Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Электрическое оборудование (Грузия - Тендер #68438577)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 68438577
Дата публикации: 10-11-2025
Сумма контракта: 87 240


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019904
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2025 17:19
Начало приема предложения 18.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.11.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 87`240.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 31600000-Электрическое оборудование
Коды классификатора
  • 31612310 - Прерывистые (моргающие) световые сигналы
  • 31620000 - Аппараты звуковой или визуальной сигнализации
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ციმციმების, სირენების და ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი, დემონტაჟი) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 900.00 GEL
Размер гарантии 872 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: avtandili bukhrashvili :: 20.10.2025 09:16
  • Последнее исправление: avtandili bukhrashvili :: 10.11.2025 17:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651826&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ციმციმების, სირენების და ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/დემონტაჟი) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება იხილეთ მიბმულ ფაილში.

შენიშვნა: შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი). ამასთან, თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდის და მოდელის.

სავალდებულო პირობები ციმციმების სამონტაჟო სამუშაოებისათვის:

ა) სადენების გადაბმა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, სპეციალური საშუალებებით (მაგ: იხ. სურათი №1), ისე რომ არ იწვევდეს სადენების გადახურებას/ლღობას. სადენების გადაბმისას გამოყენებული უნდა იქნას თერმოკუმშვადი მილები (მაგ: იხ. სურათი №2);

ბ) მოწყობილობებისთვის კვება მიწოდებული უნდა იქნეს უშუალოდ ავტომობილის აკუმულატორიდან სპეციალური დამცველი ბუდით და კაბელის დაბოლოებით (ბუნიკებით) (მაგ: იხ. სურათი №3);

გ) მოწყობილობების ცენტრალური კვებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას არანაკლებ 2,5 მმ² კვეთის სადენები;

დ) ციმციმების მართვის ბლოკი ავტომობილის ძარაში დამონტაჟებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მასში წყლის შეღწევის შესაძლებლობა;

ე) მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ავტომობილის ძარაზე (ცაზე) დასამაგრებელი ციმციმა ან/და ხმამაღლამოლაპარაკე უნდა დამონტაჟდეს ავტომობილის მყარ კონსტრუქციულ ნაწილზე არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით;

ვ) ციმციმას/მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის (ციმციმას/მოწყობილობის) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 12 იანვრისა. ამასთან, მიმწოდებელმა მომსახურება (ავტომანქანაზე ციმციმას/მოწყობილობის მონტაჟი/დემონტაჟი) უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან (მოთხოვნა/შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ამასთან, შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნა ციმციმას/მოწყობილობების ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟის შესახებ შესაძლებელია განხორციელდეს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც. სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური რაოდენობა "ფასების ცხრილით" განსაზღვრული ციმციმას/მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოების ერთ ჯერზე შესასრულებლად განისაზღვრება 5 ერთეულით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №5ა, ხოლო მომსახურების (ავტომანქანაზე ციმციმას/მოწყობილობის მონტაჟი/დემონტაჟი) გაწევა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ან აღნიშნულ მისამართზე ან ქ. თბილისში მდებარე მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში.

შენშვნა: მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად პრეტენდენტის მხრიდან სერვის-ცენტრის შემოთავაზების შეთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია ამ სერვის-ცენტრის მისამართის შესახებ, ხოლო ქიზიყის ქ. №5ა-ში (შემსყიდველის ლოკაციაზე) სამონტაჟი სამუშაოების განხორციელების სურვილის შემთხვევაში - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟის თარიღიდან. ამასთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან (ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხარვეზის/ნაკლის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს იდენტური მახასიათებლების მქონე ახალი საქონლით შეცვლა, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე (შენიშვნა: საგარანტიო პირობების/ვადის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას პრეტენდენტის ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და მოდელი/დასახელება.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შესაძლებელია ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ქარხნულად იყოს მითითებული შესყიდვის ობიექტზე ან/და მის შეფუთვაზე, შესაბამისად, პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოსურათი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სერვისის გამწევი (ავტომანქანაზე ციმციმას/მოწყობილობის მონტაჟის განმახორციელებელი) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა:

- მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- ქვეკონტრაქტორის გამოუყენებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე;

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად (ავტომანქანაზე ციმციმას/მოწყობილობის მონტაჟი, დემონტაჟი) შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა:

- მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- ქიზიყის ქ. №5ა-ში (შემსყიდველის ლოკაციაზე) სამონტაჟი სამუშაოების განხორციელების სურვილის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ავთანდილი ბუხრაშვილი, 595016533, a.bukhrashvili@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით, ამასთან, უნდა მოიცავდეს როგორც საქონლის მიწოდების, ასევე, თანმდევ მომსახურებასთან (მონტაჟი, დემონტაჟი) დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში (საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით). სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას მითითებული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია გამოყენებულია „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები:

10.2.1 "ფასების ცხრილი" - სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 (კონკრეტებული საგარანტიო ვადის მითითებით), 2.7.1, 2.8.1 და 2.9 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru