Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68348232)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 68348232
Дата публикации: 06-11-2025
Сумма контракта: 186 178


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019700
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.11.2025 16:23
Начало приема предложения 14.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.11.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 186`178.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
NAT250017503 ტენდერის ფარგლებში გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 745.00 GEL
Размер гарантии 1`862 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 06.11.2025 09:54
  • Последнее исправление: mari abashidze :: 06.11.2025 16:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654091&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის (საკადასტრო კოდი 03.01.22.741), I და II სართულებზე, სარემონტო-სარეკონსტრუქციო, MEP საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემების და კრეატიული დიზაინის ელემენტების მოწყობის სამუშაოები - NAT250017503 სამუშაოების ზედამხედველობა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მშენებლობის ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან, საპროექტო-ტექნიკურ პირობებთან და შემსყიდველის მიერ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

1. მშენებლობის ზედამხედველობა მოიცავს:
1.1. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.2. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მათ დადასტურებას, შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის მომზადებას;
1.3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციასა და შემსყიდველის დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
1.4. ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმებასა და შეფასებას, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად . შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების აქტები) მონაწილეობის მიღებას ამასთან ფარული სამუშაოების განხორციელების პერიოდში ფოტოფიქსაცია;
1.5. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ლაბორატორიული კვლევების ჩატარების (ასეთის საჭიროების არსებობის შემთხვევაში) კონტროლს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
1.6. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვასა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოებას;
1.7. წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროგრესის, ტემპის და შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს სამუშაოს დაწყების თარიღის, სამუშაოს (როგორც მთლიანი სამუშაოს, ასევე, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული რომელიმე ნაწილის) შესრულების ვადების, სამუშაოს დასრულების ვადის მონიტორინგს და შემსყიდველის ინფორმირებას, შემსყიდველისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენას;
1.8. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალის ან/და ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების გამოცდის პროცესზე დაკვირვებას, მათი არსებულ ნომრებთან შესაბამისად ჩატარების კუთხით და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობას;
1.9. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთისთვის ყოველთვიური ანგარიშის მიწოდებას წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში;
1.10. შემსყიდველის დაუყოვნებელ ინფორმირებას სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობისთანავე;
1.11. საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ან/და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ინიციატივით პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წინადადებების წარდგენას;
1.12. გამოსაყენებელი ძირითადი სამშენებლო მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლს;
1.13. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და მიწერილობების შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
1.14. სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო კანონმდებლობისა და მშენებლობის ნებართვის დადგენილი პირობების შესრულების კონტროლს.
1.15 სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ მითითებებისა და მიწერილობების შესრულებაზე კონტროლს, რომლებიც მიეკუთვნება სამუშაოების ხარისხის, გამოყენებული მასალების, ცალკეული სამუშაოების დეფექტებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის საკითხებს;
16. წინამდებარე ელ. ტენდერში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას მოსთხოვოს საშემსრულებლო ნახაზების წარმოდგენა.
ზედამხედველი ვალდებულია:
2.1. განუყრელად და კეთილსინდისიერად განახორციელოს ზედამხედველობის სფეროს მიკუთვნებული ყველა ღონისძიება;
2.2. აკონტროლოს შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხის, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, პროექტის ტექნიკურ და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. აღნიშნულის ფარგლებში, დადგენილ ნორმებთან და სტანდარტებთან მასალის შესაბამისობის დადგენა ხორციელდება დოკუმენტალურად, კანონმდებლობით განსაზღვრული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით:
• შესაბამისობის დეკლარაციით - რომლითაც, მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• შესაბამისობის სერტიფიკატით - რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
• ინსპექტირების სერტიფიკატით ან/და ოქმით - რომლითაც ინსპექტირების ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2.3. ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოოს ზედამხედველობა და უზრუნველყოს საკუთარი წარმომადგენლ(ებ)ის უწყვეტი დასწრება სამუშაოთა წარმოების პროცესის მიმდინარეობისას; 2.4. უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის, ფარული სამუშაოებისა და გამოვლენილი ხარვეზების ფოტოფიქსაცია და მათი ასახვა შესაბამის ანგარიშებში;
2.5. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ წარდგენილი შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა N2) შენიშვნის არარსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით დაადასტუროს წარმოდგენილი ფორმა N2 და გასცეს შესაბამისი ინსპექტირების ანგარიში;
2.6. არ დაუშვას სამუშაოების შესრულების პროცესში მშენებლობისთვის განკუთვნილი ისეთი ძირითადი მასალებისა და მოწყობილობა დანადგარების გამოყენება, რომელიც იყო ექსპლუატაციაში ან/და არ შეესაბამება შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებს. აღნიშნულის დადასტურებისთვის ზედამხედველს უფლება აქვს, სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი;
2.7. სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში დაუყონებლივ შეადგინოს შეუსაბამობის აქტი (დეფექტური აქტი) და მოითხოვოს მიმწოდებლისგან გონივრულ ვადაში გამოვლენილი წუნის აღმოფხვრა;
2.8. არ მიიღოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისგან დარღვევით ან გადახვევით წარმოებული სამუშაოები, უარყოს დაუდასტურებელ სამშენებლო სამუშაოებზე ანგარიშსწორების დოკუმენტის დადასტურება და მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება.
2.9. ზედამხედველი ვალდებულია სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, განიხილოს სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან დამოუკიდებელი ობიექტური შემაფერხებელი გარემოებებით განპირობებული, სამუშაოების შესრულების ვადის გაზრდის საკითხი და უზრუნველყოს იმ ვადის დადასტურება, რა ვადითაც ზემოაღნიშნული გარემოებების მიზეზით შეფერხდა სამუშაოები.
2.10 ზედამხედველი ვალდებულია უზრუნველყოფს ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაოების წარმოების დროს უწყვეტ რეჟიმში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მშენებლობის ზედამხედველობის ვადად განისაზღვროს NAT250017503 ტენდერით დადგენილ სამუშაოების შესრულების სრულ პერიოდზე (2026 წლის 30 ივნისი), სააგენტოს მხრიდან გაუთვალისწინებელი ან კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზების გამო სამუშაობის ვადის გაჭიანურების შემთხვევაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველსა და სამუშაოების მწარმოებელ მიმწოდებელს შორის გაფორმებული შეთანხმებით გაიზრდება სამუშაოების შესრულების ვადა, იგივე ვადით გაიზრდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, რის თაობაზეც გაფორმდება შეთანხმება. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე ან მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქალაქი ქუთაისი. ირ. აბაშიძის გამზ. 26, ყოფილი პარლამენტის შენობა. ს.კ. 03.01.22.741 შენობა 01(7).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი პასუხისმგებელია:

1. თავისი მოვალეობების ობიექტურ და კვალიფიკაციურ შესრულებაზე;
2. უხარისხოდ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოების დადასტურებაზე;
3. საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის კვალიფიციურ წარმოებაზე;
4. შემსყიდველისათვის წარდგენილ ანგარიშებზე;
5. შუალედური შესრულებული სამუშაოების აქტებში მითითებული მონაცემების სისწორეზე;
6. მისი მიზეზით სამუშაოების შეფერხებაზე;
7. აკრედიტაციის ფარგლებში შედგენილ და/ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის უტყუარობაზე.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

• მინიმალური მოთხოვნები პერსონალის მიმართ:
1) 1 პროექტის მენეჯერი უმაღლესი განათლება საინჟინრო სფეროში. საინჟინრო დარგში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ბოლო სამი წლის განმავლობაში სპეციალისტს შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 პროექტის ზედამხედველობის მართვა, აღნიშნული პროექტ(ებ)ი დასრულებული უნდა იყოს ბოლო სამი წლის განმავლობაში;
2) 1 ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება; (მშენებლობის მიმართულება) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბოლო სამი წლის განმავლობაში კვალიფიკაციის მიხედვით მინიმუმ 3 მშენებლობა დამთავრებული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში/პროექტირებაში/ზედამხედველობაში მონაწილეობა.
3) სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების სფეროში სერტიფიცირებული ერთი თანამშრომელი, არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტზე უსაფრთხოების დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4) 1 ინჟინერ-ელექტრიკოსი უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის სფეროში. ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ბოლო სამი წლის განმავლობაში კვალიფიკაციის მიხედვით მინიმუმ 3, მაღალი ძაბვის (6/10 კვ-ის) გადამცემი ელექტროქსელების ან/და ქვესადგურების მშენებლობაში/პროექტირებაში/ზედამხედველობაში მონაწილეობა.
5) 1 გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის კუთხით უმაღლესი განათლება აღნიშნულ სფეროში. შესაბამისი მიმართულებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი და სერთიფიკატი) ბოლო სამი წლის განმავლობაში კვალიფიკაციის მიხედვით მინიმუმ 3 მშენებლობა დამთავრებული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში/პროექტირებაში/ზედამხედველობაში მონაწილეობა.
• საანგარიშო პერიოდი მოიცავს უკანასკნელ 3 (სამი) სრულ წელს ტენდერის გამოცხადების დღიდან (მაგალითად, თუ ტენდერი გამოცხადდა 2024 წლის 1 იანვარს, გამოცდილების პერიოდი იქნება 2021 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 იანვრამდე მონაკვეთი).

პრეტენდენტმა თითოეულ სპეციალისტთან დაკავშირებით, უნდა წარმოადგინოს:
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უსაფრთხოების სპეციალისტთან დაკავშრებით ასევე დასაშვებია მხოლოდ სერთიფიკატი.
(უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტმა სისტემაში დამატებით უნდა ატვირთოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი);
• „სპეციალისტისა და პრეტენდენტის თანხმობა“
• „სპეციალისტების სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცხრილი“

შენიშვნა: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისაღებად მიჩნეული სპეციალისტ(ებ)ის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს და შეუთანხმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა სპეციალისტ(ებ)ით ჩანაცვლების საკითხი. ახალი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ელექტრონული ტენდერით (აუქციონის გარეშე) დადგენილ მოთხოვნებს სპეციალისტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს A ტიპის ინსპექტირების ორგანო, რომელსაც მიღებული ექნება სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ - ს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.“ შესაბამისად აკრედიტაციის სფერო უნდა მოიცავდეს "ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება"-ს, რაზეც უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი.

2.7.1.2. ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე და ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით) ფარგლებში შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად, ყველა პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.

2.9 other additional requirements

2.9.1 სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, დასრულების შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადებში, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოქმნილი ხარვეზების დაფიქსირება/შეფასება და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოიცავდეს დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციებს.
2.9.2 მიმწოდებელმა უნდა გაწიოს სრულფასოვანი ზედამხედველობა წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორების პერიოდში, რის შემდგომაც უნდა მოახდინოს ხარვეზების გამოსწორების შეფასება და წერილობით აცნობოს შემსყიდველს.
2.9.3. შესასრულებელი სამუშაოების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს;
2.9.4 შესასრულებელი სამუშაოების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.5. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9.6. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).
2.9.7. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
2.9.8. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
2.9.9 დაინტერესების შემთხვევაში პრეტენდენს შეუძლია ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ვინაიდან, შესყიდვა გათვალისწინებულია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, იმ შემთხვევაში თუ შესასრულებელი სამუშაოები ვერ განხორციელდება 2025 წლის 17 დეკემბრამდე, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადას. ანაზღაურება მოხდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა;

7.1.1.2. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;

7.1.1.3. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.4 უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

7.1.1.6 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშების წარგენა :

7.2.1.1. ზედამხედველმა შესრულებული სამუშაოს დადასტურება (შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშის წარდგენა) ან მოტივირებული შენიშვნებით სამუშაოების მწარმოებლისთვის დაბრუნება უნდა მოახდინოს, შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
7.2.1.2. მიმდინარე ანგარიში ზედამხედველმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღისა, უნდა წარმოადგინოს მოკლე მიმდინარე ანგარიში, სადაც შეჯამებული იქნება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები. ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს წამოჭრილი პრობლემები (ადმინისტრაციული, ტექნიკური ან/და ფინანსური), მოცემული იქნება რეკომენდაციები ამ პრობლემების გადაჭრის შესახებ, სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში.
7.2.1.3. საბოლოო ანგარიში სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ზედამხედველმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საბოლოო კომპლექსური ანგარიში განვლილ პერიოდში მის მიერ განხორციელებული ზედამხედველობის საბოლოო შედეგების შესახებ. საბოლოო ანგარიშში ასახული უნდა იყოს სამშენებლო პროცესის ყველა ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფოტოფიქსაციის მასალებთან ერთად და რეკომენდაციები მათ გამოსასწორებლად. საბოლოო ანგარიშთან ერთად, შემსყიდველის მოთხოვნით, წარმოდგენილ უნდა იქნას ზედამხედველობის პროცესში შედგენილი სრული დოკუმენტაცია.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2 2025 წლის 17 დეკემბრამდე აუთვისებელი თანხის ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: - ნოდარ კანდელაკი 591929267; nkandelaki@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

10.1.1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, სრული საბანკო რეკვიზიტები და იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, პრეტენდენტი ვალდებულია უზურნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად მითითება სტატუსის - „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭებამდე
10.1.2. ფასთა ცხრილი (სატენდერო პირობების1.3 პუნქტი).
10.1.3. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ (სატენდერო პირობების 2.4.1

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru