Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #68469075)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 68469075
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 11 945 550


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000429
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 16:11
Начало приема предложения 17.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 11`945`550.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30232110 - Лазерные принтеры
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი და მისი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე მისთვის განკუთვნილი კარტრიჯები.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 6 807 ერთეული პრინტერი და არანაკლებ 159 940 000 გვერდის დასაბეჭდად საჭირო რაოდენობის კარტრიჯები.
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 119`460 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: tinatin asratashvili :: 28.10.2025 18:48
  • Последнее исправление: ketevan kadagidze :: 11.11.2025 16:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652963&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი (შემდგომში - პრინტერი) და მისი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (3 წელი) მისთვის განკუთვნილი დიდი რესურსის კარტრიჯი (შემდგომში - კარტრიჯები).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 6 807 (ექვსი ათას რვაას შვიდი) ერთეული პრინტერი და მათთვის განკუთვნილი არანაკლებ 159 940 000 (ას ორმოცდაცხრამეტი მილიონ ცხრაას ორმოცი ათასი) გვერდის ბეჭდვისათვის საჭირო კარტრიჯები.

1.2.2. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 1.2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს შემდეგი პრინციპით:
ა) პრინტერების შემთხვევაში - ჯამურად (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში.
ბ) შემოთავაზებული კარტრიჯების მეშვეობით დასაბეჭდი გვერდების შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.3. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

1.2.3. წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის (3 წლის) განმავლობაში შესაძლებელია დიდი რესურსის კარტრიჯების შესყიდვა იმ რაოდენობით, რა რაოდენობასაც მოითხოვს შემყიდველი ორგანიზაცია თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც ყოველწლიურად, ასევე ჯამურად - 3 წლის განმავლობაში (შეუზღუდავად).

ამასთან, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტებზე (პრინტერები და დიდი რესურსის კარტრიჯები), ფორმდება ერთი სამწლიანი (პრინტერების საგარანტიო ვადა) ხელშეკრულება. დამატებითი რაოდენობით კარტრიჯების შესყიდვის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილება.

1.2.4. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის დიდი რესურსის კარტრიჯის გვერდის ბეჭდვის რესურსები.

1.2.5. შესასყიდი პრინტერების და კარტრიჯების რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, მოცემულია დანართი №2-ში.

1.2.6. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის შესაბამისად.

1.2.7. შემოთავაზებული კარტრიჯი განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული პრინტერისათვის.
შემოთავაზებული პრინტერი და კარტრიჯი დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ, ქარხნული წესით. ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი. შემოთავაზებულ კარტრიჯზე დატანილი უნდა იყოს სერიული ნომერი და იგივე ბრენდის ლოგოტიპი, რაც - პრინტერებზე.

1.2.8. შემოთავაზებულმა კარტრიჯმა უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ბეჭდვა ყოველგვარი ლაქებისა და ბეჭდვითი წუნის გარეშე.

1.2.9. შემოთავაზებული საქონელი (როგორც პრინტერი, ასევე კარტრიჯი) დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.2.10. არ არის სავალდებულო, შემოთავაზებულ პრინტერს მოყვებოდეს სასტარტო კარტრიჯი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულის თაობაზე მიმართავს მას გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა დაასრულოს არაუგვიანეს გამარჯვებულად გამოვლენიდან 130 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით განსაზღვრული 45 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ (გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღე) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გააფორმოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბრისა, თუ მიმწოდებელი და სატენდერო კომისია თანხმობას განაცხადებს აღნიშნულზე. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი საქონლის მიწოდება განახორციელოს შემსყიდველის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.3. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმწოდებლი არ არის ვალდებული განახორციელოს პრინტერებისა და კარტრიჯების მიწოდება გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 კალენდარულ დღეზე ადრე.

1.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია პრინტერების საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (მომდევნო ეტაპებზე, 3 წლის განმავლობაში), საჭირო კარტრიჯების გაცემა/მიღება განახორციელოს შემსყიდველის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

პრინტერებისა და კარტრიჯების გაცემა უნდა მოხდეს ქ. თბილისიდან, თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, პრინტერზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი წუნის/ხარვეზის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში პრინტერის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში საკუთარის ხარჯებით შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით.

1.7.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან კარტრიჯებზე გაავრცელოს 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი წუნის/ხარვეზის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში კარტრიჯის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში საკუთარის ხარჯებით შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით.

1.7.1.3. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს პრინტერი ან/და კარტრიჯი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.4. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1, 1.7.1.2 და 1.7.1.3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი კარტრიჯის (დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასები და ჯამური ღირებულებები უნდა მიუთითოს დანართი №3-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №3-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი კარტრიჯების (დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი კარტრიჯის (დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
ამასთან, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის, წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ღირებულების პრინტერების ან/და კარტრიჯების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ინფორმაცია:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების პრინტერების ან/და კარტრიჯების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება ან

ბ) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ, SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული პრინტერებისა და კარტრიჯის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი/დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.5. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.7.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.7 პუნქტის მოთხოვნის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილი/დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.4. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილი/დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად (რათა დადგინდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.5. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.5. მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილ(ებ)ში/ინფორმაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, შემოთავაზებული საქონლის (პრინტერი და მისთვის განკუთვნილი დიდი რესურსის კარტრიჯი) ბრენდი, მოდელი და საორიენტაციო რაოდენობა.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემოთავაზებულ კარტრიჯებში უნდა იყოს ინტეგრირებული ე.წ. „ბარაბანი“ და პრინტერს არ უნდა ესაჭიროებოდეს ცალკე ბარაბნის გამოცვლა.

2.9.2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული პრინტერისა და კარტრიჯის (დიდი რესურსის კარტრიჯის) ზუსტი ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფოტო და სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული პრინტერისა და კარტრიჯის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

119460

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას (სტანდარტული პრინტერის მიწოდების ვადას + 3 წელი) უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას ურთიერთ შეთანხმებული ოდენობით, მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების, პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პრინტერისა და კარტრიჯის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2026 წლის განმავლობაში A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის მიზნითა და მხოლოდ მის ფარგლებში, განახორციელოს A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯების 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შედგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების და მათთვის განკუთვნილი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru