Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Спортивные товары и оборудование (Грузия - Тендер #68529955)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 68529955
Дата публикации: 13-11-2025
Сумма контракта: 285 016


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020223
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2025 17:32
Начало приема предложения 23.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.11.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 285`016.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 37400000-Спортивные товары и оборудование
Коды классификатора
  • 37440000 - Оборудование для фитнеса
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქალაქ ქუთაისში, სპორტული ტრენაჟორების (8 ობიექტი) შეძენა-მონტაჟი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`700.00 GEL
Размер гарантии 2`850 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 12.11.2025 17:28
  • Последнее исправление: irakli adeishvili :: 13.11.2025 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655066&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ქუთაისში, სპორტული ტრენაჟორების (8 ობიექტი) შეძენა-მონტაჟი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი. (8 ობიექტი)
2. ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ტრენაჟორი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინს, (ფუნქციონალურად მიზანმიმართული უნდა იყოს ფიზიკური განვითარებისათვის) მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. ტრენაჟორზე საინფორმაციო სტიკერის (დაფა) სახით გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტები.
3. მოსაწოდებელი საქონლის ფერი (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევში) შეთანხმდეს „შემსყიდველთან”.
4. „მიმწოდებლი”-ს მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს პროექტში მითითებულ ტექნიკურ მახასითებლებს.
5. ტრენაჟორები შეღებილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის საღებავით, ხოლო მისი არამეტალის დეტალები უნდა იყოს მაღალი სიმკვრივის ერთგვარი რეზინისგან დამზადებული.
6. ტრენაჟორების გაბარიტულ ზომებზე დასაშვებია 10%-იანი ცდომილება, თუ აღნიშნული ცვლილებით არ დაირღვევა მისი ფუნქციონალურობა და მომხმარებლის უსაფრთხოება.
7. შემოთავაზებულ ყოველ კონკრეტულ ტრენაჟორს უნდა გააჩნდეს TUV ან/და ISO სერტიფიკატი, ან/და სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN1176-თან შესაბამისობის დოკუმენტი, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე, ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.
8. ტრენაჟორების მოწყობის დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში, სახელწოდებით - „პროექტი“

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. საქონლის მიწოდება (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეში.
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ყოველკვირეული კალენდარული გეგმა-გრაფიკი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტში მიმაგრებული დანართი N6-ის მიხედვით, მასში აღნიშნული ობიექტების გათვალისწინებით;
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სპორტული ტრენაჟორების მოწყობის ადგილმდებარეობები დაზუსტება შემსყიდველის მიერ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) ერთი წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ერთი წლის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. ასევე თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა სვეტში „მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი და მარკა ან/და მოდელი” უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ან/და ბრენდი და მარკა ან/და მოდელი. (მარკა ან/და მოდელის არსებობის შემთხვევაში)
2. პრეტენდენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის დასრულების დღემდე, პრეტენდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 285016 (ორას ოთხმოცდახუთი ათას თექვსმეტი) ლარი. მათ შორის, პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ტრენაჟორ(ებ)ის მიწოდება-მონტაჟის სამუშაოები.


3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;

4 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის/შემსყიდველის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება; ასევე პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა (თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობის (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

5. სამუშაოები, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა საბიუჯეტო ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი ნაკლებია საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებულ ოდენობაზე, გათვალისწინებულ იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა);

6. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს სამრეწველო ან/და სამოქალაქო მშენებლობის საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №5-ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების ყოველკვირეული კალენდარული გეგმა-გრაფიკი დანართი N6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ ყოველ კონკრეტულ ტრენაჟორზე უნდა წარმოადგინოს მოქმედი TUV ან/და ISO სერტიფიკატი, ან/და სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ გაცემული EN1176-თან შესაბამისობის დოკუმენტი, რომლებიც თანხვედრაში უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე, ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.

2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ვებ-ბმულის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ან კატალოგის შესაბამისი გვერდები პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად.

3. დოკუმენტ(ებ)ის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი), ხოლო ვებ-ბმულის წარმოდგენის შემთხვევაში, ქართულ ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება არ მოითხოვება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფი;
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. მიმწოდებელმა ობიექტებზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისის საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) და ასევე 2. თუ პრეტენდნეტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოდსადგენ ცნობაში).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru