Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Специализированное оборудование для сельского и лесного хозяйства (Грузия - Тендер #68556012)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 68556012
Дата публикации: 14-11-2025
Сумма контракта: 343 750


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020343
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2025 17:38
Начало приема предложения 22.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 343`750.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 16600000-Специализированное оборудование для сельского и лесного хозяйства
Коды классификатора
  • 16600000 - Специализированное оборудование для сельского и лесного хозяйства
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 1 (ერთი) ცალი.
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 3`438 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela iakobashvili :: 12.11.2025 14:37
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 14.11.2025 17:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654997&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2 ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის აღწერა (ტექნიკური დავალება):

1.2.1. დასაქუცმაცებელი ხის ტოტის მაქსიმალური დიამეტრი: არანაკლებ 30 სმ;
1.2.2. დანადგარი დამონტაჟებული უნდა იყოს ავტომობილის მისაბმელზე და განკუთვნილი უნდა იყოს საერთო დანიშნულების გზებზე გადაადგილებისთვის, აღჭურვილი უნდა იყოს შუქამრეკლებით, მანათობელი სიგნალებით და სახელმწიფო რეგისტრაციისთვის აუცილებელი სხვა მოწყობილობებით.
1.2.3. მისაბმელს უნდა გააჩნდეს ჩასაბმელი ავტომობილის ელექტროობასთან მისაერთებელი შვიდწერტილიანი შტეკერის როზეტი და ავტომობილის ბურთულა საბუქსირესთან თავსებადი თავისი წონის შესაბამისი ჩასაბმელი.
1.2.4. მისაბმელი ასევე აღჭურვილი უნდა იყოს სადგომი მუხრუჭით.
1.2.5. ძრავი: შიგა წვის ოთხ ტაქტიანი, არანაკლებ ოთხ ცილინდრიანი;
1.2.6. საწვავის ტიპი: ბენზინი ან დიზელის საწვავი (დიზელის საწვავის შემთხვევაში საწვავის მიწოდების სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ეწ. „სეპარატორით“ საწვავიდან წყლის მოსაცილებლად);
1.2.7. ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.2 ლ და არაუმეტეს 4.5 ლ;
1.2.8. ძრავის სიმძლავრე: არანაკლებ 70 ცძ და არაუმეტეს 100 ცძ;
1.2.9. საწვავის ავზი: არანაკლებ 70 ლ;
1.2.10. ენერგია ძრავიდან დამაქუცმაცებელ მექანიზმს (დოლურას) და ჰიდრავლიკურ სისტემას უნდა გადაეცეს ღვედის საშუალებით, დანადგარს ასევე უნდა გააჩნდეს ძრავის, დამაქუცმაცებელ (დოლურასთან) და ჰიდრავლიკურ მექანიზმთან დამაკავშირებელი კვანძი (გადაბმულობა) რომლის მართვა შესაძლებელი იქნება მექანიკურად;
1.2.11. დანადგარის მიმღებში დასაქუცმაცებელი ხის მიწოდება უნდა მოხდეს ოპერატორის მიერ ხელით, ხოლო მიწოდებული ხის ნედლეულის შემდგომი ფიქსაცია და დამაქუცმაცებელ კვანძზე მიწოდება ასევე მიწოდების დოზირება (მიწოდება, შეჩერება, რევერსი) უნდა მოხდეს ჰიდრავლიკურად მართვადი ჰორიზონტალურად განლაგებული ორი დაკბილული ლილვის ან დოლურის მეშვეობით როგორც ავტომატურად ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ოპერატორის მიერ სპეციალური ღილაკების ან/და ბერკეტის საშუალებით. დაკბილული ლილვების/დოლურის დაწოლა და დასამუშავებელი ხის ფიქსაცია დაქუცმაცების პროცესში უნდა რეგულირდებოდეს ზამბარებით და/ან ჰიდრავლიკური დგუშების საშუალებით.
1.2.12. ჰიდრავლიკური სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ლითონის ნაწილაკების მაგნიტური დამჭერით ან სპეციალური ფილტრით.
1.2.13. მჭრელი კომპონენტები: დანადგარს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 სმ დიამეტრის და არანაკლებ 30 სმ სიგანის დოლურა (და არა დისკი), რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 2 ცალი ორლესული სპეციალური დანით. დანადგარს უნდა გააჩნდეს დაქუცმაცებული მასალის ხორთუმიდან გამოსატყორცნი კვანძი.
1.2.14. დანის პარამეტრები:
1.2.14.1. სიგრძე არანაკლებ 20 სმ.
1.2.14.2. სიგანე არანაკლებ 10 სმ,
1.2.14.3. სისქე არანაკლებ 1,5 სმ.
1.2.15. დასაქუცმაცებელი ხის მიმღები ძაბრის ზომები: სიმაღლე არანაკლებ 75 სმ, სიგანე არანაკლებ 130 სმ;
1.2.16. მიმღებს ასევე უნდა გააჩნდეს მასალის მიწოდების დასაკეცი თეფში, რომლის აკეცვა შესაძლებელი უნდა იყოს ტრანსპორტირებისას.
1.2.17. დანადგარს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 270 გრადუსით მოძრავი დამცლელი ხორთუმი, რომელსაც ასევე უნდა ქონდეს ნათალი მასალის რეგულირებადი ამრეკლი, ჩამკეტი მექანიზმით (არეკლის კუთხის დასაფიქსირებლად). ამასთან მას უნდა გააჩნდეს სპეციალური ნარჩენებისგან დამცლელი და ინსპექტირების კარი.
1.2.18. დანადგარის გაბარიტული ზომები:
1.2.18.1. სიმაღლე არაუმეტეს 3 მეტრი,
1.2.18.2. სიგანე არაუმეტეს 2.2 მეტრი,
1.2.18.3. სიგრძე არაუმეტეს 5 მეტრი.
1.2.19. დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული გაჩერების მინიმუმ ორი ღილაკით (მიმღები ბუნკერის ორივე მხარეს), გადაბმულობის სამართავი ბერკეტით, ბერკეტი განთავსებული უნდა იყოს მიმღები ძაბრის 3 მხარეს, რომელსაც უნდა ქონდეს 3 პოზიცია (დასამუშავებელი ხის მიწოდება, შეჩერება, რევერსი).
1.2.20. დანადგარს ასევე უნდა გააჩნდეს მუშა საათების ამთვლელი მექანიზმი.
1.2.21. დანადგარს უნდა გააჩნდეს ჩამკეტი უსაფრთხოებისათვის დოლურას დასაბლოკად მისი ტექნიკური მომსახურების პროცესში (დანების ცვლისას ან სხვა); სწრაფად მოხსნადი საფარი, ღვედებთან ადვილი წვდომისთვის, მარტივად შემოწმებისა და მოვლისთვის; ქუროები, შემთრევი ლილვაკების ღერძების ცვეთის შესამცირებლად.
1.2.22. დანადგარს კომპლექტში უნდა მოყვებოდეს:
1.2.22.1. მჭრელი დანების კომპლექტი (დანების სამაგრი ჭანჭიკებით): 5 კომპლექტი;
1.2.22.2. ძრავის ზეთის ფილტრი: 2 ცალი;
1.2.22.3. ინსტრუმენტების ნაკრები;
1.2.22.4. ავტომობილზე დასამონტაჟებელი დანადგარის წონის შესაბამისი ჩასაბმელი ბურთულიანი კავი;

შენიშვნა:
1. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უნაკლო, არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი და სრულად უნდა პასუხობდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოწოდებული დანადგარის სსიპ “საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში” შემსყიდველის სახელზე რეგისტრაცია.
3. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 2 დღიანი ტრეინინგი შემსყიდველის არანაკლებ 3 თანამშრომლისათვის დანადგარის ოპერირებისა და მოვლა - შენახვის კუთხით. ტრენინგი უნდა ჩაატაროს მწარმოებლის ან მისი ოფიციალური დილერის მიერ ავტორიზებულმა კომპანიის შესაბამისმა წარმომადგენელმა, რომელსაც ამ სფეროში გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია/გამოცდილება (ტრეინინგი ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში).
4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი ტრანსპორტირება, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მისაწოდებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს;
1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით შემსყიდველის შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, სამღერეთის ქუჩა N3 (შპს "ეკოსერვის ჯგუფი"-ს საწყობი, მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ადგილი).
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
1.5.4. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.
1.5.5. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას უნდა წარმოადგინოს სასაქონლო ზედნადები, რომელშიც საქონლის დასახელება უნდა ემთხვეოდეს ხელშეკრულებაში მითითებულ საქონლის დასახელებას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის საგარანტიო ვადა სწორი ექსპლოატაციის პირობებში უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს ან არანაკლებ 2000 (ორი ათასი) საათს (რომელიც უფრო ადრე დადგება).
1.7.1.2. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოწოდებული საქონლის ექსპლოატაციისას გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით ან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში შეცვალოს დაზიანებული საქონელი ახალი ექსპლოატაციაში არ მყოფი ანალოგიური საქონლით.
1.7.1.3. ნაკლის ან/და დეფექტის გამოვლენის გამო, შესყიდვის ობიექტის შეკეთების ან შეცვლისას, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
1.7.1.4. პრეტენდეტმა საგარანტიო პირობები უნდა წარმაოდგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს მის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი და მოდელი (მოდელი არსებობის შემთხვევაში (მოდელის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიეთითოს ტექსტი: ,,მოდელი არ გააჩნია")).
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია მოდელი და პრეტენდენტი ფასების ცხრილში არ მიუთითებს ტექსტს ,,მოდელი არ გააჩნია", აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი მინიმუმ ერთი სერვისცენტრი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც სერვისი განხორცეილდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან/და სხვა სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ან მის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მწარმოებლის ოფიციალური დილერის მიერ დადასტურებული, შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის ტექნიკური პასპორტი ან/და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო პირობების 1.2 მუხლის 1.2.1 - 1.2.21 პუნქტებში მოცემულ მახასიათებლებთან.

შენიშვნა:
1. მწარმოებლის ოფიციალური დილერის მიერ დადასტურებული ტექნიკური პასპორტის ან/და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მწარმოებლის მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ 2.7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გამცემი პირი არის შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მწარმოებლის ოფიციალური დილერი.
2. უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

2.7.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ხის დასაქუცმაცებელი დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს 2006/42/EC, 2014/30/EU, 2000/14/EC ან სხვა მსგავსი პარამეტრების შესაბამის სტანდარტებს, რის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (უცხოურენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1. ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ს შესაბამისად და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

2.9.2. სატენდერო პირობების 2.7.1 მუხლის 2.7.1.1 და 2.7.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ამავე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2.9.3. ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ სატენდერო პირობების 1.7.1 პუნქტში ატვირთული დანართი N2-ს შესაბამისად.

2.9.4. სერვის ცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N3–ის მიხედვით, ან დანართ N3-ში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით (დანართი N3 ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური სახით და სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსყიდველი“, ავანსის სახით გადაუხდის „მიმწოდებელს“ ხელშეკრულების ღირებულების 100%-ს, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ) წარმოდგენიდან და ავანსის გადარიცხვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში (ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას).
7.1.1.2 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი 2025 წლის 22 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდებას, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის საავანსო გარანტია, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია მოახდენს საავანსო ანგარიშსწორებას (ამ პუნქტის გათვალისწინებით საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევად).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2025 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ინსპექტირების აქტის (დადებითი დასკვნის) შედგენის საფუძველზე, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
შენიშვნა:
1. მიღება ჩაბარება განხორციელდება შემდეგ ეტაპებად: ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მოწოდება; შემსყიდველის მიერ ინსპექტირების აქტის შედგენა (დადებითი დასკვნა); ხის დასაქუცმაცებელი დანადგარის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის სახელზე სახელმწიფო რეგისტრაცია; მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
2. წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ავანსის დაქვითვა მოხდება მოწოდებული საქონლის ღირებულებიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru