Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #68617043)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Zoological Park
Номер конкурса: 68617043
Дата публикации: 17-11-2025
Сумма контракта: 176 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020410
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 14:39
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 176`400.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66500000 - Страховые и пенсионные услуги
  • 66510000 - Страховые услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 1`764.00 GEL
Размер гарантии 1`764 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zviad tabuashvili :: 17.11.2025 14:25
  • Последнее исправление: zviad tabuashvili :: 17.11.2025 14:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655538&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა ტექნიკური დავალების და ფასების ცხრილის შესაბამისად

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ა(ა)იპ „თბილისის ზოოლოგიური პარკის“ მიერ დაახლოებით 140 თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევა.

მომსახურებათა ჩამონათვალი დაფარვა ლიმიტი
24 საათიანი სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია 100% ულიმიტო
ოჯახის/პირადი ექიმის მომსახურება 100% ულიმიტო
პროფილაქტიკური გამოკვლევები 100% წელიწადში ორჯერ
სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100% ულიმიტო
ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო 100% 10 000.00 ლარი
გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება 100% 10 000.00 ლარი
გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება 100% 20 000.00 ლარი
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 100% ულიმიტო
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება 80% 10 000.00 ლარი
გეგმიური ამბულატორია (ანალიზები) უცხოეთში გადაგზავნა 70% 10 000 ლარი
მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება 80% 5000,00 ლარი
ორსულობა /მშობიარობა 100% 2000.00 ლარი
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100% ულიმიტო
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება (პროვაიდერთან) 60% 3000.00 ლარი
ორთოპედიულ-ორთოდონტრული სტომატოლოგიური მომსახურება (პროვაიდერთან) 50% ფასდაკლება
დამატებითი მომსახურება 50% ფასდაკლება
სამოგზაურო დაზღვევა (მხოლოდ თანამშრომლებისთვის) 50 000 აშშ დოლარი /14 დღე წელიწადში
უბედური შემთხვევის დაზღვევა 10000.00 ლარი

სადაზღვევო პაკეტი უნდა ფარავდეს:
• ონკოლოგია;
• კარდიოქირურგია;
• დერმატოლოგიური დაავადებები;
• დაზღვევამდე არსებული დაავადებები;
• ქრონიკული დაავადებები;
• სისტემური დაავადებები
• ენდოპროტეზირება;
• ორსულობა/მშობიარობა მოცდის პერიოდის გარეშე;
• მკურნალობა საზღვარგარეთ, სადაზღვევო პაკეტის ლიმიტის ფარგლებში;
• მედიკამენტის გამოწერა უნდა ხდებოდეს ერთდროულად მინიმუმ 2 (ორი) სააფთიაქო ქსელში;
• ექიმის მიერ დანიშნული ანალიზების გაგზავნა შესაძლებელი უნდა იყოს უცხოეთში;
• ანაზღაურებას ექვემდებარება ექიმის მიერ სამკურნალოდ დანიშნული ვიტამინები;
• ასაკი შეუზღუდავად;
• ნებისმიერ ლიცენზირებულ კლინიკაში მკურნალობას;
• ზოოპარკის სპეციპიკური სამუშაოდან გამომდინარე ცხოველის მხრიდან თანამშრომლის დაზიანების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი სრული მკურნალობა და შესაბამისი აცრების კურსის ჩატარება, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებული უნდა იყოს 100%-ით.
• ოჯახური პაკეტის შემთხვევაში, ოჯახის წევრებზეც გავრცელდება იგივე პირობები რაც დაზღვეულ თანამშრომლებზე, რომელთა დაზღვევაც განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში; (საოჯახო პაკეტში შვილის ასაკი განისაზღვრება 25 წლის ჩათვლით).
• საოჯახო დაზღვევის შემთხვევაში, ლიმიტი გავრცელდება ოჯახის თითოეულ წევრზე ცალ-ცალკე.
• თანამშრომლის მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას დააზღვიოს, თანამშრომლის ოჯახის თითოეული წევრი (მშობელი, დედმამიშვილი, შვილი 25 წლის ზემოთ) საბაზისო პაკეტით, ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო (ბოლო) ფასის შესაბამისად.
• ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაში მიეცეს უფლება 30 კალენდარული დღის ვადაში აიღოს საოჯახო პაკეტი.
• ზოოპარკის მიერ შესყიდული 140 პაკეტის გარდა, დაზღვეული თანამშრომლების მხრიდან საოჯახო პაკეტების შეძენაზე მოთხოვნის შემთხვევაში, საოჯახო პაკეტსა და ინდივიდუალურ პაკეტს შორის სხვაობის დაფარვა მოხდება დაზღვეულის ხელფასიდან. (თანხების აკუმულირებას და სადაზღვეო კომპანიისათვის გადარიცხვას უზრუნველყოფს ზოოპარკი);
• ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ბენეფიციართათვის დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში და ამით დაზარალებული დაზღვეულის მხრიდან მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეწყდეს კონკრეტული თანამშრომლის სადაზღვევო პაკეტის ანაზღაურება.
• დაზღვეული უფლებამოსილია თავად აირჩიოს მომსახურე ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულება და მომსახურე სააფთიაქო ქსელი;
• პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ პირობებზე გაუმჯობესებული პირობები;
• დაზღვეული პირის სამსახურიდან წასვლის ან/და გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურების შეწყვეტის დღედ ჩაითვლება შემსყიდველის მხრიდან მომწოდებლისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების თარიღი.
• პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს დაზღვეული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრებისათვის არანაკლები 1 გაუმჯობესებული პირობების საოჯახო პაკეტები.
• პრეტენდენტმა სადაზღვეო ფასები უნდა მოგვაწოდოს, როგორც ინდივიდუალური ასევე საოჯახო ორ ადამიანზე და საოჯახო სამზე მეტი ოჯახის წევრზე.
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია ინდივიდუალური A ბარათისთვის შეადგენს _____ ლარს;
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია საოჯახო A ბარათისთვის ორწევრიანი ოჯახის შემთხვევაში შეადგენს ____ ლარს;
• ყოველთვიური სადაზღვევო პრემია ინდივიდუალური A ბარათისთვის სამ და მეტ წევრიანი ოჯახის შემთხვევაში შეადგენს ____ ლარს.
• პრეტენდენტი ვალდებულია შემოგვთავაზოს საბაზისო პაკეტი და არანაკლებ 1 ვარიანტი გაუმჯობესებული პაკეტის (ინდივიდუალური და საოჯახო). ოჯახის წევრებზეც გავრცელდება იგივე პირობები რაც თანამშრომლებზე.

საზღვარგარეთ მკურნალობა
მომსახურება ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე გეგმიური ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების (ოპერაციული მკურნალობა, დიაგნოსტირება, საკვლევი მასალის საზღვარგარეთ გაგზავნა) ანაზღაურებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია მზღვეველთან. დაზღვეული გადაიხდის მომსახურების საფასურს სრულად და ანაზღაურების მისაღებად მზღვეველთან წარადგენს ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დადასტურებულ სამედიცინო და ფინანსურ დოკუმენტაციას. მიღებული მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება მზღვეველის პროვაიდერ კლინიკებში არსებული მაქსიმალური ფასის მიხედვით; იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი მომსახურება არ ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ანაზღაურება მოხდება საქართველოში არსებული მსგავსი ან მასთან მიახლოებული მომსახურების ფასის (რომელსაც განსაზღვრავს მზღვეველი) მიხედვით.
საქართველოში დაბრუნებიდან 30 კალენდრული დღის განმავლობაში ანაზღაურების შესახებ განცხადებასთან ერთად დაზღვეულმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. სამედიცინო დოკუმენტაციის ორიგინალები, სადაც მითითებულია დაზღვეულის სახელი, გვარი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურება; მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მიეწოდოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში.
2. ფინანსური დოკუმენტაციის ორიგინალები (გადახდის ქვითრები), სადაც მითითებულია დაზღვეულის
სახელი/გვარი ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დეტალური კალკულაცია;

ჯანმრთელობის დაზღვევის გამონაკლისები (დაზღვევით არ იფარება)
• კანონსაწინააღმდეგო ქმედების, ომის, საომარი მდგომარეობის, სამოქალაქო არეულობის, გარემოს დაბინძურების, რადიაციული დასხივების შედეგად მიღებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მიღებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• სხეულის განზრახ თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები (გარდა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნისა); უხეში გაუფრთხილებლობით თავის საფრთხეში ჩაგდებით და თვითმკურნალობით გამოწვეულ დაავადებათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები; ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• პროფესიულ ან სარისკო სპორტში მონაწილეობისას დამდგარ შემთხვევებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
• არატრადიციული მედიცინის, ჰომეოპათიის, ექსპერიმენტული მკურნალობის, პალიატიური მკურნალობის, პლაზმაფერეზის, ლაზეროთერაპიის, ზრდის ფაქტორის ინექციების ხარჯები;
• კოსმეტიკური მედიცინის, წონის კორექციის (სამედიცინო ჩვენების გარდა) და პლასტიკური ქირურგიის ხარჯები;
• აცრების და იმუნიზაციის ხარჯები (გარდა ანტირაბიული/ანტიტეტანური და გრიპის აცრისა რომელიც ანაზღაურებული იქნება 100%-ით);
• ბიოლოგიურად აქტიური ან/და კვებითი დანამატების, პირადი ჰიგიენის ან/და მოვლის საშუალებების, იმუნომოდულატორების, ფსიქოტროპული საშუალებების (გარდა F40-F48 კოდებით განსაზღვრული დაავადებების მკურნალობისა), არარეგისტრირებული მედიკამენტების, (გარდა სამედიცინო ჩვენებით ექიმის მიერ დანიშნული ვიტამინების და საკვები დანამატების ხარჯები);
• ეგზოპროთეზებთან/ეგზოპროთეზირებასთან, მაკორეგირებელ სამედიცინო მოწყობილობებთან და დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული ხარჯები, ტრანსპლანტაციასთან (გარდა შუნტირებისა) დაკავშირებული ხარჯები;
• სათვალის, ლინზების და სმენის აპარატის ხარჯები;
• აივ-ინფექცია, შიდსი, ყველა სახის ქრონიკულ ჰეპატიტის გართულებულ ფორმისა და სტადიის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გართულებული ფორმების მკურნალობის და ამ დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებების ხარჯებს (ანაზღაურდება პირველადი კვლევების და ანალიზების ხარჯები).
• იმპოტენციის, სექსუალური დარღვევების, ოჯახის დაგეგმვის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინვიტრო განაყოფიერების, სტერილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, კონტაცეფციული საშუალებების ხარჯები, სანაყოფე სითხის დიაგნოსტიკისა და ნაყოფის გენეტიკურ კვლევასთან დაკავშირებული ხარჯები.
• უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის ხარჯები (გარდა დიაგნოსტირებისა);
• ფსიქიური დაავადებების გართულებულ ფორმებს და ამ დაავადებებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ფსიქოთერაპევტის, ფსიქოანალიტიკოსისა და ლოგოპედის მომსახურების ხარჯი.
• გაფანტული და ამიოტროფული სკლეროზის და ამ დაავადებებთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები (პირველადი კვლევების გარდა);
• არასამედიცინო ჩვენებით განპირობებული ხარჯები, ნებისმიერი დამატებითი ან/და ექსკლუზიური მომსახურების ხარჯები;
• ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, მუნიციპალური სამედიცინო/ჯანდაცვის პროგრამით და სხვა სადაზღვევო კომპანიის პოლისით გათვალისწინებული დაავადებების/მდგომარეობების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ის ნაწილი, რაც ანაზღაურდება შესაბამისი პროგრამით/დაზღვევით.

სამოგზაურო დაზღვევა (მხოლოდ თანამშრომლებისათვის)
• ითვალისწინებს საზღვაგარეთ მოგზაურობისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების, ასევე რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის სტანდარტული პირობების შესაბამისად.
• აღნიშნული მომსახურება ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე, როგორც ოფიციალური მივლინების, ასევე არაოფიციალური ვიზიტის დროს.
• საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებლად უნდა მოხდეს სამოგზაურო პოლისის გააქტიურება, რაც შესაძლებელი უნდა იყოს დაზღვევის პორტალის საშუალებით ან მენეჯერთან დაკავშირების გზით.
• სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეული ან დაინტერესებული პირი ვალდებულია, სადაზღვევო კომპანიაში გააკეთოს შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ და/ან არაუგვიანეს სამედიცინო მომსახურების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (გარდა ობიექტური გარემოებების გამო შეტყობინების დაგვიანებისა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით).
• სადაზღვევო მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ლიცენზირებულ კლინიკაში, სადაც დაზღვეული გადაიხდის მომსახურების საფასურს სრულად და ანაზღაურების მისაღებად მზღვეველთან წარადგენს ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დადასტურებულ სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სამედიცინო დაზღვევის სფეროში, რომელიც არ უნდა იყოს ბოლო 3 წელზე ნაკლები

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

სატენდერო წინადადებასთან ერთად პრეტენდენტმა დანართის სახით უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) წინამდებარე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების შესაბამისი მიმართულების პროვაიდერი კლინიკების სია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

წარმოდგენილ იქნას შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის ასლი ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2.9 other additional requirements

წარმოდგენილ იქნას დაზღვევის პირობები 1.2 პუნქტის შესაბამისად ან გაუმჯობესებული.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განახორციელდება ყოველთვიურად დაზღვეულთა რაოდენობის და შესაბამისი პრემიის გათვალისწინებით, ინვოისის წარმოდგენის შემდეგ

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.2 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიად თაბუაშვილი, 595110070, z.tabuashvili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.5 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით გარდა დამატებითი ღირებულების გადასახადისა (დ.ღ.გ). სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru