ავტომანქანების რეცხვა/გასუფთავების მომსახურება (გარდა ქიმიური
რეცხვისა და ქიმწმენდისა) შესაძლებელია განხორციელდეს ან საბარათე
(პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით ან მიმწოდებლის მიერ
დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი საბუთის
(ტალონი) მეშვეობით.
1. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევა განხორციელდება მიმწოდებლის
მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი საბუთის
(ტალონი) მეშვეობით, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია:
მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტი - რეცხვის ტალონი უნდა
შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის დასახელება და ლოგო;
ბ) ტალონის იდენტიფიცირების ნომერი;
გ) სატრანსპორტო საშუალების სახეობა (ტიპი);
დ) ტალონის გამოყენების ვადა;
ე) გამოყოფილი ადგილი სატრანსპორტო საშალების სახელმწიფო ნომრის
ჩასაწერად;
2. ტალონების მიწოდება უნდა განხორციელდეს, შემსყიდველის მოთხოვნიდან
არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026
წლის 10 დეკემბრამდე, ხოლო გაცემული ტალონების გამოყენების ვადა უნდა
იყოს 2 წელი. ის კომპანია რომელთანაც გაფორმდება სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ვალდებულია ვადიანი ტალონების
წარდგენის შემდეგ გაწიოს მომსახურება მიხუედავად იმისა გასუალია თუ
არა გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურებისთვის გაწევის ვადა.
ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანების რეცხვა/გასუფთავების
მომსახურება (გარდა ქიმიური რეცხვისა და ქიმწმენდისა) განხორციელდება
საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, ტენდერში
გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია:
1.შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით,
რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გააქტიუროს
შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ
ანგარიშზე და გადასცეს სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და
პაროლი, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ
ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე
რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს
შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება უნდა ჰქონდეს
ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი
შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე
პლასტიკურ ბარათზე რეცხვითი მომსახურების ლიმიტები. პლასტიკური
ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს
ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ
ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.
2. პლასტიკური ბარათი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემსყიდველის დასახელებას და ლოგოს;
ბ) მიმწოდებლის დასახელებას;
გ) რეცხვის პლასტიკური ბარათის იდენტიფიცირების უნიკალურ ნომერს;
დ) ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს;
ე) ავტომობილების სახეობას (სედანი/ჯიპი/მიკროავტობუსი)
3. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს „შემსყიდველის“ მიერ მოთხოვნილი
რაოდენობის მიხედვით, რეცხვის პლასტიკური ბარათების დამზადება
არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და სპეციალური ანგარიშის
გახსნა, ხოლო ელექტრონულად თანხით შევსება და „შემსყიდველისათვის“
უსასყიდლოდ მიწოდება მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის
განმავლობაში.
4. პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ახალი პლასტიკური ბარათის
შემსყიდველისათვის უსასყიდლო მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2
(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში,
შემსყიდველს ბალანსზე დაემატება, წინამდებარე ტენდერით
გათვალისწინებული სახეობის ახალი სატრანსპორტო საშუალება,
შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის დამზადება
უსასყიდლოდ.
6. საბარათე სისტემის საშუალებით მომსახურების გაწევის პროცესში, ყოველ
სამრეცხაო ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საბარათე
სისტემის წამკითხველი მოწყობილობა, რომელზეც სამრეცხაო ბარათის
დაფიქსირების დროს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების
მომენტალური ასახვა, ელექტრონულ სისტემაში, მიმწოდებლის მიერ
შემსყიდველისთვის გამოყოფილ სპეციალურ ანგარიშზე.
ავტომანქანების რეცხვითი მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს
შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების როგორც
ექსტერიერის (ძარა), ასევე ინტერიერის (სალონი, საბარგული) სრულად რეცხვა,
გასუფთავება და გამშრალება, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა
და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. ასევე, მომსახურების გაწევის
ვადაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ძრავის კაპიტალური
რეცხვა. გამოყენებული უნდა იყოს ავტომანქანისათვის რეკომენდირებული
და მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები.
ავტომანქანების გარედან რეცხვა უნდა მოხდეს ე.წ. უკონტაქტო რეცხვის
მეთოდის გამოყენებით, რომელიც არ აზიანებს ავტომანქანის საღებავს.
შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, წინასწარი
დაჯავშნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა შეთანხმებულ დროს უნდა
განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება, ხოლო სხვა დანარჩენ
შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს (დასრულდეს) რეცხვის
ტალონების/პლასტიკური ბარათის წარდგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) საათის
განმავლობაში.
ავტოსამრეცხაოებში რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი
უნდა იყოს ყოველდღე არანაკლებ 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
შემსყიდველი არ არის ვალდებული, წინამდებარე ტენდერის შედეგად
გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება აითვისოს სრულად.
რეცხვის პროცესში, სატრანსპორტო საშუალებების ნებისმიერი
დაზიანებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ასეთი გარემოების
არსებობის შემთხვევაში, ზიანს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
მიმწოდებელს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში
უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ერთეული ავტოსამრეცხაო სადგური, ხოლო ქ.
ბათუმში, ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისში და ქ. ფოთში არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული
ავტოსამრეცხაო სადგური. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, აღნიშნული
ტენდერის სტატუსის - გამარჯვებულად გამოვლენამდე გადაამოწმოს
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წამოდგენილი სამრეცხაო
ობიექტები და მათი მატერიალური-ტექნიკური ბაზები რომლებიც აღჭურვილნი
უნდა იყვნენ რეცხვითი მომსახურების გაწევისთვის საჭირო შესაბამისი
მანქანა-დანადგარებით როგორიცაა კერხერი, მტვერსასრუტი და ა.შ.
სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი ტიპის და რაოდენობის
მიხედვით წარმოდგენილია დანართი N3-ში.
თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ბოლო
შეთავაზება, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე,
მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა
ასახოს პრეისკურანტით ჩამონათვლის თითოეული პოზიციის ერთეულის
ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით,
პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს
მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები
გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან,
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
პრეტენდენტის მიერ დანართი №1 - პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს
EXCEL-ის ფორმატში.