პრეტედენტი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა
ჩაატაროს ავტობუსების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს
დეფექტური აქტი ხელმოსაწერად. დეფექტურ აქტში გაწერილი უნდა იყოს
გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო
სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი და
შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში აგრეთვე განფასებული უნდა იყოს ისეთი
სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის
პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა
წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული
იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური
აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან,
ავტობუსების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში
მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის
უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ
დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა
იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი
დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,
ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
ავტობუსების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო
ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და
სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების
ჩატარებას; ავტობუსის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას;
ავტობუსების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და
შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა
შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში
მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში
მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.
პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების
რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი
შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და
მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთის
არსებობის შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ან მომსახურების ფასის
მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით.
ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების
ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს.
ავტობუსების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და
შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის
შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი
მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის
(სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების
დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ
მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის სრულყოფილი და /ან
შეცვლილი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი
ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
ავტობუსების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
ავტობუსების ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების
შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი
დანახარჯების გარეშე.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში შემოთავაზებული სერვის-ცენტრის
ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს
რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში
მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი
ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა. მიმწოდებლის სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური
ნორმები.
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების საგარანტიო
პერიოდში, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმის
შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს
ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების
გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი
დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო
ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში
ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის
გახსნიდან არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე. ექსპერტიზის
ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 18 000.00
ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 პრეისკურანტში მოცემული ცხრილების
სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 250 583.00 ლარს.
სატენდერო წინადადების ფასი:
ა) ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში
ატვირთულ ცხრილში (დანართი №1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო
ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ბოლო
შეთავაზება, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე,
მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა
ასახოს პრეისკურანტით ჩამონათვლის თითოეული პოზიციის ერთეულის
ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით,
პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს
მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში
მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური
ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების
შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები
გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან,
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
პრეტენდენტის მიერ დანართი N1 - პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს
EXCEL-ის ფორმატში.