მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურეობა მოიცავს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული
მოწყობილობების მოვლა-პატრონობას და საჭიროების შემთხვევაში, მათი
გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი დაზიანებული
ნაწილის შეკეთებას ან/და შეცვლას;
1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შესყიდვის ობიექტთან
დაკავშირებული მოწყობილობების მწარმოებლების მიერ განსაზღვრული
ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
1.3 ავარიულად გაჩერებული მოწყობილობ(ებ)ის დათვალიერება და
ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის
დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 საათში. ნებისმიერი
დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 12 საათში(მიუხედავად არა
სამუშაო დღისა), ხოლო იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება მოწყობილობის
კაპიტალური შეკეთება ან დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც
მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე)
მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს
შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.
1.4 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს
დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების
დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და
დასრულების ვადები;
1.5 კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის
საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის
განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის
ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა,
შემსყიდველის წერილობითი, სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით
დავალების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
1.6 მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
სპეციალისტების მიერ (შემსყიდველთან შეთანხმებით). დაცული უნდა იყოს
უსაფრთხოების ნორმები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიყენებული
ზიანის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებაზე, ან იმ უბედურ შემთხვევებზე,
რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომსახურების პროცესში ტექნიკური
გაუმართაობით.
1.7 შეცვლილი ნაწილ(ებ)ი მიმწოდებელმა უნდა დატოვოს კონკრეტულ ობიექტზე
შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით;
1.8 მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო
ინვენტარით და შესაბამისი უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს
მიმწოდებელი ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;მიღ
1.9 შემსყიდველი უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს
ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ კონკრეტული
მოწყობილობის დაზიანება გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ბრალეულობით
(ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მომსახურების არადროულად ან
არაჯეროვნად განხორციელება და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის
შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი
დავალების მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში, ამასთან,
მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილი იქნება შესაბამისი გამაფრთხილებელი
წერილი. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების
მოქმედება, თუ მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი ასეთი
გამაფრთხილებელი წერილი.
1.10 პრეისკურანტით (დანართი N2) განსაზღვრული ნებისმიერი ერთეულის
ღირებულება მოიცავს ყველა იმ თანმდევ ხარჯს და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, რომელიც შესაძლოა
დაკავშირებული იყოს კონკრეტული მომსახურების განხორციელებასთან;
შენიშვნა:
1. პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს
Excel-ის ფორმატში.
2. პრეტენდენტი, დაზუსტების პროცედურის გარეშე, დაექვემდებარება
დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარდგენილი პრეისკურანტი ან
წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა
განსაფასებელი პოზიციების 5%-ზე მეტი იქნება.
პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი
არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან
მიმართებით.
პრეისკურანტის საწყის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ საბოლოოდ დაფიქსირებულ
პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში,
პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასების დაანგარიშება უნდა
განხორციელდეს იმ პროპორციით, რა პროცენტული ოდენობითაც შემცირდება
პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება მის თავდაპირველ სავარაუდო
ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, პროპორციული პროცენტული
ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი
მიღებული იქნება არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის
მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით).
შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულებაც.
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისთვის
საჭირო ნაწილისა და მომსახურების ღირებულება პოზიციების შესაბამისად
პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N2) და
არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ
ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა
გადააჭარბოს პრეისკურანტის ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის რომელიმე პოზიციით
განსაზღვრული იქნება ზღვრულ ერთეულის ფასზე მაღალი ერთეულის ფასი,
პრეტენდენტი ვალდებულია კონკრეტულად იმ პოზიციაზე პროპორციული კლება
განახორციელოს შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული ზღვული ფასიდან და
წარმოადგინოს არსებული სხვაობის შესაბამისად შემცირებული
კორექტირებული პრეისკურანტი.
პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული
მოწყობილობების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა თუ მომსახურების
რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი
შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და
მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში პრეისკურანტში ნაწილისა და მომსახურების რომელიმე
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
2. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი
2.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით;
2.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი (ადმინისტრაციული შენობა -
ჭავჭვაძის გამზ. N84, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი -
აღმაშენებლის ქუჩა, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის,
სეისმომედეგობისსა და საინჯინრო ექსპერტიზის ცენტრი(დეპარტამენტი) -
ნოდარ ბოხუას N23, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტანენტი - ნოდარ ბოხუას N25),
ქ. ქუთაისი (ჭავჭვაძის ქ. N2ა), ქ. ბათუმი (მელიქიშვილის ქ. N102), ქ. გორი (სოფ .
კარალეთი), ქ. გურჯაანი (წმინდა ნინოს N17) , ქ. რუსთავი (წმინდა ნინოს N3),
ქ.ახალციხე (რუსთაველის ქ N105)