Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Интернет-услуги (Грузия - Тендер #68313438)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Communication Commission
Номер конкурса: 68313438
Дата публикации: 05-11-2025
Сумма контракта: 61 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019610
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.11.2025 16:36
Начало приема предложения 15.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.11.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 61`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 72400000-Интернет-услуги
Коды классификатора
  • 72413000 - Услуги по проектированию сайтов WWW (мировая паутина)
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 618 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino demetradze :: 27.10.2025 14:04
  • Последнее исправление: nino demetradze :: 05.11.2025 16:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652731&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ვებ-გვერდის შექმნა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის ახალი, შშმ პირებზე ადაპტირებული ვებ-გვერდის შექმნა.

- მასშტაბირებადი და უსაფრთხო არქიტექტურების დანერგვა სამომავლოდ მომხმარებლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით.
- ოპერაციების ცენტრალიზება, ერთიანი Back-End სისტემის მეშვეობით.
- თითოეული პლატფორმისთვის ქართულენოვანი კონტენტი და UX/UI.

თანამედროვე სტანდარტებით და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით ვებგვერდის შშმ პირების მოხმარებისთვის მორგება


პროდუქტის შინაარსი
ზედა პანელი: მარცხენა მხარეს სამსახურის ლოგო წარწერით (მთავარ გვერდზე უნდა აბრუნებდეს ლოგოზე დაწკაპუნება). მარჯვენა მხარეს კონტაქტი + ნომერი, სოციალური ქსელების ბმულების ღილაკები., ასევე, ძებნის ფუნქცია (ძებნის ფუნქცია უნდა ეძებდეს ყველა ქვეკატეგორიაში).
1. ჩვენს შესახებ:
1.1 საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შესახებ
1.2 სამსახურის ისტორია
1.3 გუნდი
1.4 სამსახურის უფლებამოსილება და კომპეტენცია
1.5 პრობლემის იდენტიფიცირება და რეაგირება
1.6 სტრატეგია
2 სიახლეები
3 მომხმარებელთა უფლებები:
3.1 რა უფლებები აქვს მომხმარებელს
3.2 საჩივრის ფორმა და შინაარსი
3.3 კომპანიის ვალდებულებები
3.4 მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს
3.5 სასარგებლო ინფორმაცია
4 საჯარო ინფორმაცია
4.1 კანონმდებლობა
4.2 წლიური ანგარიში
4.3 პუბლიკაციები
4.4 პროექტები
4.5 გალერეა
4.6 საჯარო გამოკითხვა
5. კონტაქტი

ქვედა მხარე:
სლაიდ პანელი სადაც მონაცვლეობით განთავსდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგ.: წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, სამსახურის ღონისძიება, საჩივრის ფორმა, შეამოწმეს ლოგო დაკლიკებით ვებზე გადასვლით და ა.შ.
პირველ გვერდზე, მარცხენა მხარეს, გამოტანილი უნდა იყოს საჩივრის ფორმა წარწერით: მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს და ღილაკი: შეავსე საჩივარი (მომხმარებლის მიერ შევსებული საჩივარი უნდა დაგენერირდეს ელ-ფოსტაზე: defender@comcom.ge). ამ ფორმის გვერდით მარჯვენა მხარეს სიახლეების პანელი, გადართვის ფუნქციონალით (მინიმუმ 5 გადასართავი ღილაკით). საჩივრის შევსების ფორმასთან ერთად მარჯვენა მხარეს უნდა იყოს კონსულტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენთან (ჩაშენებული უნდა იყოს დროის არჩევის შესაძლებლობა).
სადმე აქვე უნდა იყოს sheamotsme.ge საიტზე გადამისამართების ღილაკი.
ქვემოთ:
ვიდეო გალერეა youtube ვიდეოების ფუნქციონალი ინტეგრაციით. მარჯვენა მხარეს გასწვრივ პანელი: ხშირად დასმული კითხვები. ხშირად დასმული კითხვები უნდა იყოს ინდივიდუალურ შეკითხვებიანი, დასაკლიკი. დაკლიკებით უნდა ჩამოიშალოს პასუხი და ჩატის ფუნქცია, რომელიც პირდაპირ გადავა facebook-ზე.

სულ ბოლო ქვედა ნაწილი:
პარტნიორი ორგანიზაცია/უწყებები ლოგოებით, დაწკაპებით მათ ვებ-გვერდზე გადასვლის ფუნქციონალით (საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების კომისია, კონკურენციის სააგენტო, სემეკი, ენერგოომბუდსმენი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური, ეროვნული ბანკი, სურსათის სააგენტო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური).


ფუნქციონალური მოთხოვნები
ძირითადი მოთხოვნები:
- მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს საწყისი დიზაინის სამი ვარიანტი. რეფერენსად შეიძლება გამოყენებული იყოს არსებული საიტი momkhmarebeli.comcom.ge, კომუნიკაციების კომისიის საიტი comcom.ge და კონკურენციის სააგენტოს საიტი gcca.gov.ge. დიზაინის შემოთავაზებული სამი ვარიანტიდან შემსყიდველი ირჩევს ერთს. შემსყიდველს უფლება აქვს არჩეულ ვარიანტში, არაუმეტეს სამჯერ, 5 სამუშაო დღის ვადაში შეიტანოს ცვლილებები.
- უნდა დამზადდეს საიტის დიზაინის და პროტოტიპის პროექტი (ე.წ UX/UI), რომელიც სრულად გაითვალისწინებს მომხმარებლის სრულ გზას, ხოლო ელემენტებს ექნებათ შესაბამისი ანიმაციები და გადასვლები.
- პლატფორმა სრულად უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან და სხვა ტიპის მოწყობილობებთან (ე.წ. Responsive).
- უნდა დამზადდეს ადმინისტრირების (მართვის) პანელი შემდეგი თვისებებით:
○ უნდა დამზადდეს ადმინისტრირების (მართვის) პანელი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მრავალმომხმარებლიანი ავტორიზაცია, როლების მინიჭება.
○ ადმინ. პანელში უნდა მოხდეს “CMS” კონტენტის მენეჯმენტის სისტემის იმპლემენტირება კონტენტის გამარტივებული მართვისთვის.
○ ადმინ. პანელის გამოყენება უნდა იყოს შესაძლებელი მობილური მოწყობილობის საშუალებით.
- უნდა განხორციელდეს საიტზე გამოყენებული Js და css ფაილების ოპტიმიზაცია.
- პანელში უნდა იყოს ინტეგრირებული თრექინგის სისტემა, რომელიც მოგვცემს მომხმარებლის ქცევის ანალიტიკას. Hotjar + Google analytics .
- Source Code-ზე საკუთრება ენიჭება შემსყიდველს, შესამაბისად პროექტის ჩაბარების დროს შემსყიდველს უნდა გადაეცეს კოდი.

მოქნილი სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვის სისტემა:
- პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვის ფუნქციონალი, რომელიც ავტომატურად აოპტიმიზირებს სურათებს და ვიდეო რგოლებს პლატფორმებისთვის.
- სისტემამ უნდა უზრუნველყოს სურათების და ვიდეო რგოლების ავტომატური ზომის შეცვლა და შეკუმშვა(compression) ატვირთვისას, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა ზომისა და ხარისხის სტანდარტებთან.
- მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვა ხშირად გამოყენებულ ფორმატებში (მაგ., JPEG, PNG, AVI, MPEG4) და მკაფიო უკუკავშირის შეტყობინება, თუ სურათი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

ვებ-გვერდის შშმ პირებზე ადაპტირება:
ამ მიზნით, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ვებ-გვერდზე შემდეგი ფუნქციონალის ინტეგრირება:
➢ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ვებ-გვერდზე ფონტის ზომის გაზრდა/დაპატარავება;
➢ საიტზე ტექსტისა და უკანა ფონის კონტრასტული ფერებით ჩანაცვლება;
➢ საიტის გახმოვანება:
ტექსტის გახმოვანების გენერირებული ხმოვანი ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ადამიანის მეტყველებასთან ისე, რომ რთული იყოს მისი რობოტის ხმად აღქმა;
შემსყიდველს უნდა ჰქონდეს არჩევანი, შეძლოს გახმოვანება როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხმით;
გახმოვანება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე;
ქართულ ენაზე კორექტულად უნდა ხდებოდეს რიცხვების გახმოვანება (იხ. მაგალითი).
ვებ გვერდის შექმნის და ადაპტირების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს ერთ წლიანი მხარდაჭერა.


არაფუნქციონალური მოთხოვნები:
• სამომავლო გაფართოების მხარდაჭერა (ახალი ფუნქციები, ბრენდები);
• HTTPS, უსაფრთხო შესვლა, სენსიტიური მონაცემების დაშიფვრა;
• გვერდის ჩატვირთვის დრო ≤2 წამი;
• სუფთა, კარგად დოკუმენტირებული კოდის ბაზა;
• ინტუიტიური მომხმარებლის გამოცდილება (UX) ყველა მომხმარებლის როლში;
• ძიება და ფილტრაცია ყველა ტიპის კონტენტზე (Elasticsearch);
•კონფიდენციალურობა: უნდა შეესაბამებოდეს მონაცემთა დაცვის სტანდარტებს (მაგ., GDPR) — მომხმარებლის თანხმობა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა უნდა იყოს ჩაშენებული.


ტექნიკური მოთხოვნები:
- Front End: უნდა იყოს გამოყენებული HTML5, CSS3, JavaScript.
- Frameworks: React, ან Vue.js, ან AngularJS.
- Back End: Python ან Java, ან PHP.
- Database: SQL სისტემები: postgreSQL ან mySQL ან MongoDB.
- Hosting & Cloud service: დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ჰოსთინგი
- Third-party API ინტეგრაციები საჭიროების მიხედვით.


კონტენტის მიგრაციის პროგრამა
- საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსებულ პორტალს momkhmarebeli.comcom.ge უკვე აქვთ განთავსებული კონტენტი. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთის მიერ მოთხოვნილი კონტენტის მიგრაცია ახალ პლატფორმაზე.


SEO & Marketing
- უნდა იყოს გათვალისწინებული SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები.
- მარკეტინგული ინსტრუმენტების ინტეგრაცია, მაგალითად კონტენტის სოც. ქსელებში გაზიარების ფუნქცია და User engagement ანალიტიკა.


ტესტირება და ხარისხის მონიტორინგი
შემსყიდველის მიერ განხორციელდება ტესტირება და ხარისხის მონიტორინგი, საბოლოო პროდუქტის მიღებიდან 30 დღის ვადაში:
- სრული ტესტირება, მათ შორის ფუნქციების და მომხმარებლის ინტერაქციის.
- ჩატვირთვის სიჩქარის და ოპტიმიზიციის ტესტირება.


დოკუმენტაცია
- საბოლოო პროდუქტს უნდა ერთვოდეს ადმინისტრირების პანელის გამოყენების ინსტრუქცია


Post-Launch მხარდაჭერა:
- უნდა განხორციელდეს აღმოჩენილი ბაგების მყისიერი გამოსწორება და შესაბამისი განახლებების შექმნა, პროექტის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში, თანდართული მხარდაჭერის პირობების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ვებ გვერდების შექმნის მომსახურება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი.

- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ეტაპობრივი განახლებები უწყვეტი პროგრესისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
- ეს განახლებები უნდა მოიცავდეს დასრულებული ფუნქციების დემო ვერსიებს ან წინასწარ გადახედვას, შეცდომების გამოსწორებას და იტერაციის დროს განხორციელებულ ნებისმიერ გაუმჯობესებას.
- თითოეული იტერაციის ბოლოს, მომწოდებელმა ასევე, უნდა მიიღოს მონაწილეობა მოკლე მიმოხილვის შეხვედრაში პროგრესის განსახილველად, უკუკავშირის შესაგროვებლად და შემდეგი იტერაციის დასაგეგმად. (დამატებით წერილობით (e-mail) ინფორმაციის მიწოდება.).

შემსყიდველის მიერ განხორციელდება ტესტირება და ხარისხის მონიტორინგი, საბოლოო პროდუქტის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

მხარდაჭერის მომსახურება - ვებ გვერდის წარმატებით ტესტირების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ვირტუალურად. საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისისს ადმინისტრაციული შენობა. Source Code-ზე საკუთრება ენიჭება შემსყიდველს, შესამაბისად პროექტის ჩაბარების დროს შემსყიდველს უნდა გადაეცეს კოდი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, კერძოდ 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში:
1. Front End და Back End დეველოპმენტში შემოთავაზებული ტექნოლოგიით პრეტენდენტს განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი პროექტი;
2. პრეტენდენმტმა უნდა წარმოადგინოს, შშმ პირებზე ადაპტირებული საიტების არანაკლებ ორი წარმატებულად შესრულებული პროექტი

გამოცდილების დასადასტურებლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ლინკი და დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე. წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით / ინფორმაციით უნდა იკვეთებოდეს მოთხოვნილი გამოცდილება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტთან დასაქმებული უნდა იყოს/უნდა თანამშრომლობდეს ქვემოთ წარმოდგენილი პირ(ებ)ი:

ა) UI/UX დიზაინერი - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით, და რომელსაც გააჩნია დიზაინ სისტემის შექმნის ცოდნა, რისთვისაც უნდა წარმოადგეინოს არანაკლებ ორი შესრულებული პროექტი. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ვებ გვერდების ლინკები ან/და დიზაინ პროექტი.
ბ) Front End Developer მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით და გააჩნია React, Vue.js, ან AngularJS, შესაბამისი Framework-ების , CSS, JS-ის ცოდნა, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს CV.
გ) Back End Developer მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით და გააჩნია Python-ის, Java-ს, PostgreSQL, MySQL, MongoDB, PHP-ს ცოდნა (ჩამოთვლილიდან მინიმუმ ერთი ენის და ერთი Database-ის). ასევე API- ცოდნა, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იყოს CV.

შესაძლებელია, რომ ერთმა პირმა შეითავსოს ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი ფუნქცია, თუ იგი სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, რაც უნდა აისახოს ინფორმაციაში გუნდის შემადგენლობის შესახებ;

ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი პირ(ებ)ის CV ქართულ ენაზე.

პრეტენდენტმა ასევე უნდა ატვირთოს ზემოაღნიშნულ პირ(ებ)თან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი(მათ) თანხმობა წინამდებარე პროექტზე მუშაობის შესახებ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებული წარმოადგინოს პროექტის დეტალური გეგმა-გრაფიკი

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღწერა:
- რომელი ტექნოლოგიით განხორციელდება Front End, Back End და Database დეველოპმენტი.
- რომელ პლატფორმაზე შემუშავდება დიზაინ სისტემა, საიტის დიზაინის სტრუქტურა და პროტოტიპები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ის ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასკვნის გამცემია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე მომსახურების ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

ვებ-გვერდის შექმნის ღირებულების 80% მიმწოდებელს აუნაზღაურდება ვებ-გვერდის დასრულების შემდგომ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და 20% ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მხარდაჭერის ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად, მხარეთა შორის შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო დემეტრაძე, 555461869, ndemetradze@comcom.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.2. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.4. დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.7. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით; პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru