Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #68469055)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 68469055
Дата публикации: 11-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000428
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 16:00
Начало приема предложения 17.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 83.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30237280 - Аксессуары для подачи мощности
Срок подачи გამარჯვებულად გამოვლენიდან 130 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერის საჭიროებისთვის განკუთვნილი სტანდარტული უწყვეტი კვების წყარო.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 9 343 ერთეული უწყვეტი კვების წყარო
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 7`760 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: tinatin asratashvili :: 23.10.2025 15:51
  • Последнее исправление: ketevan kadagidze :: 11.11.2025 16:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652383&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე, პერსონალური კომპიუტერების საჭიროებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების წყარო (შემდგომში - უწყვეტი კვების წყარო).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 9 343 (ცხრა ათას სამას ორმოცდასამი) ერთეული უწყვეტი კვების წყარო.
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული (მისაწოდებელი) უწყვეტი კვების წყაროების ჯამური რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ჯამურად, 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.

1.2.2. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად.

1.2.3. შესასყიდი უწყვეტი კვების წყაროების რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, მოცემულია დანართ №2-ში.

1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის შესაბამისად.

1.2.5 შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულის თაობაზე მიმართავს მას გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა დაასრულოს არაუგვიანეს გამარჯვებულად გამოვლენიდან 130 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით განსაზღვრული 45 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ (გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღე) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გააფორმოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბრისა, თუ მიმწოდებელი და სატენდერო კომისია თანხმობას განაცხადებს აღნიშნულზე. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი საქონლის მიწოდება განახორციელოს შემსყიდველის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.3. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმწოდებლი არ არის ვალდებული განახორციელოს უწყვეტი კვების წყაროების მიწოდება გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 კალენდარულ დღეზე ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

უწყვეტი კვების წყაროების გაცემა უნდა მოხდეს ქ. თბილისიდან, თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემოთავაზებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან გაავრცელოს 3 წლიანი გარანტია, რომლის მიხედვითაც, ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში, ნებისმიერი წუნის/ხარვეზის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, უწყვეტი კვების წყარო(ები)ს მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია.

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში ერთი და იგივე უწყვეტი კვების წყარო შესაძლებელია არაუმეტეს 3-ჯერ დაექვემდებაროს შეკეთებას. შემდგომი საგარანტიო შემთხვევის დადგომისას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს უარი განაცხადოს საგარანტიო საქონლის შეკეთებაზე და მოსთხოვოს მიმწოდებელს უწყვეტი კვების წყაროს ახლით შეცვლა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის იდენტური პარამეტრების მქონე უწყვეტი კვების წყაროებით, მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.3 ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს უწყვეტი კვების წყარო ახლით ტექნიკური მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.4 საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.7.1.5 საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა შემოთავაზებული უწყვეტი კვების წყაროს ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი №3 - ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №3-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული უწყვეტი კვების წყაროს ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

უწყვეტი კვების წყაროს ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

ამასთან, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ღირებულების უწყვეტი კვების წყაროების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების უწყვეტი კვების წყაროების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება ან

ბ) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული უწყვეტი კვების წყაროების მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი/დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.7.1.3. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილი/დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად (რათა დადგინდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.7.1.4. მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილ(ებ)ში/ინფორმაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, შემოთავაზებული საქონლის ბრენდი, მოდელი და საორიენტაციო რაოდენობა.

ამასთან, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტით, 2.7.1.1; 2.7.1.2. და 2.7.1.3. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოფიციალური წერილ(ებ)ი/დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს ერთი და იმავე პირის მიერ.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული უწყვეტი კვების წყაროს დაზუსტებული ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფოტო და სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული უწყვეტი კვების წყაროს ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 კონსოლიდირებული ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ვაჭრობაში ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან მომდევნო 15 სამუშაო დღის ვადაში სატენდერო კომისიას წარუდგინოს მისაწოდებელი უწყვეტი კვების წყაროს ნიმუში, ხოლო უმცირესი ღირებულების დამფიქსირებელი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, მომდევნო ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე პრეტენდენტი ვალდებულია დისკვალიფიკაციის ოქმის სისტემაში ატვირთვიდან მომდევნო 15 სამუშაო დღის ვადაში სატენდერო კომისიას წარუდგინოს აღნიშნული ნიმუში.

3.1.1.2 კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს ვალდებულია ტენდერისათვის სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო კომისიას წარუდგინოს შემოთავაზებული მოდელის სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №-1-ით დადგენილ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან TUV, SGS, INTERNTEK ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) მიერ გაცემული დასკვნა, ხოლო უმცირესი ფასის დამფიქსირებელი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია დისკვალიფიკაციის ოქმის სისტემაში ატვირთვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუში წარდგენილი უნდა იქნეს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, რ.ჰოლბრუკის №8.
სამუშაო საათები: 09:00-18:00.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

7760

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას ურთიერთ შეთანხმებული ოდენობით მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების, პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის (2026 წლის განმავლობაში უწყვეტი კვების წყაროების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2026 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების საჭიროებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების წყარო(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის მიზნითა და მხოლოდ მის ფარგლებში, განახორციელოს უწყვეტი კვების წყაროების 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით,

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru