საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის ახალი, შშმ პირებზე
ადაპტირებული ვებ-გვერდის შექმნა.
- მასშტაბირებადი და უსაფრთხო არქიტექტურების დანერგვა სამომავლოდ
მომხმარებლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით.
- ოპერაციების ცენტრალიზება, ერთიანი Back-End სისტემის მეშვეობით.
- თითოეული პლატფორმისთვის ქართულენოვანი კონტენტი და UX/UI.
თანამედროვე სტანდარტებით და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით
ვებგვერდის შშმ პირების მოხმარებისთვის მორგება
პროდუქტის შინაარსი
ზედა პანელი: მარცხენა მხარეს სამსახურის ლოგო წარწერით (მთავარ
გვერდზე უნდა აბრუნებდეს ლოგოზე დაწკაპუნება). მარჯვენა მხარეს
კონტაქტი + ნომერი, სოციალური ქსელების ბმულების ღილაკები., ასევე,
ძებნის ფუნქცია (ძებნის ფუნქცია უნდა ეძებდეს ყველა ქვეკატეგორიაში).
1. ჩვენს შესახებ:
1.1 საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შესახებ
1.2 სამსახურის ისტორია
1.3 გუნდი
1.4 სამსახურის უფლებამოსილება და კომპეტენცია
1.5 პრობლემის იდენტიფიცირება და რეაგირება
1.6 სტრატეგია
2 სიახლეები
3 მომხმარებელთა უფლებები:
3.1 რა უფლებები აქვს მომხმარებელს
3.2 საჩივრის ფორმა და შინაარსი
3.3 კომპანიის ვალდებულებები
3.4 მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს
3.5 სასარგებლო ინფორმაცია
4 საჯარო ინფორმაცია
4.1 კანონმდებლობა
4.2 წლიური ანგარიში
4.3 პუბლიკაციები
4.4 პროექტები
4.5 გალერეა
4.6 საჯარო გამოკითხვა
5. კონტაქტი
ქვედა მხარე:
სლაიდ პანელი სადაც მონაცვლეობით განთავსდება მნიშვნელოვანი
ინფორმაცია. მაგ.: წლიური ანგარიშის პრეზენტაცია, სამსახურის
ღონისძიება, საჩივრის ფორმა, შეამოწმეს ლოგო დაკლიკებით ვებზე
გადასვლით და ა.შ.
პირველ გვერდზე, მარცხენა მხარეს, გამოტანილი უნდა იყოს საჩივრის ფორმა
წარწერით: მიმართე კომუნიკაციების ომბუდსმენს და ღილაკი: შეავსე
საჩივარი (მომხმარებლის მიერ შევსებული საჩივარი უნდა დაგენერირდეს
ელ-ფოსტაზე: defender@comcom.ge). ამ ფორმის გვერდით მარჯვენა მხარეს სიახლეების
პანელი, გადართვის ფუნქციონალით (მინიმუმ 5 გადასართავი ღილაკით).
საჩივრის შევსების ფორმასთან ერთად მარჯვენა მხარეს უნდა იყოს
კონსულტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენთან (ჩაშენებული უნდა იყოს
დროის არჩევის შესაძლებლობა).
სადმე აქვე უნდა იყოს sheamotsme.ge საიტზე გადამისამართების ღილაკი.
ქვემოთ:
ვიდეო გალერეა youtube ვიდეოების ფუნქციონალი ინტეგრაციით. მარჯვენა
მხარეს გასწვრივ პანელი: ხშირად დასმული კითხვები. ხშირად დასმული
კითხვები უნდა იყოს ინდივიდუალურ შეკითხვებიანი, დასაკლიკი.
დაკლიკებით უნდა ჩამოიშალოს პასუხი და ჩატის ფუნქცია, რომელიც
პირდაპირ გადავა facebook-ზე.
სულ ბოლო ქვედა ნაწილი:
პარტნიორი ორგანიზაცია/უწყებები ლოგოებით, დაწკაპებით მათ ვებ-გვერდზე
გადასვლის ფუნქციონალით (საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების
კომისია, კონკურენციის სააგენტო, სემეკი, ენერგოომბუდსმენი, სახალხო
დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური,
ეროვნული ბანკი, სურსათის სააგენტო, დაზღვევის ზედამხედველობის
სამსახური).
ფუნქციონალური მოთხოვნები
ძირითადი მოთხოვნები:
- მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს საწყისი დიზაინის სამი ვარიანტი.
რეფერენსად შეიძლება გამოყენებული იყოს არსებული საიტი momkhmarebeli.comcom.ge,
კომუნიკაციების კომისიის საიტი comcom.ge და კონკურენციის სააგენტოს საიტი
gcca.gov.ge. დიზაინის შემოთავაზებული სამი ვარიანტიდან შემსყიდველი ირჩევს
ერთს. შემსყიდველს უფლება აქვს არჩეულ ვარიანტში, არაუმეტეს სამჯერ, 5
სამუშაო დღის ვადაში შეიტანოს ცვლილებები.
- უნდა დამზადდეს საიტის დიზაინის და პროტოტიპის პროექტი (ე.წ UX/UI), რომელიც
სრულად გაითვალისწინებს მომხმარებლის სრულ გზას, ხოლო ელემენტებს
ექნებათ შესაბამისი ანიმაციები და გადასვლები.
- პლატფორმა სრულად უნდა იყოს თავსებადი დესკტოპ კომპიუტერებთან,
სმარტფონებთან, პლანშეტებთან და სხვა ტიპის მოწყობილობებთან (ე.წ.
Responsive).
- უნდა დამზადდეს ადმინისტრირების (მართვის) პანელი შემდეგი
თვისებებით:
○ უნდა დამზადდეს ადმინისტრირების (მართვის) პანელი, რომელშიც
შესაძლებელი იქნება მრავალმომხმარებლიანი ავტორიზაცია, როლების
მინიჭება.
○ ადმინ. პანელში უნდა მოხდეს “CMS” კონტენტის მენეჯმენტის სისტემის
იმპლემენტირება კონტენტის გამარტივებული მართვისთვის.
○ ადმინ. პანელის გამოყენება უნდა იყოს შესაძლებელი მობილური
მოწყობილობის საშუალებით.
- უნდა განხორციელდეს საიტზე გამოყენებული Js და css ფაილების
ოპტიმიზაცია.
- პანელში უნდა იყოს ინტეგრირებული თრექინგის სისტემა, რომელიც
მოგვცემს მომხმარებლის ქცევის ანალიტიკას. Hotjar + Google analytics .
- Source Code-ზე საკუთრება ენიჭება შემსყიდველს, შესამაბისად პროექტის
ჩაბარების დროს შემსყიდველს უნდა გადაეცეს კოდი.
მოქნილი სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვის სისტემა:
- პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი
სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვის ფუნქციონალი, რომელიც
ავტომატურად აოპტიმიზირებს სურათებს და ვიდეო რგოლებს
პლატფორმებისთვის.
- სისტემამ უნდა უზრუნველყოს სურათების და ვიდეო რგოლების ავტომატური
ზომის შეცვლა და შეკუმშვა(compression) ატვირთვისას, რათა უზრუნველყოს მათი
შესაბამისობა ზომისა და ხარისხის სტანდარტებთან.
- მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ სურათების და ვიდეო რგოლების ატვირთვა
ხშირად გამოყენებულ ფორმატებში (მაგ., JPEG, PNG, AVI, MPEG4) და მკაფიო უკუკავშირის
შეტყობინება, თუ სურათი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
ვებ-გვერდის შშმ პირებზე ადაპტირება:
ამ მიზნით, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ვებ-გვერდზე შემდეგი
ფუნქციონალის ინტეგრირება:
➢ მომხმარებელს უნდა შეეძლოს ვებ-გვერდზე ფონტის ზომის
გაზრდა/დაპატარავება;
➢ საიტზე ტექსტისა და უკანა ფონის კონტრასტული ფერებით ჩანაცვლება;
➢ საიტის გახმოვანება:
ტექსტის გახმოვანების გენერირებული ხმოვანი ინფორმაცია მაქსიმალურად
ახლოს უნდა იყოს ადამიანის მეტყველებასთან ისე, რომ რთული იყოს მისი
რობოტის ხმად აღქმა;
შემსყიდველს უნდა ჰქონდეს არჩევანი, შეძლოს გახმოვანება როგორც ქალის,
ისე მამაკაცის ხმით;
გახმოვანება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ
ენებზე;
ქართულ ენაზე კორექტულად უნდა ხდებოდეს რიცხვების გახმოვანება (იხ.
მაგალითი).
ვებ გვერდის შექმნის და ადაპტირების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოფს ერთ წლიანი მხარდაჭერა.
არაფუნქციონალური მოთხოვნები:
• სამომავლო გაფართოების მხარდაჭერა (ახალი ფუნქციები, ბრენდები);
• HTTPS, უსაფრთხო შესვლა, სენსიტიური მონაცემების დაშიფვრა;
• გვერდის ჩატვირთვის დრო ≤2 წამი;
• სუფთა, კარგად დოკუმენტირებული კოდის ბაზა;
• ინტუიტიური მომხმარებლის გამოცდილება (UX) ყველა მომხმარებლის
როლში;
• ძიება და ფილტრაცია ყველა ტიპის კონტენტზე (Elasticsearch);
•კონფიდენციალურობა: უნდა შეესაბამებოდეს მონაცემთა დაცვის
სტანდარტებს (მაგ., GDPR) — მომხმარებლის თანხმობა და კონფიდენციალურობის
პოლიტიკა უნდა იყოს ჩაშენებული.
ტექნიკური მოთხოვნები:
- Front End: უნდა იყოს გამოყენებული HTML5, CSS3, JavaScript.
- Frameworks: React, ან Vue.js, ან AngularJS.
- Back End: Python ან Java, ან PHP.
- Database: SQL სისტემები: postgreSQL ან mySQL ან MongoDB.
- Hosting & Cloud service: დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ჰოსთინგი
- Third-party API ინტეგრაციები საჭიროების მიხედვით.
კონტენტის მიგრაციის პროგრამა
- საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის არსებულ პორტალს momkhmarebeli.comcom.ge უკვე
აქვთ განთავსებული კონტენტი. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს
დამკვეთის მიერ მოთხოვნილი კონტენტის მიგრაცია ახალ პლატფორმაზე.
SEO & Marketing
- უნდა იყოს გათვალისწინებული SEO ოპტიმიზაციის მოთხოვნები.
- მარკეტინგული ინსტრუმენტების ინტეგრაცია, მაგალითად კონტენტის სოც.
ქსელებში გაზიარების ფუნქცია და User engagement ანალიტიკა.
ტესტირება და ხარისხის მონიტორინგი
შემსყიდველის მიერ განხორციელდება ტესტირება და ხარისხის
მონიტორინგი, საბოლოო პროდუქტის მიღებიდან 30 დღის ვადაში:
- სრული ტესტირება, მათ შორის ფუნქციების და მომხმარებლის
ინტერაქციის.
- ჩატვირთვის სიჩქარის და ოპტიმიზიციის ტესტირება.
დოკუმენტაცია
- საბოლოო პროდუქტს უნდა ერთვოდეს ადმინისტრირების პანელის
გამოყენების ინსტრუქცია
Post-Launch მხარდაჭერა:
- უნდა განხორციელდეს აღმოჩენილი ბაგების მყისიერი გამოსწორება და
შესაბამისი განახლებების შექმნა, პროექტის ჩაბარებიდან 1 წლის
განმავლობაში, თანდართული მხარდაჭერის პირობების შესაბამისად.