხარჯები);
• ეგზოპროთეზებთან/ეგზოპროთეზირებასთან, მაკორეგირებელ სამედიცინო
მოწყობილობებთან და დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯები,
ტრანსპლანტაციასთან (გარდა შუნტირებისა) დაკავშირებული ხარჯები;
• სათვალის, ლინზების და სმენის აპარატის ხარჯები;
• აივ-ინფექცია, შიდსი, ყველა სახის ქრონიკულ ჰეპატიტის გართულებულ
ფორმისა და სტადიის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გართულებული
ფორმების მკურნალობის და ამ დაავადებების გართულებებთან
დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯებს (ანაზღაურდება
პირველადი კვლევების და ანალიზების ხარჯები).
• იმპოტენციის, სექსუალური დარღვევების, ოჯახის დაგეგმვის
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინვიტრო განაყოფიერების,
სტერილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, კონტაცეფციული
საშუალებების ხარჯები, სანაყოფე სითხის დიაგნოსტიკისა და ნაყოფის
გენეტიკურ კვლევასთან დაკავშირებული ხარჯები.
• უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის
ხარჯები (გარდა დიაგნოსტირებისა);
• ფსიქიური დაავადებების გართულებულ ფორმებს და ამ დაავადებებთან
დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ფსიქოთერაპევტის,
ფსიქოანალიტიკოსისა და ლოგოპედის მომსახურების ხარჯი.
• გაფანტული და ამიოტროფული სკლეროზის და ამ დაავადებებთან
დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები (პირველადი
კვლევების გარდა);
• არასამედიცინო ჩვენებით განპირობებული ხარჯები, ნებისმიერი
დამატებითი ან/და ექსკლუზიური მომსახურების ხარჯები;
• ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, მუნიციპალური სამედიცინო/ჯანდაცვის
პროგრამით და სხვა სადაზღვევო კომპანიის პოლისით გათვალისწინებული
დაავადებების/მდგომარეობების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ის
ნაწილი, რაც ანაზღაურდება შესაბამისი პროგრამით/დაზღვევით.
სამოგზაურო დაზღვევა (მხოლოდ თანამშრომლებისათვის)
• ითვალისწინებს საზღვაგარეთ მოგზაურობისას გადაუდებელი სამედიცინო
მომსახურების, ასევე რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებას სადაზღვევო
კომპანიის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის სტანდარტული პირობების
შესაბამისად.
• აღნიშნული მომსახურება ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე, როგორც
ოფიციალური მივლინების, ასევე არაოფიციალური ვიზიტის დროს.
• საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებლად უნდა მოხდეს სამოგზაურო
პოლისის გააქტიურება, რაც შესაძლებელი უნდა იყოს დაზღვევის პორტალის
საშუალებით ან მენეჯერთან დაკავშირების გზით.
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული ან დაინტერესებული
პირი ვალდებულია, სადაზღვევო კომპანიაში გააკეთოს შეტყობინება
სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ და/ან არაუგვიანეს
სამედიცინო მომსახურების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (გარდა
ობიექტური გარემოებების გამო შეტყობინების დაგვიანებისა, რომელიც
დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით).
• სადაზღვევო მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ
ლიცენზირებულ კლინიკაში, სადაც დაზღვეული გადაიხდის მომსახურების
საფასურს სრულად და ანაზღაურების მისაღებად მზღვეველთან წარადგენს
ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დადასტურებულ სამედიცინო და
ფინანსური დოკუმენტაციას.