Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68529973)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Maritime Transport Agency
Номер конкурса: 68529973
Дата публикации: 13-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020244
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2025 20:29
Начало приема предложения 23.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 364`619.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 35`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome chkhartishvili :: 28.10.2025 16:07
  • Последнее исправление: salome chkhartishvili :: 13.11.2025 20:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652918&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი) გულისხმობს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას.

1.1.2 შესყიდვის ობიექტის სრული სია:

1 (ერთი) ერთეული KAMAZ – 65111-013 მარკის ავტომანქანა;
3 (სამი) ერთეული Hyundai ACCENT მარკის ავტომანქანა;
1 (ერთი) ერთეული Hyundai SONATA მარკის ავტომანქანა;
1 (ერთი) ერთეული Hyundai H1 მარკის ავტომანქანა;
1 (ერთი) ერთეული KIA OPTIMA მარკის ავტომანქანა;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ავტომანქანის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორცილდეს პრეისკურანტში მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) ჩამონათვალი.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში;
1.2.3 მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაუკატორის მომსახურება და ა.შ.).
1.2.4 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.5 პრედენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ სავარაუდო ღირებულებებს.
1.2.6 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.6 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.7 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეიკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.2.8 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.9 ავტოტრანსპორტის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყების ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.11 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვის-ცეტრში დღეში ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა.
1.2.12 შესყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.2.13 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად რიგგარეშედ - 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 პრეტენდენტის სერვის ცენტრი უნდა მუშაობდეს კვირაში არანაკლებ 6 დღის განმავლობაში, დღეში არანაკლებ 7 საათით.

1.4.3 მომსახურებისას გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის და ელექტროობისთვის 1 ან/და 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის 1 კალენდარულ დღეს;
• აგრეგატებისათვის 1-3 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე - სამღებრო სამუშაოებისათვის და ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა 5-7 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის ქართულ ბაზარზე არ არსებობის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა 30 კალენდარულ დღეს;

1.4.4 იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. ბათუმის (ავტომანქანები 3 ერთეული Hyundai ACCENT და 1 ერეული Hyundai SONATA ) და ქ. ფოთის (ავტომანქანები რიცხული 1 ერთეული KAMAZ , 1 ერეული Hyundai H1 და 1 ერეული KIA OPTIMA) ტერიტორიაზე განთავსებული სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელის მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი ქარხნული და არ ავლენდეს დეფექტებს.
1.7.1.2 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფად ცვეთადი დეტალებისა (კერძოდ, გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრების, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები) და იმ შემთხვევისა როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებების.
1.7.1.3 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.4 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.5 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება. არანაკლებ 30 000 ლარის ოდენობით, აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია თითოეულ წელზე წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
ანალოგიურ მომსახურებაში იგულისხმება ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის-ცენტრები თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ქ. ფოთის ტერიტორიებზე, დღეში არანაკლებ 2 ავტომანქანის მომსახურების საშუალებით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, მათ შორის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ავტოამწე ერთ სერვის-ცენტრში, თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ავტომატური კოლოფის ზეთის შეცლის აპარატი. ამასთან, სერვისცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავის დიაგნოსტიკა და კაპიტალური შეკეთება, გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.
2.3.1.2 თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ფოთის ტერიტორიებზე მოქმედი სერვის ცენტრების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია. სერვისცენტრის საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის ცენტრის მდებარეობისა და ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

ექსპერტიზის ან აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია/აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში. ასევე, შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული საექპერტო დასკვნის წარმოდგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების რაოდენობის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ზედნადები) საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ჩხარტიშვილი, 597531818, s.chkhartishvili@mta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა;
10.1.2 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.3 ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
10.1.4 პრეისკურანტის დაზუსტების დროს საერთო ფასის შემცირების/კლების ან/და მომატების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს პროფილში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართის სახით.
10.1.6 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.7 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;
10.1.8 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.
10.1.9 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.10 წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკურ პირობებს.
ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.11 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.12 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru