Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инструменты для контроля физических характеристик (Грузия - Тендер #68556077)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68556077
Дата публикации: 14-11-2025
Сумма контракта: 723 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020349
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2025 17:48
Начало приема предложения 10.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 723`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 38400000-Инструменты для контроля физических характеристик
Коды классификатора
  • 38432210 - Газовые хроматографы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
Дополнительная информация
გაზური ქრომატოგრაფი მასსპექტრითა და ავტოსემპლერით (GC MS/MS(TAD))

Procurement Type: Electronic Tender Without Auction (NAT)
Announcement Number: N/A
Procurement proceeding status: Project of Announcement
Procuring Entities – LEPL National Environmental Agency
Financing – 2025 Funds
Estimated Value of procurement – 723 000.00 GEL
Bid must be submitted including VAT
Classifier (CPV) code: 38430000
Classifier (CPV) code and specific procurement object: 38432210 – Gas chromatograph
Bid reduction step – 7 2300.00 GEL
Guarantee amount – 7 230.00 GEL
Guarantee validity period - 160 days

Refer to the tender documentation for detailed conditions

Delivery period – no later than 90 (Ninety) calendar days from the date of signing the contract
Количество и объём закупок ერთი კომპლექტი
Шаг снижения цены 7`230.00 GEL
Размер гарантии 7`230 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino natenadze :: 10.09.2025 16:14
  • Последнее исправление: nino natenadze :: 14.11.2025 17:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=647523&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია: ერთი კომპლექტი - გაზური ქრომატოგრაფი მასსპექტრითა და ავტოსემპლერით - (GC-MS/MS (TAD)).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გაზური ქრომატოგრაფის (GC MS/MS) საშუალებით სასმელ, ზღვის, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში უნდა განხორციელდეს ორგანული დაბინძურების კვლევა, პრიორიტეტულ დამაბინძურებლებზე იმ აღმოჩენის ზღვრებით, რომელსაც ითხოვს როგორც ეროვნული, ისე ევროკავშირის ჩარჩო დირექტივა.

LOD/LOQ in the pg L⁻¹ ( მაგ., cypermethrin at pg L⁻¹, 17-alpha-ethinylestradiol at pg levels, dioxins/dioxin-like PCBs etc).

ნივთირებებათა/ჯგუფის ჩამონათვალი:

1. Aclonifen;
2. Bifenox;
3. Cybutryne (Irgarol);
4. Cypermethrin;
5. Dichlorvos;
6. Diclofenac;
7. Dicofol;
8. Dioxins and dioxin-like PCBs;
9. 17-alpha-Ethinylestradiol;
10. 17-beta-Estradiol;
11. Heptachlor and Heptachlorepoxide;
12. Hexabromocyclododecane (HBCDD);
13. Perfluorooctansulfonic acid (PFOS);
14. Quinoxyfen;
15. Terbutryn;
16. Anthracene;
17. Fluoranthene;
18. Hexachlorobenzene (HCB);
19. Hexachlorobutadiene;
20. Naphthalene;
21. Polyaromatic Hydrocarbons (PAHs);
22. Brominated Diphenyl Ethers (BDEs)

ტექნიკური მონაცემები და სპეციფიკაციები:

- გაზური ქრომატოგრაფი (GC); ქრომატოგრაფიული სვეტებით (ერთი ან რამდენიმე საანალიზო მეთოდების მიხედვით);
- საინჟექციო (inlet) მოდულის ნაკრებით (გაყოფა/გაყოფის გარეშე შემშვები სისტემით split/splitless);
- ღუმელით (რამდენიმე საფეხურიანი ტემპერეტურული პროგრამირებით და მინიმუმ ორი სვეტის მიერთებით);
- გაზური ქრომატოგრაფიდან დეტექტორში გარდამავალი, პროგრამული ტემპერატურის კონტროლირებადი მოდულის ნაკრებით (transfer line);
- ლოკალური სამართავი პანელითდა ლოკალური ეკრანით (გამოიყენება ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების ეკრანით (გამოიყენება ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების ან არ არსებობის შემთხვევაში);
- ხელსაწყოს ელ. კვებასთან მისაერთებელი სადენით (ძაბვა 220 ვოლტი, ერთფაზიან ელექტროკვებასთან ადაფტირებული);

- მას სპექტრ დეტექტორი, აღჭურვილი ტრიპლ აქსის დეტექტორით (triple axis detector (TAD)) ან ანალოგიური სიზუსტის (მგრძნობელობის) დეტექტორით; MS/MS სისტემით; ერთზე მეტი კვადროპულით, ელექტრო გამამრავლებლით (electron multiplier); ელექტრონული იონიზაციის მოდულითლ ერთზე მეტი ფილამენტით; ტურბომოლეკულური ტუმბოთი; ფორვაკუუმტუმბოთი (ძაბვა 220 ვოლტი); SIM/scan რეჟიმში მუშაობის ფუნქციით; ლოკალური სამარტავი პანელით და ეკრანით (გამოიყენება ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების ან არ არსებობის შემთხვევაში).
ძირითად პროგრამასთან მისაერთებელი საინფორმაციო კაბელით; ელ. კვებასთან მისაერთებელი კაბელით (ძაბვა 220 ვოლტი, ერთფაზიან ელექტროკვებასთან ადაფტირებული);

- აირად მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებების ავტომატური სინჯამღების (HEADSPACE AUTOSAMPLER) სრული ნაკრები; თერმოსტატით, ლოკალური სამართავი პანელით (გამოიყენება ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანების ან არ არსებობის შემთხვევაში); ვიალებით, გაზურ ქრომატოგრაფთან და მართვის კომპიუტერთან დამაკავსირებელი კაბელით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით; ელ. კვებასთან დამაკავშირებელი კაბელით (ძაბვა 220 ვოლტი, ერთფაზიან ელექტროკვებასთან ადაფტირებული); დეაქტივებული სინჯამღებით, მარყუჟით, მილებით, ნემსით სინჯამღებიდან გაზური ქრომატოგრაფის (GC) საინჟექციო მოდულში (inlet) გარდამავალი მილით, ვიალების მოსახუფი მოწყობილობით (მოსახუფი ვიალების არსებობის შემთხვევაში).
- ხელსაწყოს სამართავი კომპიუტერის ნაკრებით (პროცესორი, მონიტორი, პრინტერი, კლავიატურა, მაუსი) ხელსაწყოს კომპიუტერთან დამაკავშირებელი საინფორმაციო კაბელით; რამდენიმე კაბელის აუცილებლობის შემთხვევაში ინფორმაციის გამანაწილებელი მოდულით (სვიჩი); ელექტროკვებასთან დამაკავშირებელი კაბელით (ძაბვა 220 ვოლტი, ერთ ფაზიან ელექტროკვებასთან ადაფტირებული).
- უწყვეტი კვების წყარო - (UPS), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში ხელსაყოს ფუნქციონირებას მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ამავე დროს ხელსაწყოს პიკური მოხმარების პერიოდში უწყვეტი კვების წყაროს (UPS) დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმადობის 60%.
- შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით (ხელსაწყოს მწარმოებლის ლიცენზიით);
- ჰელიუმის აირმატარებლად გამოყენების შემთხვევაში, ჰელიუმის რეზერვუარის ორსაფეხურიანი რედუქტორის სრული ნაკრებით, ადაფტირებული 3/4 დიუმიან გარეხრახნიან ჰელიუმიუს რეზერვუართან; ჰელიუმის გასაფილტრი მოდულის ნაკრებით (ჰელიუმისგან ტენის მოსაცილებელი ხილულინდიკატორიანი ფილტრით; ჰელიუმისგან ჟანგბადის მოსაცილებელი ხილულინდიკატორიანი ფილტრით; ჰელიუმისგან ნახშირწყელბის მოსაცილებელი ხილულინდიკატორიანი ფილტრით; ფილტრების თანმიმდევრულად შესაერთებელი, მინიმუმ ოთხადგილიანი სტენდით); ჰელიუმის რეზერვუარის, ჰელიუმის ფილტრების და ხელსაწყოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი აირსატარი მილებით და შესაბამისი ფიტინგებით.
- სხვა აირმატარებლის გამოყენების შემთხვევაში აირის მოხმარებისთვის საჭირო სრული კომპლექტაციით.
- საკვალიფიკაციო და მეთოდების შესაბამისი სერტიფიცირებული, NIST-ამდე მიკვლევადი დასაკალიბრებელი სტანდარტული ხსნარებით;

- ნივთირებებათა/ჯგუფის ჩამონათვალში გაწერილი ნივთიერებების კონცენტრაციების განსასაზღვრი საერთაშორისოდ არიარებული სტანდარტული მეთოდებით და მათი დანერგვით.
- მეთოდის აღმოჩენის;
- მეთოდების მიხედვით ნიმუშის მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობით და რეაქტივებით;
- რექტივებული უნდა იყოს საკმარისი თითოეული პარამეტრისთვის 200 (ორასი) ნიმუშის მოსამზადებლად და საანალიზოდ.
- რეაქტივების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
- NIST-ის ბოლო რედაქციის ბიბლიოთეკის ნაკრებით;
- აპარატის მომსახურებისთვის აუცილებელი ხელსაწყოების ნაკრებით (სახრახნისებით, ქანჩსაჭერით, გამადიდებელი ლუპით);

სარეზერვო სათადარიგო ნაწილები:
- ქრომატოგრაფიული სვეტი 1 ცალი (რამდენიმე ტიპის ქრომატოგრაფიული სვეტის გამოყენების შემთხვევაში თითოეულ სვეტზე ერთი სატადარიგო სვეტი);
- ლაინერი 2 ცალი (რამდენიმე ტიპის ლაინერის გამოყენების შემთხვევაში თითოეულზე ორი სატადარიგო ლაინერი);
- 20 ცალი სეფტა;
- 20 ცალი ფერულა;
- 1000 ცალი ვიალა;


ხელსაწყო უნდა იყოს აღჭურვილი სრულად, იმგვარად, რომ შეძლოს წყლის დირექტივაში მოყვანილი პარამეტრების გაანალიზება დამატებითი მოწყობილობების საჭიროების გარეშე.

ყველა მოწყობილობას უნდა ახლდეს, ყველა აუცილებელი ნაწილი და უნდა შეესაბამებოდეს ინსტალაციისათვის საჭირო სტანდარტებს;

ხელსაწყოს უნდა მოყვებოდეს ყველა საჭირო რეაგენტი, ხსნარი და ნაწილი, რომელიც საჭიროა ტესტირების და სწავლების პროცესში ხელსაწყოს გამართული ფუნქციონირებისათვის;

მთლიანი მოწყობილობის ტესტირება (ფუნქციონალის შემოწმება) უნდა ჩატარდეს საბოლოო მომხმარებლის ორი წარმომადგენლის დასწრებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცაათი) კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება თანმდევი მომსახურებით უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ადლიის ქ. N102ა. - სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიაში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. შესყიდვის ობიექტზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გარანტია.

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხარვეზის მქონე საქონლის საკუთარი ხარჯებით შეკეთება ან შეცვლა ახლით, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით).

1.7.1.3. საგარანტიო პერიოდში, არასახარჯი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში ხელსაწყოს გამოცვლა ან რემონტი სერტიფიცირებული სერვის ინჟინრის მიერ.

1.7.1.4. მოწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ქარხნული, არა მეორადი და შეესაბამებოდეს ამ საქონლისათვის დადგენილ სტანდარტებს.

1.7.1.5. შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს ქარხნულად, შესაბამის შეფუთვაში იმ ფორმით, რომ არ იწვევდეს ხარიხის გაუარესებას ან დაზიანებას.

1.7.1.6. საგარანტიო პერიოდში:

ა). მწარმოებლის მხრიდან დროული დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა;
ბ). მომხმარებლის სახელმძღვანელოს ან სხვა საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
გ). სერვის ინჟინრის უკუკავშირი, სატელეფონო და ელექტრონული კონსულტაცია, teamviewer_ით ან მსგავსიაპლიკაციით დახმარების აღმოჩენა.
დ). საჭიროების შემთხვევაში ხელსაწყოს ლოკაციის ადგილზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული სერვის ინჟინრის დროული ვიზიტი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ფასების ცხრილის - დანართი N1 წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის - გარდა მე-2 (ინსტალაცია) და მე-3 (ტრენინგი) პოზიციებით განსაზღვრული მომსახურების - მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, ფასების ცხრილის - დანართი N1 შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეუძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. ხელსაწყო უნდა იყოს ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად წარმოებული, სატენდერო წინადადებასთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ISO9001 ხარისხის სერტიფიკატი.

2.7.1.2. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი.

შენიშვნა:
ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

2.9.1 მოწყობილობას უნდა ახლდეს ყველა აუცილებელი ნაწილი და შეესაბამებოდეს ინსტალაციისათვის საჭირო სტანდარტებს;
2.9.2 ტესტირება შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენით.
2.9.3 ოპერატორის სწავლება - არანაკლებ 2 (ორი) კვირის განმავლობაში მშობლიურ-ქართულ ენაზე (შესაბამისი სერტიფიცირებით);
2.9.4 ხელსაწყოს პროგრამული უზრუნველყოფის და მოხმარების სტანდარტული ოპერაციული პროცედურის (SOP) მოწოდება ქართულ ენაზე და 3 (სამი) წლიანი საგარანტიო მომსახურება.
2.9.5. საქონლის მიწოდების დროს წარმოდგენილ უნდა იქნას გაზური ქრომატოგრაფის მასსპექტრითა და ავტოსემპლერით (GC –MS/MS(TAD)) წარმოშობის სერთიფიკატი;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% -ის ოდენობით.
თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% -ის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, საბანკო გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება.

მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის ან მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადის 30 კალენდარულ დღეზე მეტად გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია არ დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დედნის სახით, ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა გადადის 2026 წელს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, რის საფუძველზეც მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს, შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100% - ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის გარანტიას მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2. გარანტიის შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ნათენაძე, 577140858, Nino.Natenadze@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

ა) ფასების ცხრილი - დანართი №1.

ბ) ISO9001 ხარისხის სერტიფიკატი;

გ) შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru