Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #68438594)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 68438594
Дата публикации: 10-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250019916
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2025 18:03
Начало приема предложения 16.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 433.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona tsabutashvili :: 10.11.2025 17:34
  • Последнее исправление: teona tsabutashvili :: 10.11.2025 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654662&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დოკუმენტების თარგმანის მომსახურება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, უცხოურიდან ქართულ ენაზე და პირიქით, მათ შორის სპეციფიკური ტექსტების თარგმნა.
- ნათარგმნი უნდა შეესაბამებოდეს ფართოდ მიღებულ საერთაშორისო ლინგვისტურ სტანდარტებს;
- იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელონ კონკრეტული მიმართულების სპეციალისტებმა, რომლებიც კარგად იცნობენ შესაბამის ტერმინოლოგიას;
- თარგმნა უნდა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1-10 სტანდარტული გვერდის თარგმნა შემსყიდველის მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, 11-20 სტანდარტული გვერდის თარგმნა 2 (ორი) სამუშაო დღეში და ა.შ.
- ერთ სტანდარტულ ნათარგმნ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნის არანაკლებ 2000 ნაბეჭდი სიმბოლოს მქონე გვერდი (no spaces) 12 ზომის შრიფტით.
- მიმწოდებლის მიერ ფასის გამოთვლა უნდა მოხდეს შემდეგი ფორმულის მიხედვით:
C = A/( 2000) B
A - ერთი სტანდარტული გვერდის ფასი;
B - ნათარგმნი სიმბოლოების რაოდენობა;
C - ნათარგმნი სიმბოლოების ფასი.
- ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული და მისი შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალ ტექსტთან;
- მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მიიღო მან შემსყიდველისგან მიღებული მასალებიდან;
- საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება;
- სათარგმნი დოკუმენტების მიწოდება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
- მიმწოდებელი ვალდებულია, ნათარგმნი მასალა, თავისი სახსრებით (კურიერის მეშვეობით), თარგმნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდველს, ქაღალდზე დაბეჭდილი სახით (ყველა გვერდზე) დამოწმებული მიმწოდებელი კომპანიის მიერ (ამასთანავე გადათარგმნილი ყველა გვერდი დადასტურებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით - ასეთის არსებობის შემთხვევაში),ნათარგმნი მასალა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსრულებელი თარჯიმნის შესახებ (სახელი გვარი).
- მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგებზე (ნათარგმნზე), რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე;
- მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული მომსახურების გამოსწორება, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
- პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციასა და მიმწოდებლის შეთანხმებით, მიმდინარე დროისთვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი №2) შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის (დანართი №2) საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

იხ. ტექნიკური დავალება - დანართი N1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მაგრამ, არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1-10 სტანდარტული გვერდის თარგმნა შემსყიდველის მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, 11-20 სტანდარტული გვერდის თარგმნა 2 (ორი) სამუშაო დღეში და ა.შ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სათარგმნი დოკუმენტების მიწოდება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
1.5.2 მიმწოდებელი ვალდებულია, ნათარგმნი მასალა, თავისი სახსრებით (კურიერის მეშვეობით), თარგმნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდველს, ქაღალდზე დაბეჭდილი სახით (ყველა გვერდზე) დამოწმებული მიმწოდებელი კომპანიის მიერ (ამასთანავე გადათარგმნილი ყველა გვერდი დადასტურებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით - ასეთის არსებობის შემთხვევაში),ნათარგმნი მასალა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსრულებელი თარჯიმნის შესახებ (სახელი გვარი).
1.5.3 ნათარგმნი მასალის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N99. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (დოკუმენტების თარგმნის) გაწევის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2022, 2023 და 2024 წლების განმავლობაში არ უნდა იყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ანალოგიური (დოკუმენტების თარგმნის) მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს 7 000.00 (შვიდი ათასი) ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის), ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ანალოგიური მომსახურების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას. პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N3-ში (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, სადაც განხორციელდა ანალოგიური (დოკუმენტების თარგმნის) მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული რეკომენდაცია გაცემული და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1 პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურებაზე მომუშავე პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (დიპლომი ან/და სერთიფიკატი ან/და მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელითაც დადასტურდება პერსონალის კვალიფიკაცია) დანართი N4-ის (ინფორმაცია სპეციალისტების კვალიფიკაციის შესახებ) გათვალისწინებით. უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან, აღნიშნული ტენდერით განსაზღვრული მომსახურება არის ინტელექტუალური ხასიათის მომსახურება, რომლის შეფასების კრიტერიუმები და ფასწარმოქმნის დასაბუთების სტანდარტი რთული დასადგენია, ამასთან შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად არაერთ კომპანიას შეუძლია, შემსყიდველს შესთავაზოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის კონკურენტუნარიან ფასი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის გაზრდისა და ხელსაყრელი ფასის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი წინამდებარე ტენდერში არ მოითხოვება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
7.2.3 საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ცაბუტაშვილი, 577180818, ttsabutashvili@nbe.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N2 (დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების მომსახურების პრეისკურანტი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.5 შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც სხვაობა პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს თხუთმეტივე პოზიციაზე.
10.1.6 პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
10.1.7 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ მომსახურების პრეისკურანტი არ იქნება წარმოდგენილი, იქნება წარმოდგენილი განუფასებლად ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 5 %, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
10.1.8 პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციასა და მიმწოდებლის შეთანხმებით, მიმდინარე დროისთვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი №2) შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის (დანართი №2) საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.9 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.10 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.11 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:
• დანართი №1 - ტექნიკური დავალება;
• დანართი №2 - მომსახურების პრეისკურანტი;
• დანართი №3 - ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება;
• დანართი №4 - ინფორმაცია სპეციალისტების კვალიფიკაციის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1 პუნქტის შესაბამისად;
• დანართი №5 - რეკვიზიტები, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ;
• ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად;
• სარეკომენდაციო წერილები სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად;
• სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დიპლომი ან/და სერთიფიკატი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru