1.2.1. ტექნიკური დავალება:
1.2.1.1 გასაწევი მომსახურება:
1. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შადრევნების მიმდებარედ არსებული
ბეტონის სკამების რეაბილიტაცია--საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება;
2. "ალი და ნინოს" პედესტალის რეაბილიტაცია ასევე "ალი და ნინოს"
მიმდებარედ არსებული პირსის რეაბილიტაცია
-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
3. საფეხბურთო და ქვიშის მოედნის რეაბილიტაცია (ღებვა,
შეკეთება)--საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
4. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიაზე მდებარე ნაგვის ურნების
შეკეთება, გაღებვა-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება;
5. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიაზე სასაწყობე მეურნეობის ოფისის
სახურავის რემონტი-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება;
6. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიაზე ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ
ბორდიურებზე დამონტაჟებული ხის ძელსკამების შეკეთება
-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
7. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა კლუბის
საპირფარეშოს რემონტი-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება;
8. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიის მოწესრიგება(ლამპიონების
საყრდენი ბოძების შეკეთება-ღებვა)-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება;
9. იაპონურ ხეივანში ხიდის და სხვა ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაცია-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
10. სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ტერიტორიაზე მდებარე ხის სკამების
რეაბილიტაცია-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
11. ახალ ბულვარში შუშებით შემინული საპირფარეშოს
რემონტი-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
12. ამფითეატრის რეაბილიტაცია (ხის სკამები)-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება;
13. შუშით შემინული საპირფარეშოს მიმდებარედ არსებული ლითონის
ფანჩატურის რემონტი-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადება;
14. სკვერების რეაბილიტაცია (ბამბუკები, გორდეზიანი, უკრაინული,
ტროპიკული)-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
15. მოცეკვავე შადრევნებთან ხიდის
რეაბილიტაცია-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
16. პროექტირების დროს სარეაბილიტაციოდ გამოყენებული ყველა მასალა უნდა
იყოს მაღალი ხარისხის და არ უნდა შეიცავდეს ადამიანის
ჯანმრთელობისათვის საშის ნივთიერებებს.
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ტექნიკური დავალების
შესაბამისად ლოკალურ-რესურსული მეთოდით შედგენილი სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადება და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების
დადგენა;
ბ) დეფექტური აქტების შედგენა და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვის
გამოთვლა;
1.2.1.2. დამატებითი მომსახურების გაწევა, კერძოდ:
ა) ხარჯთაღრიცხვების გადაანგარიშება;
ბ) ხარჯთაღრიცხვის კორექტირება;
გ) სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების
აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ
გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე გონივრულ ვადებში
შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
1.2.3 დავალების შინაარსი:
1.2.3.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) სამუშაოები შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის
შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო
ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად
შესრულებისათვის მოახდინოს შესაბამის ორგანიზაციებთან და პირებთან
საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა,
ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს
შემსყიდველის მოვალეობას;
გ) საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო შედგენისას გათვალისწინებულ უნდა
იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო
გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით
საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დეფექტური უწყისებით
ხარჯთაღრიცხვების შედგენისას ღირებულება მიმწოდებელმა უნდა
განსაზღვროს შესაბამისი ნორმებით, დასაბუთებული კალკულაციებით და
ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის,
აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა
საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
1.2.4 დავალების შესრულების წესი:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ვადაში.
1.2.5 პროექტის კუთვნილება:
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა
სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის
გარეშე.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის სრული
მოცულობის ელექტრონული ვერსია.
1.2.6 დოკუმენტაციის რაოდენობა:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული
სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ნაბეჭდი 4 ეგზემპლარად და მისი
შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი (პროექტი -,,PDF", ხარჯთაღრიცხვა
-,,EXCEL"ფორმატში). ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია
(ხარჯთაღრიცხვა, განმარტებითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი
შრიფტით Sylfaen, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა
აღემატებოდეს 20 მეგაბაიტს.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის დანართი N2 წარმოდგენა
დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში
მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას
ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ
შტამპს). ფასების ცხრილის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, ან
განუფასებელად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში
განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი
პოზიციების 5%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.