Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования (Грузия - Тендер #68438552)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68438552
Дата публикации: 10-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250019869
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2025 12:57
Начало приема предложения 18.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.11.2025 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 192`730.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 350`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50400000-Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Коды классификатора
  • 50400000 - Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში ტექნიკური დავალების (ცხრილი №5) შესაბამისად;
Дополнительная информация
სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური და ინსტრუმენტული სადგურების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`927.00 GEL
Размер гарантии 3`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilona arghvliani :: 30.10.2025 20:22
  • Последнее исправление: eka kuprava :: 10.11.2025 12:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653338&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური და ინსტრუმენტული სადგურების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სატენდერო დოკუმენტაცია არის დიდი მოცულობის და მისი სრულად გადმოტანა ამ ფორმატში შეუძლებელია დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკურ დავალება დანართი №1-ში.

ტექნიკური დავალება დანართი №1-ში მოცემულია შედეგი ინფორმაცია:

1. შესყიდვის ობიექტი და მომსახურების პერიოდი;

2. სამუშაოს მიზანი და მოკლე ინფორმაცია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის შესახებ;

3. სადგურების ადგილმდებარეობა, წყლის მონიტორინგული პარამეტრები და მომსახურების ძირითადი ტიპები;

4. მონიტორინგის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები;

5. პრეტენდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ვადები;
5.1. სადგურების პრევენციული / გეგმიური მომსახურება;
5.2. მონაცემთა უწყვეტი გადაცემა ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფით;
5.3. სადგურებზე აპარატურის ინსტალაცია;
5.4. გაუთვალისწინებელი ინციდენტისას სადგურის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიცირებული ხარვეზის აღმოფხვრა.

6. შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება, კონტროლი და მიღება ჩაბარება;

7. ფასების სტრუქტურა მომსახურების სისტემატურ ნუსხაში (პრეისკურანტი);

- შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება: 350,000.00 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით, ხოლო პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება: 192,730.00 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების და ამ მომსახურებისათვის საჭირო საქონლის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო (ზღვრული) ღირებულებას;
- პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ყველა დასახელების მომსახურებაზე. ამასთან, პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი მიღებულია არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულებაც;
- პრეისკურანტში საქონლის და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობისას დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
- პრეისკურანტის ცხრილის (დანართი №2) წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენილი პრეიკურანტის ცხრილის (დანართი №2) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას);
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში რომელიმე განუფასებელი პოზიციის არსებობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული პოზიციით გათვალისწინებულ მომსახურებას და ამ მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილს პრეტენდენტი შემსყიდველს სთავაზობს უფასოდ.

- დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკური დავალების დანართი №1-ში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის განმავლობაში ტექნიკური დავალების მე-5 თავის შესაბამისად;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სადგურების ადგილმდებარეობა, წყლის მონიტორინგული პარამეტრები და მომსახურების ძირითადი ტიპები

ტექნიკური დავალების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ სამუშაოები განსახორციელებელია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მხარეებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ცხრილები №1 და ცხრილები №2).

მხარე და სადგურების რაოდენობა
• კახეთი - 31 ჭაბურღილი
• მცხეთა-მთიანეთი - 10 ჭაბურღილი
• შიდა ქართლი - 2 ჭაბურღილი
• ქვემო ქართლი - 3 ჭაბურღილი
• იმერეთი - 3 სულ - აქედან ერთი ჭაბურღილი, ორი წყარო
• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 ჭაბურღილი
• გურია - 2 ჭაბურღილი
• აჭარის ა/რესპუბლიკა - 4 წყარო
სულ: 60 წყალპუნქტი, აქედან 54 ჭაბურღილი, 6 წყარო

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკური დავალების დანართი №1-ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არა მეორადი;

1.7.1.2. მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ნაწილებზე და შესრულებულ სამუშაოზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ პრეისკურანტის ცხრილი დანართი №2-ში შესაბამის პოზიციებზე მითითებული ვადის გარანტია ტექნიკური დავალების დანართი №1-ის მე-5 თავის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გარემოს მონიტორინგის ავტომატურ და ინსტრუმენტულ ხელსაწყოებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც სატენდერო წინადადებასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით, უნდა წარმოადგინოს ქვემოთ დასახელებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

ა) ISO-9001 სერტიფიკატი და ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული („ლინკი“), რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტის სამუშაო გამოცდილების შესახებ;

ბ) გარემოს მონიტორინგის აპარატურის ინსტალაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებული არანაკლებ 3 ხელშეკრულება; ასევე, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად შესრულებას. თუ პრეტენდენტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია შესაბამისი SPA, NAT ან CMR ნომრ(ებ)ის მითითება.

2.9 other additional requirements

2.9.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველი პრეტენდენტს გადასცემს:

- მონიტორინგის ქსელის სადგურების ტექნიკური აღრიცხვის ელექტრონულ და მატერიალურ ბარათებს (სადგურის კომპლექტის შემადგენელი აღჭურვილობისა და საგარანტიო ვადების მითითებით), რომელიც სამუშაოების შემსრულებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ანგარიშგების შესაბამის ეტაპზე (მათ შორის, გამზომი აპარატურის დაკალიბრების ოქმების, დეფექტური და აღდგენითი სამუშაოების აქტების შესადგენად);

- დაინსტალირებული აპარატურის ტექნიკურ დოკუმენტაციას / User Manual (ელ-ვერსია / CD).

2.9.2. პრეტენდენტს შეუძლია გაეცნოს სადგურების მუშაობის სპეციფიკას როგორც საველე პირობებში, ასევე მონაცემთა გადაცემის არსებულ სისტემებს (მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ სერვერზე).

2.9.3. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სადგურების მოვლა-შენახვისთვის საჭირო ყველა სათანადო საველე აღჭურვილობა.

2.9.4. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) სადგურებზე გამზომი აპარატურის დაკალიბრება უნდა განხორციელდეს:

შესაბამისი აპარატურის მწარმოებლ(ებ)ის ავტორიზებული/უფლებამოსილი სერვის-ინჟინრის მიერ ან სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში, შესაბამისი უწყების მიერ სერტიფიცირებული იურიდიული ან ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ.

ორივე შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 (სამოაცდაათი) კალენდარული დღისა (სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყებამდე).

ბ) სადგურებზე არსებული მონაცემთა რეგისტრატორების ("დატალოგერების") პროგრამული განახლება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) უნდა განხორციელდეს მწარმოებლის ავტორიზებული/უფლებამოსილი სერვის-ინჟინრის მიერ;

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი სამუშაოების დაწყებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

6.4.2. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

6.4.3. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ ამოქმედდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4.4. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, რის საფუძველზეც მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების გარანტია მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ლარში, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს მოთხოვნილი თანხის ოდენობის გარანტიას მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარ ანგარიშსწორების შემთხვევაში, 7.1.1 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუსაო დღისა.

7.3.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შესაბამისი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუსაო დღისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკა კუპრავა, 595053231, Eka.Kuprava@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "გეოლოგიური მონიტორინგი"
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი №1-ის მიხედვით;

ბ) პრეიკურანტის ცხრილი დანართი №2-ის მიხედვით;

გ) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გარემოს მონიტორინგის ავტომატურ და ინსტრუმენტულ ხელსაწყოებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც სატენდერო წინადადებასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით, უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 მუხლის 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru