Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #68529888)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 68529888
Дата публикации: 13-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020168
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2025 14:30
Начало приема предложения 22.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 2`377.16 GEL
Контрактная цена объекта закупки 350`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
2026 წლის ბიუჯეტით - 235 000.00 ლარი
2027 წლის ბიუჯეტით - 115 000.00 ლარი
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 10.00 GEL
Размер гарантии 3`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maria pranguliani :: 24.09.2025 10:43
  • Последнее исправление: maria pranguliani :: 13.11.2025 14:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649116&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:

სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.

1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:

1.1 წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით;
1.2 ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2 000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტი 12;
1.3 ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად;
1.4 Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით, მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში, დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით);
1.5 შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.6 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.);

2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:

2.1 ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით;
2.2 ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში, ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების პირობებში მხოლოდ შემსყიდველის უფლებამოსილ პირთან თანხმობით უზრუნველყოს თარჯიმნის ჩანაცვლება, რა შემთხვევაშიც, მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
2.3 ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.
2.4 ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, მაღალპროფესიულ დონეზე, სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიის დაცვით;

>>დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი პ ი რ ო ბ ე ბ ი<<

• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან;

• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით;

• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული ინფორმაცია/მასალები;

• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმნის შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია, ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.

• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით);

• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე;

• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად);

• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 ერთი და იმავე ენის, ხოლო რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ჩინური ენების არანაკლებ 4 სპეციალისტი, მათ შორის: აზერბაიჯანული, ინგლისური, რუსული, თურქული, ფრანგული, ჰინდი, არაბული და სპარსული ენების მინიმუმ თითო განსხვავებული სქესის ერთიდაიგივე ენის თარჯიმანი. თარჯიმნის შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. შერჩევა-შეფასების ეტაპზე დასაშვებია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი თარჯინის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• შემსყიდველის მოთხოვნის ან ხელშეკრულების მიმდინარეობისას ახალი თარჯიმნის დამატების შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• მიმწოდებელი ვალდებულია არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე შემსყიდველისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.

• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2026 წლის 01 აპრილიდან) 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით (ამასთან, მომსახურების დაწყების პერიოდი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს/გაიზადოს), არსებულ პერიოდზე ანალოგიური მომსახურების შესყიდვის შესახებ უკვე გაფორმებული ხელეკრულების მიმდინარეობიდან გამოდინარე (თანხის ამოწურვა/მომსახურების ვადის გაგრძელება და სხვ.)), (დღე-ღამის ნებისმიერ დროს) და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში, კერძოდ:

• წერილობითი თარგმნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა მომსახურების გაწევის ყოველ კონკრეტულ მოთხოვნაზე 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 20 სტანდარტული გვერდის თარგმნა, ხოლო დიდი მოცულობის მასალის შემთხვევაში, შესრულების ვადის განსაზღვრა მხარეთა შორის (მიმწოდებელსა და მომსახურების გაწევის ინიციატორს შორის) მოხდება წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმებით, მიმწოდებლის მხრიდან ხელმოწერილი (მათ შორის ელექტრონული ხელმოწერა) ბეჭედასმული დოკუმენტით, შემსყიდველთან (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან) შეთანხმებული გონივრული ვადების გათვალისწინებით, რომელიც ყოველ ჯერზე დაუყონებლივ გაეგზავნება შემსყიდველს (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• ზეპირი თარგმნის მომსახურება განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თარჯიმანი დანიშნულების ადგილზე უნდა გამოცხადდეს მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სატელეფონო ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.

• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.


შ ე ნ ი შ ვ ნ ა: შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, როცა მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ახალი თარჯინის გამოყოფა და მივლენა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.


მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას, უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და წარმოადგინოს შემსყიდველის შესწორებული ვარიანტი შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ღირებულების სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:
1. ხელშეკრულებ(ები)ა;
2. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

• პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ე.წ. “ქოლ ცენტრი”, რომელიც ორგანიზებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ხდებოდეს სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და გადამისამართება და ჰყავდეს ერთდროულად მომუშავე არანაკლებ ორი ოპერატორი, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სატელეფონო ნომერზე ორი ერთდროულად შემოსული ზარის ოპერირება. ქოლ ცენტრში უნდა ხდებოდეს უპასუხო ზარების დამახსოვრება და უპასუხო ზარის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 10 წუთისა უნდა ხდებოდეს უპასუხო ზარის ავტორთან გადარეკვა და სათანადო რეაგირება;

• აღნიშნული გადამოწმებული იქნება როგორც დისტანციურად, სატელეფონო ზარის განხორციელებით, ასევე ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან, პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპზე და ასევე ხელშეკრულების მოქმედების მთელს პერიოდში.

• მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრ(ებ)ი ჩართული უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში და შესაძლებელი უნდა იყოს შემსყიდველის მხრიდან ნებისმიერ დროს შეტყობინების განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ;

• პრეტენდენტმა ტენდერის მიმდინარეობისას, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს "ქოლ ცენტრის" სატელფონო ნომერი (ცხელი ხაზის ნომერი).

• პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

• პრეტენდენტმა, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ პრეისკურანტში ჩამოთვლილი თითოეული ენის შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს ყველა ენის: თარჯიმნის სახელი, გვარი, ენა რომლის სათარჯიმნო მომსახურებასაც ახორციელებს და თარჯიმნის თანხმობის შესახებ ხელმოწერილი წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ თარჯიმანი მზადაა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გაუწიოს ზეპირი სათარჯიმნო მომსახურება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს ან/და უქმე დღეებში, ტენდერის პირობებისა და მომსახურების ფასების გათვალისწინებით. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე, შემსყიდველი, საჭიროებისას მოითხოვს სათარჯიმნო მომსახურების გაწევას ზემოხსენებული თანხმობის წერილებში მითითებული თარჯიმნების საშუალებით (გთხოვთ იხილოთ ხელშეკრულების პროექტის 3.4.1 პუნქტის ბოლო აბზაცი) და თუ გამოვლინდება შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №19-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება (ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება) მიღებულ იქნება სათანადო ზომები;

• პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას, იმ პირთა ხელმოწერილი თანხმობის წერილი, რომელთა პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენაც ხდება პრეტენდენტის მიერ. თანხმობა გაცემული უნდა იყოს, როგორც, პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის გადაცემაზე, ასევე, შემსყიდველის მიერ მიმდინარე ტენდერის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებაზე;

• შემოთავაზებული თარჯიმანი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სმენადაქვეითებულ პირთა კატეგორიას;

• შემოთავაზებული თარჯიმანი არ უნდა იყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროს განკუთვნილი პირი (თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი);

• ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თარჯიმნის კვალიფიკაციისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში.

• პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

• პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით). საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით;

• პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის 30 აპრილი).

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს;

7.3.2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს მის მიერ გაწეული მომსახურებს მონიტორინგი და იმ შემთხვევაში თუ გაწეული მოსახურების ღირებულება გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, აღნიშნული არ წარმოშობს შემსყიდველის ვალდებულებას ანგარიშწორებაზე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანა ლაგაზიძე, 595511323, a.lagazidze@mia.gov.ge

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru