Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #68348264)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 68348264
Дата публикации: 06-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250019722
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.11.2025 18:06
Начало приема предложения 14.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.11.2025 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 350`669.19 GEL
Контрактная цена объекта закупки 130`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
Срок подачи ეტაპობრივად, 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ბიუროს ბალანსზე რიცხულ შენობებში არსებული გათბობის; კონდიცირების; ცენტრალური ვენტილაციისა და მაცივრების (ლაბორატორიული, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების) მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`056.00 GEL
Размер гарантии 1`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksi shavelashvili :: 06.11.2025 17:31
  • Последнее исправление: aleksi shavelashvili :: 06.11.2025 18:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654256&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბიუროს ბალანსზე რიცხულ შენობებში არსებული გათბობის; კონდიცირების; ცენტრალური ვენტილაციისა და მაცივრების (ლაბორატორიული, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების) მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურეობა მოიცავს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოწყობილობების მოვლა-პატრონობას და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან/და შეცვლას;
1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოწყობილობების მწარმოებლების მიერ განსაზღვრული ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
1.3 ავარიულად გაჩერებული მოწყობილობ(ებ)ის დათვალიერება და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 საათში. ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 12 საათში(მიუხედავად არა სამუშაო დღისა), ხოლო იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება მოწყობილობის კაპიტალური შეკეთება ან დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
1.4 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები;
1.5 კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი, სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით დავალების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
1.6 მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ (შემსყიდველთან შეთანხმებით). დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებაზე, ან იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომსახურების პროცესში ტექნიკური გაუმართაობით.
1.7 შეცვლილი ნაწილ(ებ)ი მიმწოდებელმა უნდა დატოვოს კონკრეტულ ობიექტზე შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით;
1.8 მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და შესაბამისი უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;მიღ
1.9 შემსყიდველი უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ კონკრეტული მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ბრალეულობით (ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მომსახურების არადროულად ან არაჯეროვნად განხორციელება და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, ამასთან, მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილი იქნება შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი ასეთი გამაფრთხილებელი წერილი.
1.10 პრეისკურანტით (დანართი N2) განსაზღვრული ნებისმიერი ერთეულის ღირებულება მოიცავს ყველა იმ თანმდევ ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტული მომსახურების განხორციელებასთან;
შენიშვნა:
1. პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს Excel-ის ფორმატში.
2. პრეტენდენტი, დაზუსტების პროცედურის გარეშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა განსაფასებელი პოზიციების 5%-ზე მეტი იქნება.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
პრეისკურანტის საწყის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ საბოლოოდ დაფიქსირებულ პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასების დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ პროპორციით, რა პროცენტული ოდენობითაც შემცირდება პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება მის თავდაპირველ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი მიღებული იქნება არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულებაც.
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა და მომსახურების ღირებულება პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N2) და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის რომელიმე პოზიციით განსაზღვრული იქნება ზღვრულ ერთეულის ფასზე მაღალი ერთეულის ფასი, პრეტენდენტი ვალდებულია კონკრეტულად იმ პოზიციაზე პროპორციული კლება განახორციელოს შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული ზღვული ფასიდან და წარმოადგინოს არსებული სხვაობის შესაბამისად შემცირებული კორექტირებული პრეისკურანტი.
პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა თუ მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ნაწილისა და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
2. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი
2.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი (ადმინისტრაციული შენობა - ჭავჭვაძის გამზ. N84, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი - აღმაშენებლის ქუჩა, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისსა და საინჯინრო ექსპერტიზის ცენტრი(დეპარტამენტი) - ნოდარ ბოხუას N23, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტანენტი - ნოდარ ბოხუას N25), ქ. ქუთაისი (ჭავჭვაძის ქ. N2ა), ქ. ბათუმი (მელიქიშვილის ქ. N102), ქ. გორი (სოფ . კარალეთი), ქ. გურჯაანი (წმინდა ნინოს N17) , ქ. რუსთავი (წმინდა ნინოს N3), ქ.ახალციხე (რუსთაველის ქ N105)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ტექნიკური დავალების გათვალისწინებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი:
ქ. თბილისი (ადმინისტრაციული შენობა - ჭავჭვაძის გამზ. N84, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი - აღმაშენებლის ქუჩა, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისსა და საინჯინრო ექსპერტიზის ცენტრი(დეპარტამენტი) - ნოდარ ბოხუას N23, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტანენტი - ნოდარ ბოხუას N25);
ქ. ქუთაისი (ჭავჭვაძის ქ. N2ა);
ქ. ბათუმი (მელიქიშვილის ქ. N102);
ქ. გორი (სოფ . კარალეთი);
ქ. გურჯაანი (წმინდა ნინოს N17);
ქ. რუსთავი (წმინდა ნინოს N3);
ქ.ახალციხე (რუსთაველის ქ N105)

1.7.1 requirement related to guarantee period

კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტით დავალების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში (სირთულის მიხედვით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების სფეროში 2024 და 2025 წლების განმავლობაში გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს თითოეული აღნიშნული წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. ამასთან, 2024 და 2025 წლების განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 000 ლარს;

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი (სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ). ამასთან, თითოეული სარეკომენდაციო წერილი უნდა ეხებოდეს 2024 წლიდან განხორციელებულ შესყიდვის ობიექტით განსაზღვრულ ანალოგიურ მომსახურებას, შეიცავდეს ხელშეკრულების მონაცემებს (თითოეულის ღირებულებით არანაკლებ 50 000 ლარი) და ინფორმაციას გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ (შესრულდა თუ არა პირნათლად მიმწოდებლის ვალდებულებები). ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას მითითებული ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

შენიშვნა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაცია არ უნდა იქნას წარმოდგენილი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პრეისკურანტი (დანართი N2- ფასების ცხრილი) "Excel"-ის ან PDF" ფორმატში;
ბ) სატელეფონო ნომერი (ცხელი ხაზი) და ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც შესაძლებელი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში დაკავშირება და მოთხოვნის დაფიქსირება;
გ) ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;
დ) დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
ე) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (მათ შორის ტრანსპორტირების და სხვა თანმდევი ხარჯების გათვალისწინებით);
ვ) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ში მოცემული ცხრილის ჯამური ღირებულების მიხედვით. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0”. ცხრილის იმ პოზიციებზე, სადაც უკვე მითითებულია აღნიშვნა „0“, იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე მიმწოდებელმა უფასოდ უნდა შემოგვთავაზოს მომსახურება, ხოლო ცარიელ პოზიციებზე იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი/მომსახურება არ მოითხოვება.

შენიშვნა:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსი შაველაშვილი, 577920982, ashavelashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru